ესპანური "ტელეფონიკა" ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ესპანური "ტელეფონიკა" ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე
ნანახია: 732

ქართულ ბაზარზე შემოსვლას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია გეგმავს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. საუბარია ესპანურ "ტელეფონიკაზე", რომელიც მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ "ჩაინა მობაილის" და "ვოდაფონის" შემდეგ მსოფლიოში მესამე კომპანიაა. მთლიანობაში კი მას 2009 წლის მონაცემებით, 260 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და სულ 25 ქვეყანაშია დარეგისტირებული. ეს ქვეყნებია ესპანეთი, გერმანია, არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია, ირლანდია, პერუ და სხვა.
საქართველოში ამ კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ეკონომიკის მინისტრის გარდა ჯერ არავის გაუკეთებია. ინფორმაციას ვერ ადასტურებენ ვერც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. მათი თქმით, ამ ეტაპისთვის არანაირი სახის ლიცენზია არ გაცემულა და არც ასეთი სახის კომპანიას გაუვლია ავტორიზაცია, შესაბამისად დარწმუნებით რაიმეს თქმა, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, ამ თემაზე კომენტარები უკვე გაკეთდა ქართულ ბაზარზე მოქმედი მობილური ოპერატორების და ექსპერტების მხრიდან.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთიში" აცხადებენ, რომ "ტელეფონიკას" გადასაწყვეტია, რამდენად მომგებიანი იქნება ქართულ ბაზარზე მეოთხე კომპანიის გამოჩენა. კომპანია "ჯეოსელში" კი "ტელეფონიკას" შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მაგრამ აცხადებენ, რომ კონკურენციას ყოველთვის გაუძლებენ. მათივე თქმით, რაც მეტი სატელეკომუნიკაციო კომპანია იქნება ბაზარზე, მით უფრო მძაფრი კონკურენცია ჩამოყალიბდება.
ექსპერტების თქმით კი ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება თავისთავად გამოიწვევს ტარიფების საგრძნობლად შემცირებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასაც. მათივე პოზიციით, ქართული ინტერნეტ-ბაზარი განვითარებული არ არის, რის მიზეზადაც ისევ და ისევ დაბალი კონკურენცია სახელდება. სწორედ ნაკლები კონკურენციის ბრალია ის, რომ მომსახურების ფასები ხარისხზე ბევრად ნაკლებია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი მოთამაშე ამ სფეროში არსებულ კონკურენციას ბევრად გააჯანსაღებს. თუმცა აქვე დასძენენ, რომ ესპანური "ტელეფონიკის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამის თქმის საფუძველს კი მათ იმ კომპანიების რიცხვი აძლევთ, როლებიც გეგმავდნენ, მაგრამ მცდელობის მიუხედავად ვერ შემოვიდნენ საქართველოში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში, ძვირი მომსახურების მიუხედავად, ფიჭური კავშირგაბმულობა მაინც რჩება ელექტრონული კავშირის ყველაზე პოპულარულ საშუალებად. კომუნიკაციის ბაზრის ნახევარზე მეტი, კერძოდ კი 63% სწორედ მობილურ კომუნიკაციებზე მოდის. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ 2008 წელს ამ კომპანიების საერთო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 126 მილიონით გაიზარდა და 831 მილიონ ლარს მიაღწია. აქედან გამომდინარე, ახალი ქსელის შემოსვლა სიტუაციას გაურთულებს და საკმაოზე დიდ კონკურენციას გაუწევს უკვე კარგად ფეხმოკიდებულ კომპანიებს.
ინფორმაციისთვის - "ტელეფონიკა" 1924 წელს შეიქმნა და მისი დაარსების დღიდან ხელს უწყობს იმ ქვეყნების ეკონომიურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას, სადაც ის მოქმედებს. მას აქვს როგორც მობილური ტელეფონის, ასევე უკაბელო ტელეფონის ბიზნესი, საკაბელო ტელევიზია და ასევე ინტერნეტ-მომსახურება. კომპანიის ბრენდებია - ტელეფონიცა, მოვისტარ,QQ2 და 4RRA.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48