სოფლს მეურნეობის სამინისტროს ეკოლოგიურად სუფთა წარმოება არ აინტერესებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სოფლს მეურნეობის სამინისტროს ეკოლოგიურად სუფთა წარმოება არ აინტერესებს
ნანახია: 1007

10-11 სექტემბერს თბილისში ბიოწარმოების სექტორის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. იგი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას", საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, უკრაინის ორგანული ფედერაციისა და Oრგანიც შერვიცეს GMBH-ის (გერმანია) ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) ორგანიზებით ჩატარდა.
ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების ისეთი სისტემაა,სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები და სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ბიომეურნეობაში კატეგორიულად აკრძალულია გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმების გამოყენება. ასეთ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია ბიო- (ეკოლოგიურ, ორგანულ) პროდუქტადაა აღიარებული, და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად მისი შემდგომი გადამუშავების, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესიც ასევე შესატყვისი სტანდარტებით იმართება.
ტერმინი ”ბიო” კანონით განსაზღვრული განმარტებაა და გულისხმობს, რომ მეურნეობის მართვისა და საკვების წარმოების მეთოდები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება. ტერმინები "ეკოლოგიური" და "ბიო" ან "ორგანული" სინონიმებია.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - "ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია" ”ელკანა” 1994 წელს დაფუძნდა, 1996 წლიდან ის ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრია. ორგანიზაციის წევრები არიან საქართველოს ფერმერები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, მეცნიერები, საქართველოში ბიომეურნეობის მდგრადი განვითარებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული პირები. ”ელკანაში” დღეისათვის გაწევრიანებულია 450 პირი.
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია 2008 წლის აპრილში, კიევში გამართული წარმატებული საერთაშორისო კონფერენციის გაგრძელებაა, რომელსაც მსოფლიოს 25 ქვეყნის 220-ზე მეტი ბიოწარმეობით დაინტერესებული პირი ესწრებოდა. თბილისში ჩატარებული მეორე საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი თემები შემდეგი გახლდათ: ბიოწარმოების სხვადასხვა დარგში და განსაკუთრებით კი მევენახეობა-მეღვინეობაში დაგროვილი პრაქტიკული და მეცნიერული გამოცდილება, ასევე ევროკავშირის ახალი რეგულაცია ბიოწარმოების შესახებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სერტიფიცირების სქემები, როგორც ბიოწარმოებაში, ასევე სხვა სისტემებშიც.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, კონფერენციის მიზანი საქართველოს, როგორც ბიოწარმოებაში განსაკუთრებული პერსპექტივების მქონე ქვეყნის წარმოჩენა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქმიანი კონტაქტების დამყარება ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის, კონფერენციის მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბიოსექტორის განვითარების ხელშეწყობა იყო. კონფერენციაზე განხილულ იქნა ადგილობრივი და საექსპორტო ბიობაზრის განვითარების ტენდენციები.
თბილისში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად 22 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და თითოეული გამომსვლელი დაწვრილებით საუბრობდა იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლოა და უსაფრთხოა ბიოპროდუქტები როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ისე გარემოსთვის. "დღეს მსოფლიოში ორგანული პროდუქტების წარმოების ბუმია და ესაა ერთადერთი ბაზარი, რომელიც მუდმივად იზრდება, ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი. მაღაზიაში ნებისმიერ პროდუქტს აწერია, რომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვგონია, რომ თუ პროდუქტი საქართველოშია მოყვანილი და წარმოებული, ის ეკოლოგიურად სუფთაა. სინამდვილეში კი ეს ასე არაა. ეკოლოგიურად სუფთად წარმოება ხდება აბსოლიტურად განსხვავებული მეთოდებით. აი, ამ სისტემის პოპულარიზაციას, სხვადასხვა ქვეყნებში ამ სისტემაში დაგროვებული ცოდნის გაზიარებას ემსახურება ეს კონფერენცია. ბიოწარმოება ჩვენთან ჯრ-ჯერობით ახალია. ამ სისტემას სჭირდება თავისი სათანადო რეგულაციები, სათანადო სერთიფიცირება და ეს ყველაფერი ჩვენთან მხოლოდ ახლა ყალიბდება. საქართველოში გვაქვს კანონი, სტანდარტები, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით კარგად არ მუშაობს, - აცხადებს ასოციაცია "ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე.
ქალბატონი მარიამის თქმით, კონფერენციამ მოლოდინს გადააჭარბა და არა მარტო მასპინძლები, არამედ სტუმრებიც მეტად კმაყოფილნი დარჩნენ: "კონფერენციაზე მეტად საინტერესო ადამიანები ჩამოვიდნენ, რომლებიც მუშაობენ ამ სექტორში სხვადასხვა მიმართულებით. თანაც, ამ ადამიანების უმეტესობა თბილისში საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდა."
ასოციაცია "ელკანას" საქმიანობა, ბიოწარმოების განვითარება საქართველოში და თავად ეს კონფერენციაც მხარდაჭერილია როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც საპატრიარქოს, ისე სამინისტროს წარმომადგენლები.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რაში გამოიხატება სამინისტროს მხარდაჭერა და რამდენად ზრუნავს იგი ისეთი საჭირო და ხალხისთვის სასარგებლო სფეროს განვითარებაზე, როგორიც ბიოწარმოებაა, მითუმეტეს ასეთ დროს, როცა საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე დგას. როგორც ქალბატონმა მარიამმა განგვიმარტა, მხარდაჭერა არ გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში, - "სამინისტროს მხრიდან ჩვენ დაფინანსება არ გვაქვს. ერთადერთხელ, 2007 წელს ჩატარებულ გამოფენაზე დააფინანსა სამინისტრომ ჩვენი პროდუქციის გამოფენა. არც რაიმე განსაზღვრული ხელშეწყობა და საკანონმდებლო თუ საგადასახადო შეღავათებით ვსარგებლობთ. თუმცა, კანონი და სტანდარტები სამინისტროსთან ერთად შემუშავდა. ასოციაცია "ელკანა" არასამთავრობო ორგანიზაციაა და ჩვენს საქმიანობას სხვადასხვა ფონდები აფინანსებენ. ძირითადად ესენი არიან ევროპული და გერმანულ, ჰოლანდიურ და შვეიცარიულ ეკლესიებთან არსებული ფონდები."


თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48