"ელიტ-ელექტრონიქსის" აქციათა 55% "თიბისი ბანკის" მფლობელობაში გადავიდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "ელიტ-ელექტრონიქსის" აქციათა 55% "თიბისი ბანკის" მფლობელობაში გადავიდა
ნანახია: 705

საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია "ელიტ- ელექტრონიკსი", რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, უკვე თვეზე მეტია დაკეტილი. კომპანიის, რომელშიც 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, მუშაობის შეწყვეტის მიზეზი საბანკო ანგარიშების დაყადაღება და მაღაზიათა ქსელში საგადასახადო ინსპექციის შესვლა გახდა. როგორც კომპანიის მფლობელები აცხადებენ, ყველაფერი 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც ფინანსურმა პოლიციამ კომპანიას უსაფუძვლოდ დარიცხული 7 მლნ ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. თუმცა, მენეჯმენტმა მხოლოდ 120 ათასი ლარის დავალიანება აღიარა, რაც ბუღალტრული ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომები იყო. "ამის საპასუხოდ ჩვენ მაშინვე დავიწყეთ სასამართლო დავა. მართალია, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ფინანსურმა პოლიციამ 10 აგვისტოს ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო. ამის შემდეგ ჩვენ იძულებული ვიყავით, ნაღდი ანგარიშწორება გვეწარმოებინა. 21 აგვისტოს კი ჩვენს მაღაზიებში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და უკვე სავაჭრო პროცესების წარმართვაც შეუძლებელი იყო. კვლავაც მიგვაჩნია, რომ ჯარიმა უსაფუძვლო იყო და სასამართლო დავას გავაგრძელებთ", _ განაცხადა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროში კი საგადასახადო სამსახურის მიერ განხორციელებულ ქმედებებს კანონდარღვევად არ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ "ელიტ-ელექტრონიქსს" საბანკო ანგარიშებზე ინკასოს მიუხედავად, ნაღდი ანგარიშწორებით მუშაობა კვლავაც შეუძლია, ამიტომ მათი გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა სამუშაო პროცესს. `საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ "ელიტ-ელექტრონიქსი" მუშაობას ნაღდი ანგარიშწორებით მაინც აგრძელებდა და მხოლოდ მაშინ შეაჩერა, რაც საგადასახადო სამსახური ნაღდი ფულის ამოსაღებად შევიდა", _ აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ.
"ელიტ-ელექტრონიქსის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა პოლიტიკურ წრეებში ელიტარული ბრალდებები გამოიწვია. ამჯერად ასპარეზზე ამჟამინდელი და ყოფილი ფინანსთა მინისტრები გამოვიდნენ და ერთმანეთი კომპანიის გაკოტრებაში დაადანაშაულეს. ნამინისტრალი და ნაპრემიერალი ზურაბ ნოღაიდელი მთავრობას "ელიტ-ელექტრონიკსის" მიზანმიმართულ გაბანკროტებაში ადანაშაულებს, ხოლო კახა ბაინდურაშვილი უზარმაზარი დავალიანების დარიცხვას სწორედ ნოღაიდელს აბრალებს.
როგორც ცნობილი გახდა, "ელიტ-ელექტრონიქსის" დავალიანება მხოლოდ 7 მლნ ლარით არ შემოიფარგლება, კომპანიას ასევე ხუთი კომერციული ბანკის ("თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "ვითიბი ბანკი ჯორჯია", "სახალხო ბანკი") მიმართ გააჩნია 15 მლნ ლარის დავალიანება. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მაღაზიათა ქსელის აქციათა 55% "თიბისი ბანკის" მფლობელობაში გადავიდა. კომპანიის დირექტორის, ეთერ ქოქოლაძის განცხადებით, კომპანიის წესდებით, აქციონერთა მხოლოდ 75%-ს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიაში საკუთარი წილის გაყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ამ დროისთვისაც მისივე დამაარსებელი ანზორ ქოქოლაძეა, "თიბისი ბანკის" მოთხოვნით სასამართლომ წესდებაში აღნიშნული პუნქტი შეაჩერა და "ელიტ-ელექტრონიქსის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ბანკის მმართველობაში გადავიდა. როგორც "ელიტ-ელექტრონიქსში" განაცხადეს, კომპანიის მენეჯმენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შემდეგ ინსტანციებში გასაჩივრებას აპირებს.
"თიბისი ბანკში" განმარტავენ, რომ ქონების მისაკუთრება საბანკო პრაქტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და ამავდროულად არ გამორიცხავენ "ელიტ-ელექტრონიქსში" წილის 75%-მდე გაზრდას. ხოლო, თუ რა მოცულობის კრედიტი აქვს აღებული კომპანიას "თიბისი ბანკისგან", ამას არც ბანკში და არც კომპანიაში არ აკონკრეტებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი ეს თანხა 8 მლნ. ლარს აღწევს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიაში საგადასახადო ინსპექციის შესვლამდე "ელიტ-ელექტრონიქსი" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან კომპანიის კაპიტალში 5 მლნ დოლარით შესვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მოლაპარაკება თითქმის ბოლომდე იყო მისული, მაგრამ მომხდარი ფაქტის გამო პროცესი შეჩერდა. დღეს ძნელი სათქმელია, გაგრძელდება თუ არა ეს მოლაპარაკება, რადგან მთელი ჩვენი ყურადღება ახლა საგადასახადო უწყებასთან მოლაპარაკებისკენაა მიმართული", _ განაცხადა ია ნადირაშვილმა.
"ელიტ-ელექტრონიქსის” დახურვამ 2150 ადამიანის უმუშევრად დატოვება გამოიწვია, რომლებიც კომპანიისა და ხელისუფლებისგან სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა როგორ გადაწყდება მათი ბედი, ჯერ-ჯერობით უცნობია.


თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48