უპრეცედენტო ინვესტიციები თუ მთავრობის მორიგი პიარ-კამპანია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : უპრეცედენტო ინვესტიციები თუ მთავრობის მორიგი პიარ-კამპანია
ნანახია: 629

წინა კვირას საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში "ფრეში" ქარხანას ესტუმრა, სააკაშვილმა ჩვეული პომპეზურობითა და სიამაყით ატრიალა კამერების წინ საქართველოში წარმოებული ელექტროსაქონელი. არაბმა ინვესტორებმა კი კმაყოფილებით ისაუბრეს, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს მათი კომპანიისთვის საქართველოში წარმოების გადმოტანას. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ისინი განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, გარდა ამისა, ეგვიპტურ კომპანიას საშუალება მიეცა კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ბაზარი აეთვისებინა.
ერთი სიტყვით, ამ საჩვენებელ გამოსვლებში ყველა კმაყოფილი ჩანდა, ალბათ, კმაყოფილები იყვნენ ქარხნებში დასაქმებული არაბი მუშებიც. ამ საერთო აღფრთოვანების ფონზე, ერთი საყურადღებო კითხვა დაგვებადა, კარგია, რომ "ფრეში" მიქსერებს, ფენებს და სხვა ელექტროსაქონელს ქუთაისში აწარმოებს, მაგრამ ამით საქართველოს რა?! როგორც ვიცით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მწარმოებელი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, "ფრეში" გადასახადებს თითქმის არ იხდის. თუმცა, ეს არც ყოფილა ამ ინვესტიციის მთავარი მიზანი, მთავრობის წარმომადგენლები გათვლებს, ძირითადად, ადგილზე დასაქმების ზრდაზე აკეთებდნენ. ამ ფონზე, ჩვენი სამართლიანი გაკვირვება გამოიწვია არაბი მუშების გამოჩენამ. ადვილი წარმოსადგენია, თუ ამ წარმოებაში მუშებიც კი არაბები არიან, მენეჯმენტში რამდენი ადგილობრივი ქუთაისელი იქნება დასაქმებული.
საქართველოს ხელისუფლებამ და ეგვიპტურმა კომპანია Fresh Electric Company-ამ 6 აპრილს ურთიერთხელსაყრელ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეგვიპტელი ინვესტორები მზად იყვნენ ქვეყნის ეკონომიკაში უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია ჩაედოთ.
თუკი პოლიტიკურ რეალობას გავითვალისწინებთ, რეალურია თუ არა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს ასეთი გრანდიოზული და ძალზედ თამამი პროექტის განხორციელება? ხელისუფლებისთვის ეს ეკონომიკური წარმატების, კრიზისთან ბრძოლის დემონსტრირებაა და კიდევ ერთი შესაძლებლობა, ჩაიწეროს პოლიტიკური ქულები თავის აქტივებში: თითქოსდა ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი ინვესტორებს სააკაშვილის გუნდის სჯერათ.
ჯერ კიდევ მაშინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა: "ქართული ეკონომიკის განვითარებაში ეგვიპტური კომპანია Fresh Electric Company 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას დებს. ეს 2009 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია. მსგავსი ინვესტიციები საქართველოში ჯერ არ ყოფილა."
ხელმოწერილი მემორანდუმი "ქუთაისის საავტომობოლო ქარხნის" ტერიტორიის 27 ჰექტარი მიწის ფართობზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას გულისხმობს. უნდა აშენდეს მრავალპროფილიანი ქარხნები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთებს აწარმოებენ. მზა პროდუქციის გამოშვება უკვე 2009 წლის ივნისში დაიწყო და ეგვიპტური მხარე მზადაა უკვე წელს 1,2 მილიარდი დოლარის ჩასადებად. ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ეს პროექტი შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილი.
ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეს კომპანია ეგვიპტეში 1987 წელს დაარსდა. თავისი მოღვაწეობა მან ერთი პატარა ქარხნით დაიწყო. კომპანიის მძლავრი საწარმოები თავმოყრილია ეგვიპტეში, საიდანაც მზა პროდუქცია ევროპის, აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის 25 ქვეყანაში იგზავნება. კომპანიის საწარმოები და საოფისე ობიექტები იკავებენ დაახლოებით 80 ჰექტარს, ხოლო საერთო შტატი 2500 ადამიანია. წლიური ბრუნვა 95 მილიონ დოლარზე მეტია. კაპიტალიზაციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 44 მილიონია.
გაუგებარია, კომპანია, რომელსაც 44 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია აქვს, როგორ დებს 2 მილიარდ დოლარს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაში? ამას გარდა, გაუგებარია, Fresh Electric Company-ის საწარმოო ფართობზე, რომელიც ეგვიპტეში 80 ჰექტარს შეადგენს, რატომაა დასაქმებული 2500 კაცი მაშინ, როდესაც საქართველოში 27 ჰექტარზე 12-15 ათასი კაცი უნდა დაასაქმონ?
შესაძლოა ეგვიპტელი ბიზნესმენები მართლაც დაინტერესდნენ თავიანთი საწარმოო პოტენციალის ნაწილის განთავსებით საქართველოში. რადგან პროდუქციას "ქართული წარწერით", ეგვიპტის პროდუქციისგან განსხვავებით, ექსპორტისას გარკვეულ ქვეყნებში, განბაჟების შეღავათიანი რეჟიმი აქვს. მაგრამ ასეთი სქემის რეალიზაციისთვის პატარა წარმოებაც კი საკმარისია მარკირებისთვის და, პრაქტიკულად, მზა პროდუქციის აწყობისთვის. ამ შემთხვევაში მილიარდობით ინვესტიციაზე ლაპარაკიც კი, გაუმართლებელია. გამოდის, რომ "უპრეცედენტო ინვესტიციები" _ მხოლოდ და მხოლოდ მორიგი პიარ-კამპანიაა, რომელშიც, უნდა ვაღიაროთ, ქართველ ხელისუფლებას ბადალი არ ჰყავს. ისმის კითხვა - რატომ პირდებიან ხელისუფალნი თანამოქალაქეებს შეუსრულებელ პროექტებს? პასუხი მარტივია - სოციალური დაძაბულობის და ხელისუფლების პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როგორც ჩანს, ძლიერნი ამა ქვეყნისანი მოსახლეობის უკმაყოფილების შემცირების სხვა გზას ვერ პოულობენ.




ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48