განბაჟება თუ გატყავება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : განბაჟება თუ გატყავება
ნანახია: 2945

თბილისში უამრავი სავაჭრო ცენტრი, მაღაზია და ბაზრობაა, სადაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს ტანსაცმლის შეძენა შეუძლიათ. ჩვენი, ქართული წარმოების მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ წარმოდგენილი ტანსაცმელი იმპორტულია. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი საქართველოში ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის. თურქეთიდან ტვირთები საქართველოში პირდაპირი გზით ხვდება, ხოლო ჩინეთიდან ტანსაცმელი ჯერ აზერბაიჯანში შედის, საიდანაც ქართველ იმპორტიორებს ჩვენს ქვეყანაში შემოაქვთ.
ერთი სიტყვით, ეს ტანსაცმლის იმპორტი და ვაჭრობა ბევრისთვის სერიოზული შემოსავლის წყაროა. ამ ქსელში სარგებელს არა მარტო მოვაჭრეები, არამედ ტვირთების გადამზიდი კომპანიებიც ნახულობენ.
"მოდით, იყიდეთ, სტამბულის ტანსაცმელია", - გვესმის მაღაზიებში და ბაზრობებზე... "შოპინგებზე", ალბათ, ყველანი დავდივართ და ხშირად შეგვინიშნავს, რომ ტანსაცმელი არ არის იმ სეზონის, რაც რეალურად გვაქვს. ამაზე ბევრი გვიწუწუნია და გამყიდველებისათვისაც ხშირად გვისაყვედურია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვაჭრები ხშირად არაფერ შუაში არიან და ამას იმაზე მეტად განიცდიან, ვიდრე ჩვენ.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ ხდება საქართველოში ტანსაცმლის ტრანსპორტირება და რა პროცედურების გავლა უწევთ იმპორტიორებს საბაჟოზე. როგორც აღმოჩნდა, არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც მოვაჭრეების მიერ აზერბაიჯანსა და თურქეთში შეძენილი ტანსაცმლის ტრანსპორტირებასთან ერთად, მის განბაჟებასაც საკუთარ თავზე იღებს. ამ კომპანიების საქმიანობაზე ჩვენ ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ, თუმცა ჯერ საბაჟო გამშვები პუნქტების მუშაობის შესახებ ტანსაცმლით მოვაჭრე ერთ-ერთი ქალბატონის ფრიად საყურადღებო კომენტარს შემოგთავაზებთ, - "ჩვენ ვიცით, რომ 700 ლარის ღირებულების პირადი ტანსაცმლის საზღვარზე გადმოტანა განუბაჟებლად შეიძლება, ხოლო თუ დიდი რაოდენობით საქონელი გაქვს (კომერციული მიზნით ნაყიდი) ადლიაში (სარფის საბაჟო პუნქტი) უნდა განაბაჟო. თუმცა მებაჟეები იმდენად უტაქტოდ გვექცევიან, რომ მათთან ურთიერთობას თავს ვარიდებთ. როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე გადავდივართ, იქაური მებაჟეები ჩვენს პირად ნივთებს არ ნახულობენ, ქართველები კი ყველაფერში ხელს ყოფენ. ორი ერთნაირი ტანსაცმლის გადმოტანის უფლებასაც კი არ გვაძლევენ და განბაჟებას გვაიძულებენ. იმის უფლებაც კი არ გვაქვს, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი წავიღო ან ჩემი ტყუპი შვილებისთვის ორი ერთნაირი საქონელი გადმოვიტანო ,” – ამბობს ნანა ჭკადუა, რომელი 15 წელია ვაგზლის ბაზრობაზე ტანსაცმლით ვაჭრობს.
მებაჟეებთან ურთიერთობის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციული პროცედურების გასამარტივებლად ქართველი იმპორტიორები სატრანზიტო კომპანიებთან ურთიერთობენ. ასეთი კომპანიები, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში შპს-ების სახით არიან დარეგისტრირებულები, ქართველ მოვაჭრეებს დაახლოებით ათამდე კომპანია ემსახურება, მათ "კარგოებს" ეძახიან. მარტივად თუ ავხსნით, ქართველი მოვაჭრე სტამბულში შეძენილ საქონელს "კარგოებს" იქვე აბარებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ "კარგოს" ეს საქონელი საზღვარზე გადმოაქვს და მფლობელებს თბილისში აბარებენ.
ეს ყველაფერი ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება - ვაჭრებმა მხოლოდ საკუთარი ბარგის ნომერი იციან, - ,,ჩვენ გვირჩევნია ამ კომპანიებს ჩავაბაროთ საქონელი. ჩვენით რომ წამოვიღოთ, უფრო ძვირი დაგვიჯდება: უნდა ვიქირაოთ მანქანა, ნავაჭრი ადლიაში გადმოვიტანოთ, ავიყვანოთ ბროკერი, რომელიც დეკლარაციას შეგვივსებს და ასე შემდეგ. ხშირად ისე ხდება, რომ განბაჟება იმავე დღესვე ვერ ესწრება, ამ შემთხვევაში, სასტუმროში უნდა დარჩე და შემდეგ ჩამოხვიდე თბილისში”, - აგვიხსნა მოვაჭრე მარინა კილასონიამ.
მიუხედავად იმისა, რომ "კარგოების" მომსახურება, ერთი შეხედვით, იმპორტიორებს საქონლის შემოტანას უადვილებს, უნდა ითქვას, რომ იმპორტიორებს მათთან ურთიერთობაშიც საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ტვირთი აგვიანებს, შედეგად შემოდგომის სეზონის ტანსაცმელი, მხოლოდ ზამთრის დასაწყისში ხვდება დახლებზე. ეს ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს უზარმაზარ პრობლემებს უქმნის - ,,ასეთი რამ ხშირად ხდება. ზაფხულში ,,ნუგო ტურიზმმა" თვენახევრის განმავლობაში არ ჩამოგვიტანა საქონელი. პრაქტიკულად, სეზონი ჩაგვივარდა, როცა ტანსაცმელი მივიღეთ, ზაფხული მთავრდებოდა. მერე ომი დაიწყო და ყველაფრის სახლში წაღება მოგვიხდა", - ამბობს ამ საქმიანობით დაკავებული კიდევ ერთი მოვაჭრე ელზა გუგულაშვილი.
"კარგოებთან" ურთიერთობაში კიდევ ერთი მოუწესრიგებელი საკითხი არსებობს - ვინაიდან ამ კომპანიებისა და იმპორტიორების ურთიერთობა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, ეს შეთანხმება არ იძლევა რისკების დაზღვევის საფუძველს. გარდა ამისა, ეს საწარმო საქმიანობის შემადგენელი ერთ-ერთი ჩვეულებრივი გარიგებაა, ვინაიდან შეთანხმება არ არის ოფიციალურად გაფორმებული, გადასახადებსაც არავინ იხდის. საქართველოში დარეგისტრირებულ შპს-ებს იმპორტიორები საკმაო თანხას უხდიან, თუმცა, საშემოსავლო 25 %-იან გადასახადის გადახდას არაფორმალური გარიგებები ვერავის დააკისრებს. ასევე საკმაოდ ბუნდოვნად ხდება ამ კომპანიების მიერ ტვირთის განბაჟება. ამის თქმის საფუძველს ის ფაქტი გვაძლევს, რომ მოვაჭრეებს განბაჟების საფასურს სხვადასხვა პრინციპით ახდევინებენ. თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობები უკიდურესად არის გამარტივებული, განბაჟების დროს საქონლის გამბაჟებელი მხოლოდ დღგ-ს საბაჟო ღირებულებას და საბაჟო მოსაკრებლის ჯამის 18 % იხდის. ეს გადასახადი საქონლის ღირებულების მიხედვით იანგარიშება, თუმცა, როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, თურქეთიდან ტვირთის შემოტანისას "კარგოებს" წონის მიხედვით უხდიან ფულს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, დღეისათვის ერთი კილოგრამი ტვირთის განბაჟება 4 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ ერთ-ერთი ფუთა, რომელიც ერთ-ერთი "კარგოს" მიერ იყო შემოტანილი, ფუთა არც კი იყო გახსნილი, ანუ მისი მხოლოდ აწონვა შეიძლება, მაგრამ ზუსტი ფასის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან შიგნით 5 დოლარიანი მაისურების გროვაა თუ 50 დოლარიანი შარვლები, ვერც ვერავინ დაადგენს.
ყველაფერი ეს მოვაჭრეებს საფუძველს აძლევს, რომ საბაჟოს წარმომადგენლებსა და სატრანზიტო კომპანიებს შორის გარკვეული გარიგებების შესახებ ეჭვი გამოთქვან. ,,იმასაც ამბობენ, რომ იმ "კარგოებს" უქმნიან პრობლემებს, რომლებსაც სადღაც წილები არ მიაქვთო”, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ნანა ჭკადუა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მხოლოდ იმპორტიორებისა და მოვაჭრეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოვიყვანეთ. ბუნებრივია, ვცადეთ "კარგოების" წარმომადგენლების კომენტარის მოპოვებაც, თუმცა გადამისამართებების გადაულახავ ლაბირინთში აღმოვჩნდით. მათი მისამართები და ტელეფონის ნომრები ბაზრობაზე მოგვცეს. ,,იკა ტურიზმის” ოფისში ინტერვიუს ჩასაწერად მისულებს, განგვიცხადეს, რომ ტვირთის გადმოტანასთან კავშირი არ აქვთ (ვაგზლის ბაზრობაზე მოვაჭრე მარინა კილასონია ამტკიცებს, რომ სწორედ ამ კომპანიამ დაუგვიანა მას ტვირთი), ,,ჩვენ მხოლოდ ბილეთებს ვჯავშნით და მხოლოდ მგზავრები (მათ შორის ვაჭრებიც) გადაგვყავს”, - გვითხრა "იკა ტურიზმის" ოფისში მყოფმა ქალბატონმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა. ისე კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ჰგავდა. ამის შემდეგ იმავე კომპანიაში, როგორც ტვირთის გადმოტანით დაინტერესებულებმა, ისე დავრეკეთ. ნაცნობმა ხმამ გვიპასუხა, რომ "იკა ტურიზმი" საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა და დეტალებზე შესათანხმებლად ოფისში დაგვიბარა.
ორთაჭალის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებული კიდევ ერთი "კარგოს", "მამუდოღლუს" ოფისში მისულ ჟურნალისტებს კი გვითხრეს, რომ უფროსი თურქეთშია წასული, არ იციან როდის დაბრუნდება და, შესაბამისად, კომენტარსაც ვერავინ გააკეთებდა. თუმცა, ჩვენ გამოვიყენეთ ნაცადი ხერხი და როგორც მომხმარებელმა, ისე მოვიპოვეთ ამ კომპანიის "უფროსობის" ტელეფონის ნომრები. როცა მათთან დაკავშირება ვცადეთ და ავუხსენით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, არც ერთი აღმოჩნდა პასუხისმგებელი პირი (ზოგი მუშების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ზოგიც მუშა, ზოგმა უბრალოდ ტელეფონი გაგვითიშა...), შესაბამისად, მათი კომენტარიც ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, ვთვლით, რომ "კარგოების" წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვებისთვის ჩვენი ასეთი წარუმატებელი მცდელობა, უკვე საკმაოდ მრავლისმთქმელი ინფორმაციაა.
ჩვენ "კარგოების" შესახებ ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტიდან მოვითხოვეთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ამ ინფორმაციის მისაღებად ისეთი პროცედურები უნდა გაგვევლო, რომ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად დაახლოებით 20 დღიანი ლოდინი მოგვიხდებოდა.
სანამ ჩვენ, ჟურნალისტები და თვითონ "კარგოები" იმას ვიკვლევთ, ვინ არის მათი უფროსი ან საერთოდ რას აკეთებენ, მოვაჭრეებს უკვე ბანკების სესხების დაფარვის ვადა დაუდგათ და ზაფხულის სეზონის ტანსაცმლის რეალიზაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ამ სესხებს ვერ დაფარავს. ამასობაში ქართული ბანკების "შავ სიაში" უკვე 115 000 ურჩი გადამხდელია.



სალომე ცეცხლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48