ნავთობი მსოფლიოში იაფდება, საქართველოში არა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ნავთობი მსოფლიოში იაფდება, საქართველოში არა
ნანახია: 1027

ბოლო ორი კვირაა ნავთობის ფასის გარშემო საკმაო აჟიოტაჟია. საქმე ისაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 70 დოლარიდან 58 დოლარამდე დაეცა, თუმცა ეს ქართულ ბაზარზე არ ასახულა. არსებობს აზრი, რომ საქართველოში მოქმედი ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საწვავზე მონოპოლიურ ფასებს აწესებენ და მსოფლიო ბაზარზე მომხდარი ცვლილებები მასზე არ მოქმედებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, 18 ივლისს, "საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა " საქართველოში მოღვაწე ორი უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიის "ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმის" და "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც განმარტეს ის მიზეზები, თუ რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი.
ვანო მთვრალაშვილი, `ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე~
PLATT”S EUROPEAN MARKETSCAN, FOB MED (ITALY)- - ის მიხედვით, საერთაშორისო ფასები ბენზინზე ერთი თვის წინ ტონაზე საშუალოდ 680-700 დოლარს შეადგენდა, ხოლო ორი კვირის წინ – 660-640 დოლარს/ტონაზე.
დღეისთვის საქართველოს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში სარეალიზაციოდ არის ბენზინის საწვავის ის პარტიები, რომლების შეძენილია მინიმუმ 30 დღის წინ, დაახლოებით 700 დოლარის ოდენობით ტონაზე. (კომპანიებს მუდმივად გააჩნიათ გარდამავალი ნაშთი, რომელიც ზოგადად მისი მოხმარების თვენახევრის მარაგების ტოლფასია). საერთაშორისო ფასს შემდგომში აქციზის (ბენზინზე ფიქსირებული 250 ლარი, ანუ 152 დოლარი), დღგ-ს, ტრანსპორტირების გადასახადები და სხვა ხარჯები ემატება, რომლებიც კომპანიებს გააჩნიათ. ამ დანახარჯების შეკრებით ვღებულობთ საწვავის თვითღირებულებას, სადაც არ შედის მოგების და შემდგომი სხვა დანახარჯები. ზემოაღნიშნულ ფასად 1 ლიტრი A-95 ბენზინის თვითღირებულება დაახლოებით გამოდის 0.78 ცენტი, ანუ 1.29 ლარი. ამ თვითღირებულებას შემდგომში ემატება საბითუმო და საცალო დანამატი და დღეს აღნიშნული ბენზინის საწვავი საცალო ქსელში იყიდება 1.35-1.40 ლარის ფარგლებში. ანუ, კომპანიების მოგება 1 ლიტრზე 10 თეთრ შეადგენს. ეს ძალიან ცოტაა. შესაბამისად, A-95 A-98 ტიპის ბენზინი უფრო ძვირია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასები მსოფლიოში წლის დასაწყისიდან გაზრდილია 360-დან 580 დოლარამდე (14 ივლისის მონაცემებით), ანუ 70-80%-ით, მაშინ როცა საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასი გაზრდილია 35-40%-ით. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენთან ფასის ადეკვატური ზრდა არ მომხდარა. საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასმა 3 თვის განმავლობაში დროის გარკვეული ინტერვალებით 5-თეთრიანი ოდენობით მოიმატა. ჯამში ბენზინის ფასი გაზრდილია 35-40 თეთრით ლიტრაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტი იყო ერთადერთი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ფასის სერიოზული, თითქმის 100%-იანი ვარდნა. აღსანიშნევია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მოხდა ლარის დევალვაცია, შესაბამისად, მისი თვითღირებულება იანგარიშება დოლარებში, რომელიც შემდეგ ლარებში გადაიყვანება. რომ არა ლარის გაუფასურება, საწვავის ფასი ნაკლები იქნებოდა, დაახლოებით 15-20 თეთრით/ლიტრზე. Aამიტომ ფასის გასული წლის შესაბამის პერიოდებთან შედარება არ იქნება მიზანშეწონილი.
რაც შეეხება ბოლო 10 დღის მანძილზე ნავთობზე მსოფლიო ფასის დაცემას, რომლის გარშემოც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვან წილად სწორედ ამ 10 დღეში შემცირდა (646-დან 567 დოლარამდე/ტონაზე). დროის ასეთ მცირე მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელია საწვავის დატვირთვა და ევროპიდან საქართველოში ტრანსპორტირება, რადგან ამას სჭირდება გარკვეული დრო ( ევროპიდან 25 დღე, აზერბაიჯანიდან 10 დღე). თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროდუქცია საცალო ბაზარზე მხოლოდ 1-1.5 თვის შემდეგ ხვდება იმის გათვალისწინებით, რომ ფასები დინამიკაში ასე უნდა შენარჩუნდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასი 60-დან 65 დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება კონკურენციას, უნდა ითქვას, რომ თითქმის ბოლო 3-4 თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კომპანიაში საწვავზე განსხვავებული ფასებია. კომპანიებს შორის არის კონკურენცია, რის შედეგადაც მათ მინიმუმამდე აქვთ შემცირებული მოგების მარჟები, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში. ეს კი, დამერწმუნეთ, ნამდვილად ცოტაა, რადგან კომპანიებს აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები (მათ შორის საბანკო), ახორციელებენ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, აუმჯობესებენ გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას, დასაქმებული ჰყავთ ხალხი, ახორციელებენ ინვესტიციებს, რასაც საკმაო თანხა სჭირდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა ბიზნეს-სექტორებში, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოგების მარჟები 40-50%-ზე მეტია."
ნავთობზე ფასების ცვალებადობასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს კომპანია "ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე, - "ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ბაზარზე ვმუშაობთ, საკმაოდ ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. გვაქვს ავტოგასამართი სადგურების ფართო ქსელი და ვართ სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია. ეს კი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი შემოსავალი მიიღო და ნაწილი უწილადო ერთ ან ორ ადამიანს. სოციარული პასუხისმგებლობა ბევრ რამეს მოიცავს, ერთ-ერთი კომპონენტი ამ საქმიანობაში არის სწორედ ფასები, რომელიც არსებობს ავტოგასამართ სადგურებზე. დაბალი ფასების დაწესება ჩვენს ინტერესებშიც შედის, რადგან ამ დროს ქვეყანაში უფრო მეტი საწვავი იყიდება, თანაც როდესაც ნავთობპროდუქტზე დაბალი ფასებია, საბრუნავი სახსრები გაცილებით ნაკლბი გვჭირდება.
სტაბილურობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სტაბილურობის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია თავისი ფულადი ნაკადების მოძრაობა აკონტროლოს, მისი პროგნოზირება გააკეთოს და შესაბამისად, ააგოს თავისი საქმიანობა და გეგმები. არ არსებობს მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე რაიმე სახის საქონელი, რომლის ფასიც ისეთი არასტაბილურობით ხასიათდება, როგორც ნავთობის და ნავთობპროდუქტების. ის, რომ პატარა, არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებში საწვავი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან, არაა გასაკვირი. მათ, ვისაც მილიონები არ ჩაუდიათ თავიანთი ბრენდის იმიჯის ფორმირებაში და იმ კომპანიას, რომელსაც 70 ავტოგასამართი სადგური აქვს და მილიონებს ხარჯავს, როგორც საინვესტიციო საქმიანობაში, ისე ბრენდის ფორმირებასა და დამკვიდრებაში, ერთნაირი ფასები ვერ ექნებათ. მსოფლიოში კომპანიების 50%-ს თავისი პროდუქტი იმიტომ ეყიდება, რომ მას აქვს ბრენდი, ამიტომ `ვისოლს~ და სხვა დიდ კომპანიებს რომლებიც საქართველოში არიან, აქვთ უფლება უფრო მაღალი ფასი ჰქონდეთ, ვიდრე არაბრენდულ კომპანიებს. მათ მომსახურების კულტურაც უფრო მაღალი აქვთ და პროდუქტის ხარისხიც. გარდა ამისა, ჩვენი ხარჯების სტრუქტურაც აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ადამიანის ხარჯებისგან, ვინც ერთი ავტოგასამართი სადგური ააშენა. ბუნებრივია, ფასი ამაზეცაა დამოკიდებული.
ვიცით, ხალხში არსებობს აზრი, რომ ქართული კომპანიები თანხმდებიან და ერთად აწესებენ მაღალ ფასს. საქართველოში მაღალი კონკურენტული გარემოა. იმ ოთხი დიდი კომპანიის გარდა, რომლებიც აქ ფუნქციონირებენ, ქართული ბაზრის 35% არაბრენდულ კომპანიებს უკავიათ, ასეთ გარემოში შეუძლებელია რაიმე სახის ხრიკების განხორციელება. არ შეიძლება ამდენი ადამიანი დაჯდეს და ერთ რამეზე შეთანხმდეს. ის, რომ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე ფასები მეტ-ნაკლებად ერთნაირია, არაა გასაკვირი, ვინაიდან საბაზისო მაჩვენებელი ერთია.
რაც შეეხება ბოლო ათი დღის მანძილზე ფასების ვარდნასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას, ფასი 70 დოლარიდან 58 დოლარამდე დაეცა. შემდგომ, 3 დღეში 65 დოლარამდე მოიმატა, ორიოდ დღეში ფასი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ფასის ასეთი მცირე ცვლილება 10 დღეში ერთხელ მაინც ხდება, რადგან ეს სფერო არასტაბილურია. ჩვენ რა ვქნათ, რამდენჯერაც ფასი გაიზრდება და შემცირდება, იმდენჯერ გამოვიდეთ და თავი ვიმართლოთ? ამიტომ მოსახლეობას ფასის მარტივ ფორმულირებას ვთავაზობთ."
თუ ნავთობის შეძენას და ტრანსპორტირებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება და ახლა გაყიდვაში ის საწვავია, რომელიც ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა ერთი თვის წინ ძვირად შეიძინეს და აქედან გამომდინარე, ფასსაც ვერ დააკლებენ, მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზრდება, ეს მყისიერად აისახება ქართულ ბაზარზე, ხოლო თუ შემცირდება არა?!
ორი კვალიფიციური ექსპერტის მსჯელობაში ძნელია ნაკლის აღმოჩენა. ყველაფერი ლოიგიკური და სწორია. თუმცა, ექსპერტებსა და საზოგადოებაში არსებობს ეჭვი და, როგორც ამბობენ, საკმაოდ საფუძვლიანი, რომ ევროპული საწვავი სულაც არ არის ევროპული. სხვადასხვა მარკის საწვავებს შორის ხშირად განსხვავებაც კი არ არის, მათ შორის ოქტანობის მხრივ. სულაც დღევანდელი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი აზერბაიჯანული იმპორტითაა გაჯერებული, რომელიც ევროპული ხარისხისგან შორს დგას, თუმცა, ამასთან დაკავშირებული მანიპულაციებით ხელისუფლებასთან დაკავშირებული კლანები დიდ ფულს შოულობენ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48