ცოცხალია თუ არა ბენდუქიძის იდეები, ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ცოცხალია თუ არა ბენდუქიძის იდეები, ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს
ნანახია: 1023

ბოლო წლების საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი ორიენტირი ინვესტიციების მოზიდვაა. ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადება და აქ წარმოების განვითარება, უცხოელების ინტერესში მხოლოდ ალტრუისტული განწყობებით ვერ იქნება განპირობებული. ამ ეტაპზე ინვესტორებისთვის საქართველოს მთავარი ხიბლი ვერ იქნება რეალურად არსებული ბიზნესგარემო, საქართველოში არ არის სტაბილური პოლიტიკური გარემოც, საგადასახადო სისტემა ჯერჯერობით არამდგრადი და ბუნდოვანია, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების ბიზნესისადმი დამოკიდებულება კრიტიკას ვერ უძლებს, შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობა იმდენად კაბალურია, რომ პოტენციურ დამსაქმებელს მუდმივად უნდა ჰქონდეს გაფიცვებისა და მსგავსი გამოსვლების შიში. ამ ფონზე, ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის დაწყების ერთადერთ ინტერესად შეიძლება ქართული პროდუქტის ბაზარი მოვიაზროთ. იგულისხმება მოქმედი სავაჭრო პრეფერენციები ევროკავშირის ქვეყნებთან. თუ ქართული პროდუქცია ხარისხითა და სხვა მახასიათებლებით ევროპის ბაზრისთვის მისაღები იქნება, მოქმედი GSP+ -ის სისტემით, ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის გარკვეული ჩამონათვალი ნულოვანი დაბეგვრით შევა. ბოლო დროს საუბარი მიდის საქართველოსთვის უფრო მეტი შეღავათების მიცემაზე. თუმცა, საუბარი საუბრად რჩება და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოება ვერ ხედავს.
სამე ისაა, რომ სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების შემთხვევაში, საქართველომ რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა დააკმაყოფილოს. ევროკავშირის ქვეყნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქონლის ხარისხს. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციები კონკურენციის, სურსათის უვნებლობის და სტატისტიკის შესახებ კანონების ამოქმედებას ეხება. "შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია ქართული და ევროპული ინსტიტუტების დაახლოვება, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მუშაობა ნაყოფიერი იქნება", - დასძენს დარჩიაშვილი.
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ევროკავშირისგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მივიღოთ, სასწრაფოდ უნდა დაჩქარდეს ის რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის აუცილებელია ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობა, ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახური, საავტორო უფლებების დაცვის და ხარისხის მაკონტროლებელი სისტემების ქონა.
როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე, რომელიც ადრე არსებული სამსახურისაგან თვისობრივად განსხვავებული იქნება, მუშაობა სასურველია, რომ მალე დაიწყოს. `მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რადგან გვაძლევს დამატებით უზარმაზარ ბაზარს. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ევროპაში ქართული პროდუქციის ექსპორტი მოხდება, ჩვენი მოსახლეობა დასაქმდება~, - განაცხადა ჟვანიამ. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ რეფორმების იმ სპექტრის განხორციელება, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას შეუწყობს ხელს, სულ მალე დაიწყება.
კონკურენციის შესახებ კანონის არსებობას აუცილებლად მიიჩნევს საინვესტიციო კომპანია "ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ნიკო ლეკიშვილი. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროებში მონოპოლიები მომრავლდა და მათ შორის არის გადაზიდვების, ნავთობპროდუქტების და რეკლამის სფერო. "კონკურენციის შესახებ კანონი აუცილებელია. ის ბიზნეს-გარემოს გააუმჯობესებს", –დასძენს ლეკიშვილი.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბრისას კი ლეკიშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის გაფორმება ანალიზის საფუძველზე უნდა მოხდეს. ის მიიჩნევს, რომ თურქეთთან გაფორმებულმა ანალოგიურმა ხელშეკრულებამ, ქართული სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. `დაბალი ფასიდან გამომდინარე, თურქული პროდუქცია ქართულ ხილს დიდ კონკურენციას უწევს და ამის გამო ქართული ხილი ბაზრიდან საერთოდ გაქრა~, - აცხადებს ლეკიშვილი.
როგორც ჩანს, მთავრობა გამოდის ბენდუქიძის ეიფორიული იდეების გავლენიდან. შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიური რეგულირების გაუქმება სწორედ იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივა გახლდათ. ულტრალიბერალიზმის საფარქვეშ მიღებული გადაწყვეტილება იმ არგუმენტით აიხსნა, რომ ბიზნესს ზედმეტი რეგულირება არ სჭირდება და ბაზარი თავად დაარეგულირებს ყველაფერს. ნებსით თუ უნებლიედ, ამ რეფორმამ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა და ქართული ბაზრის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სეგმენტში მონოპოლიური მდგომარეობის აქტორები დაფუძნდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისეთი მონოპოლისტების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სახელისუფლებო ძალებს ღიად თუ ფარულად აფინანსებენ, უფრო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უნდა მოხდეს. გავიხსენოთ ისიც, რომ ბატონ ჟვანიას ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენასთან დაკავშირებით ინიციატივები მინისტრობის პირველივე დღეებშიც ჰქონდა, თუმცა, ის სწორედ უფრო მაღალი ტრიბუნიდან გააჩუმეს, როდესაც, პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არ აღდგება.


ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48