ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა "ავერსმა" და "პსპმ" დატოვეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (122)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა "ავერსმა" და "პსპმ" დატოვეს
ნანახია: 1030

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამას რამდენიმე საინვესტიციო და ფარმაცევტული კომპანია ჩამოშორდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამიდან ფარმაცევტული კომპანიები "ავერსი" და "პსპ", ასევე მისი შვილობილი კომპანია "ნიუ ჰოსპიტალი", საინვესტიციო კომპანია "ევორდ კაპიტალი" და სამშენებლო კომპანია "ახალი სტილი" გამოვიდა. ინფორმაცია, "ავერსის" მიერ პროგრამის დატოვების შესახებ, აქამდეც არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების პროგრამიდან გასვლის შემდეგ, გეგმის მთავარი მოთამაშე ბუნდოვანი წარმომავლობის მქონე ქართულ-ჩეხური კომპანია "ბლოკ-ჯორჯია" გახდა.
პრეზიდენტის განკარგულებით, #1,2,3,4,9,10,11,12 და 13 ლოტებით გათვალისწინებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა ქართულ-ჩეხურ "ბლოკ-ჯორჯიას", "ბლოკ-ინვესტს" და "მედი მექსს" გადაეცა. ამასთან, #14 ლოტში "ბლოკ-ჯორჯიას" და "ბლოკ-ინვესტთან" ერთად პროგრამაში "პატრიკა მედიც" ჩაერთვება.
როგორც გაირკვა, პროგრამიდან გასული კომპანიების ნაცვლად ჰოსპიტალური განვითარების გეგმაში ებრაული "ინფო ტექნოლოჯი" და თურქული SILA ჩაერთვებიან. ებრაელები 93 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ და 23 ქალაქში საავადმყოფოებს ააშენებენ, ხოლო თურქი ბიზნესმენები ამ სექტორში 200 მილიონი დოლარის დაბანდებას მოახდენენ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკების გასხვისება ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელიც 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებდა. პროგრამის მიზანი იყო, თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პირდაპირი მიყიდვის წესით კერძო მფლობელობაში გადაცემა. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში, 2008-2011 წლებში, 100 ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს, რომელშიც 7800 საწოლი იქნება და აქედან 4400 თბილისზეა გათვლილი.
ხელისუფლებამ თითქმის ყველა კლინიკური დაწესებულება გაყიდა და მათი 80 პროცენტის მფლობელი სამი კომპანია "პსპ", "ავერსი" და "ბლოკ ჯორჯია" გახდა. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ მრავალმილიონიანი დაწესებულებები 1000 დოლარად გაიყიდა და ქართულ მედიცინაში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
პროგრამის მიხედვით, 2011 წელს საქართველო 100 ახალი მრავალპროფილური და თანაც ევროსტანდარტის საავადმყოფოთი უნდა შეხვდეს, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ეს გეგმა ვერ შესრულდება. საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ასი საავადმყოფო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ეს ციფრი კონკრეტული გეოგრაფიული გათვლების შედეგად მიიღეს.
რეფორმის პროცესში რომ პრობლემებია და იგი დათქმულ დროს ვერ დასრულდება, ამის შესახებ უკვე პროგრამის ავტორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეც მიანიშნებს. "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა იმ ფორმით, როგორც ჩაფიქრებული იყო, ვერ განხორციელდება, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანამ ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ საჭირო შედეგამდე მაინც მივალთ. ეს უბრალოდ შედარებით გვიან იქნება".
რაც შეეხება კომპანია "ბლოკ ჯორჯიას", იგი აქამდე პრივატიზებული საავადმყოფოების მნიშვნელოვან წილს ფლობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის უკან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ლადო ჭიპაშვილი დგას. ამ კომპანიას საქართველოში 25 საავადმყოფო უნდა აეშენებინა, აქედან სამი 2008 წელს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, არათუ ევროსტანდარტები, სამივე დაწესებულებამ ის პირობებიც დაკარგა, რაც აქამდე გააჩნდა. ახალმა მეპატრონემ მომსახურების ფასები, მომსახურების ხარისხის საგრძნობი გაუარესების ხარჯზე გაზარდა. შედეგად, პაციენტთა მიმართვიანობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც საავადმყოფოებს ფინანსური პრობლემები შეუქმნა.
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, რა ზარზეიმით გახსნა ხელისუფლებამ ქუთაისში ახალი სამედიცინო ცენტრი, რომლის მშენებლობა და აღჭურვა სახელმწიფოს 40 მლნ. დოლარი დაუჯდა. 8 თვის შემდგე კი, ჭიპაშვილის მინისტრობის დროს, ხელისუფლებამ აღნიშნული ობიექტი 1000 დოლარად გაყიდა და მისი მფლობელი კომპანია "ბლოკ ჯორჯია" გახდა. ამის სანაცვლოდ კომპანია ვალდებულია წყალტუბოში ახალი საავადმყოფო ააშენოს, რომელიც 7 წლის შემდეგ, მისსავე საკუთრებაში გადავა.
კიდევ ერთი დეტალი - რეფორმის თანახმად, ინვესტორი, რომელიც საავადმყოფოს ააშენებს, ვალდებულია მას პროფილი მხოლოდ შვიდი წლის განმავლობაში არ შეუცვალოს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი, თუ მისთვის ეს ბიზნესი რენტაბელური არ იქნება, უფლება ეძლევა შენობა სხვა საქმიანობისთვის გამოიყენოს.

შოთა ბუჩუკური





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48