"რკინიგზის ტელეკომი" კი მალე გასხვისდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (122)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "რკინიგზის ტელეკომი" კი მალე გასხვისდება
ნანახია: 1063

"საქართველოს რკინიგზის" გაყიდვასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა უკვე დიდი ხანია გრძელდება. დღეისათვის ოფიციალურად რკინიგზა არა, მაგრამ "საქართველოს რკინიგზის ტელეკომი" მალე გაიყიდება. ისე არც რკინიგზის გაყიდვის პერსპექტივაა შორეული, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რკინიგზის გაყიდვაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მერე რა, თუ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი გაიყიდება, მთავარია, მან იმუშაოს, დღეს კი ნახეთ, რა მდგომარეობაშია ვაგონები, ლიანდაგები, მოთქვამს პეტრე ცისკარიშვილი, განა ცუდია, რომ ინვესტორმა მას მოუაროს. ასე არ ამბობს, მაგრამ იგულისხმება - თუნდაც რუსმა ინვესტორმა. უცნაურია, მაგრამ ასეა!
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დებატებში, რომელიც პარლამენტში გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ზუსტად ასე განაცხადა: "რა არის იმაში ცუდი, რომ რკინიგზა გაიყიდოს? თუ გამოჩნდება ადამიანი ან კომპანია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში ინვესტიციას ჩადებს, ჩვენს რკინიგზას განაახლებს, ჩიხების, ვაგონების, ლიანდაგების განახლებას მოახდენს, ამაში ცუდი რაა? ძალიან პოპულისტურია და ერთი შეხედვით დრამატიზებული ოპოზიციის მხრიდან, "ვაიმე ჩვენი რკინიგზა იყიდებაო". გაიძახით რუსეთი, რუსეთი, მაგრამ აქ რუსეთზე საუბარი არანაირად არაა. ჯერ რკინიგზის გაყიდვის პროცესი არც იგეგმება, მაგრამ თუ ინვესტორი იქნება, რომელიც მთელ ამ სისტემას გააუმჯობესებს და მოდერნიზაციას მოახდენს, ეს კარგი იქნება. რისთვის გვჭირდება რკინიგზა? რომ გადაადგილდეს ტვირთი და ადამიანი. თუ მომსახურება უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდება, ამაში რამე ცუდი არის?"
რახან ამაში ცუდი არაფერია, ეს იმას ნიშნავს, რომ რკინიგზაც მალე გაიყიდება. "რკინიგზის ტელეკომის" გასაყიდად კი კონკურსი აგვისტოს შუა რიცხვებში გამოცხადდება.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ამ საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზას" დაუკავშირდა. "რკინიგზის" ხელმძღვანელობის განცხადებით "საქართველოს რკინიგზა" არ იყიდება. "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვასთან დაკავშირებით კი მათ ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართეს, რადგან ეს ორი სხვადასხვა კომპანიაა.
"საქართველოს რკინიგზის ტელეკომის" დირექტორი გიგლა გოტოშია აცხადებს: "რკინიგზის ტელეკომი" კონკურსის შედეგად გაიყიდება, კონკურსის გამოცხადება კი აგვისტოში იქნება დანიშნული. კონკურსში, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში დაინიშნება, მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. დგინდება, თუ რაა საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და რამდენად შეფასდება ობიექტი. აუდიტი მუშაობს, რომ საერთაშორისო აუდიტორიული დასკვნა გააკეთოს. მე არ ვიცი არაფერი იმის შესახებ, თუ "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვას რკინიგზის გაყიდვა მოყვება. "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვის შემდეგ ფულს "რკინიგზა" აიღებს, რადგან მისი არაპროფილური კომპანია გაიყიდება. ვინც იყიდის, ის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ეს კომპანია განავითაროს. ნებისმიერი წარმატებული კომპანია ქვეყნისთვის სიკეთეა. რკინიგზის თანამშრომლებს გათავისუფლება არ ემუქრებათ, თანამშრომლები კი ამ გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან და დადებითად უყურებენ. ამ კომპანიას აქტივები აქვს, ვინც "რკინიგზის ტელეკომს" შეისყიდის, პროფილური საქმიანობა უნდა გააგრძელოს. მყიდველი უნდა იყოს ძლიერი და რაც შეიძლება დიდი ფული გადაიხადოს, ასევე ინვესტიციები განახორციელოს. მე პირობებს ვერ წავუყენებ მყიდველს, რადგან მფლობელი რკინიგზაა, მე მისი დირექტორი ვარ და რკინიგზამ უნდა გიპასუხოთ ამ კითხვებზე, თუ რა მოთხოვნები აქვს დაინტერესებული კომპანიის მიმართ."

"რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვასთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი ასსეტ მოსაზრებას გამოთქვამს: "არ მგონია, "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვამ, რკინიგზის გაყიდვის საფუძველი შექმნას. ეს ორი სხვადასსხვა პროფილის ორგანიზაციაა. "რკინიგზის ტელეკომი" რკინიგზის გასწვრივ ჩადებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს წარმოადგენს. მე მაინც ვწუხვარ, რომ "რკინიგზის ტელეკომი" იყიდება. კარგი მენეჯმენტის პირობებში რკინიგზას შეეძლო, რომ "ტელეკომი" მომგებიანი ყოფილიყო და კარგი შემოსავლები მიეღო. თუმცა გაყიდვებში მე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა "რკინიგზამ" გაყიდვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიტოვოს გარკვეული საკუთარი უფლებები უსაფრთხოების და საინფორმაციო წყაროს, ერთიანი ქსელის უზრუნველყოფის მიზნით. მე "ტელეკომის" გაყიდვით, "რკინიგზის" გაყიდვის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ~.
ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ "რკინიგზის" გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებულია და ამ ობიექტის ყიდვით რუსეთია დაინტერესებული. პოლოტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ "რკინიგზა" უკვე გაყიდულა და ამ სიმართლეს ფარდა მალე აეხდება: `ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ "საქართველოს რკინიგზის" რუსეთის მხარე გაყიდული იყო იგივე ორგანიზაციაზე, ვინც სომხეთის რკინიგზა იყიდა. ეს ინფორმაცია კახა თარგამაძემ მოგვაწოდა. ითქვა, რომ გარიგება უკვე შემდგარია, თუმცა ქვეყანაში შექმნილი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებას არ აწყობს ეს ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. ამიტომ ფორმალურადაა შემდგარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. პირადად მე და ჩემი მეგობრები დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლება ძალიან თავისუფლად გაყიდის რკინიგზას, მითუმეტეს ახლა, როცა მათ ფინანსური პრობლემები შეექმნათ. რკინიგზასთან დაკავშირებით ადრეც გავრცელდა ინფორმაცია. მაშინ პატარკაციშვილს `იმედის~ სანაცვლოდ რკინიგზა შესთავაზეს. მაშინ ეს გარიგება, უბრალოდ, არ შედგა. ასე რომ, ამჟამად, სავარაუდოა, რომ რკინიგზის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს სავსებით შეესაბამება. რკინიგზის დეპარტამენტი აცხადებს, რომ "რკინიგზის ტელეკომი" სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. "საქართველოს რკინიგზაში" მომუშავე ადამიანები აცხადებენ, რომ "ტელეკომს" რკინიგზის მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. "ტელეკომი" რკინიგზის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, ვნახოთ, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ, ვფიქრობ, მალე ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ სიმართლეს ფარდა ახადოს. ჩვენ კი მოწმენი გავხდებით, რომ "საქართველოს რკინიგზა" მართლაც გაყიდულია. თანამშრომლებისგანაც მაქვს ინფორმაცია, რომ იმ დელეგაციასთან შეხვედრა იყო, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მაშინაც საუბარი რკინიგზის გაყიდვას შეეხებოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლება, რომელიც მზად იყო, რომ გაზსადენს და ნავთობსადენს შელეოდა, ის, ბუნებრივია, რკინიგზას ადვილად შეელევა. მათმა მთავარმა იდეოლოგმა ეკონომიკურ საკითხებში, კახა ბენდუქიძემ განაცხადა კიდეც, რომ სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს. ამიტომ ხელისუფლებისთვის რკინიგზა სტრატეგიული ობიექტი არის. საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი გაყიდვის პროცესშია ან გაყიდულია, სამწუხაროდ, მათ რიცხვს უახლოეს მომავალში შეიძლება რკინიგზაც დაემატოს".

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48