ნანახია: 575
"საქართველოს ბანკმა" წარჩინებისათვის "ევრომანის" ჯილდო ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" მიიღო. "ევრომანი", წამყვანი ჟურნალი გლობალური კაპიტალის ბაზრების შესახებ, მსოფლიოს 110 ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ნომინაციაში "ჯილდო წარჩინებისათვის" გამარჯვებულთა სიას აქვეყნებს. "საქართველოს ბანკმა" ეს პრესტიჟული ჯილდო მისი მიღწევების დასტურად უკვე მეხუთედ მიიღო. "საქართველოს ბანკი" ამ ნომინაციაში გამარჯვებული 2005, 2006, 2007 და 2008 წელს გახდა.
|