მცირე მეწარმეობა მთავრობისათვის პრიორიტეტად უნდა იქცეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (122)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მცირე მეწარმეობა მთავრობისათვის პრიორიტეტად უნდა იქცეს
ნანახია: 698

ბევრი ელოდა, რომ მთავრობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ქმედებები იქნებოდა ჩადებული, მაგრამ ამაოდ. მთავრობა ისევ და ისევ იმ კომპანიებსა და სფეროებს ეხმარება, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელი იყო ჩამოკიდებული და რომელთა პრობლემებმა საქართველოს ეკონომიკაში კრიზისი გამოიწვია. 2004 წლიდან დაწყებული, როდესაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური ვექტორი ლიბერალიზმისაკენ გადაიხარა, ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა უარი თქვა ბიზნესის დეფინიცირებაზე და მცირე და საშუალო მეწარმეობა მსხვილ ბიზნესთან პირისპირ დატოვა, რის შედეგადაც ქვეყანაში მცირე მეწარმეებს მსხვილ ბიზნესთან კონკურენცია გაუჭირდათ და ერთმანეთის მიყოლებით განაგრძობენ გაკოტრებას. ამან კი პირდაპირი ზეგავლენა იქონია ქვეყანაში უმუშევრობის გაზრდაზე.
აქედან გამომდინარე, საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება ეკონომიკის პრიორიტეტებს შეცვლიდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ უყურადღებოდაა მიტოვებული.
საქართველოში მცირე ბიზნესის მდგომარეობასა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე გაზეთი B&F არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობის" მენეჯერს კახა კოხრეიძეს ესაუბრა.
- რა მიმართულებით მუშაობს და რას წარმოადგენს თქვენი ორგანიზაცია?
- ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობა" სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც პირველ რიგში სამოქალაქო კოდექსში სოლიდარობას გულისხმობს. ჩვენი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები და სოციალური თემატიკაა. ჩვენი ორგანიზაცია საკანონმდებლო თუ სახელმწიფო ორგანოებს, ასევე საზოგადოებას ვთავაზობთ იმას, რისი გაკეთებაც ალტერნატიულია, ანუ ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა. ასევე ჩვენთვის მთავარი ორიენტირი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.
- საკანონმდებლო დონეზე თუ განსხვავდება ბიზნესის და მცირე ბიზნესის დაბეგვრა, რაიმე ნორმა თუ არსებობს, რომელიც თუნდაც ნომინალურად განსაზღვრავს მცირე საწარმოს სტატუსს, ბრუნვის მოცულობას და დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობას?
- საგადასახადო კოდექსში ერთი ნორმა არსებობს, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის საკითხს არეგულირებს. ანუ ასი ათას ლარამდე ვისაც წლიურად ბრუნვა აქვს, ისინი დამატებითი ღირებულების გადასახადს არ იხდიან. ეს საინვესტიციო სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონშია ნათქვამი, თუმცა ეს კანონში ფიქტიურადაა ჩაწერილი და არავითარი ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გააზრებული ნაწილი არ არის. აქედან გამომდინარე, მისი არსებობა ფიქტიურად შედეგს არ იძლევა. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი შინაარსი დღემდე ზუსტად იმ ძირითადი მიმართულებების არქონა იყო. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადამიანთა დასაქმებისკენ, სამუშაო ადგილების შექმნისკენ, ბიზნესის განვითარებისკენ, ბიზნესის მხარდაჭერისკენ და შესაბამისი გარემოს შექმნისკენ ორიენტირებული იყოს. მცირე ბიზნესს ძალიან დიდი ფუნქცია და მნიშვნელობა ენიჭება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით და ჩვენთვის ეს არის პოლიტიკის ნაწილი.
- რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა და მთავრობამ უახლოეს პერიოდში მცირე მეწარმეობის სტიმულირებისთვის?
- დღეს ყველაზე მთავარი ორიენტირი ქვეყნის ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკისთვის და ბიზნესის მხარდაჭერა, გარემოს გაუმჯობესება და ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა უნდა იყოს. ვინაიდან დღეისთვის ამ მხრივ ძალიან ცუდი გარემოება და სერიოზული კრიზისია. ბუნებრივია, საჭიროა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც დღეს მთავრობა დგამს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბანკების და სამშენებლო სფეროს მხარდამჭერი ღონისძიებაა. ჩემი აზრით, დღეს დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაა მთავარი. ეს კი მხოლოდ მცირე ბიზნესის მხარდაჭერითაა შესაძლებელი. მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მთავრობის ზოგიერთ წევრს განსხვავებული ხედვები აქვს და შეიძლება კარგად ვერ ხედავენ მცირე ბიზნესის მნიშვნელობას როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თავლსაზრისით. არადა ამ მხრივ ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა აუცილებელია. ჩვენ პატარ-პატარა ნაბიჯებით კი არ უნდა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა, არამედ ფუნდამენტური ძვრებით და გარდატეხით უნდა დავეხმაროთ მცირე ბიზნესს. უნდა შევხედოთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია და ამ ინტერესებიდან გამოვიდეთ. ასე მცირე მეწარმეობის შესახებ ყველანაირი კითხვა მოიხსნება და ის ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტი გახდება.
ჩვენ გვქონდა შეხვედრები ფინანსთა მინისტრთან. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ შეიქმნება საბჭო მცირე ბიზნესთან დაკავშირებით, სადაც მოხდება კანონპროექტის და პრობლემების განხილვა ამ სფეროს გარშემო. ასე რომ, ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები და შედეგები ამ შეხვედრებს უნდა მოჰყვეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მცირე ბიზნესთან დაკავშირებით მუშაობა გაფართოვდეს და მასში უფრო ფართო საზოგადოება ჩაერთოს.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48