სამომხმარებლო ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (122)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : სამომხმარებლო ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება
ნანახია: 580

ივნისის ბოლოდან საბაჟოზე ახალი წესები დაინერგა, რომელთა მიხედვითაც, ერთის მხრივ, გამშვებ პუნქტებზე სურსათის ფიტო და ვეტერინარული კონტროლი აღდგა, რითაც იმპორტირებული პროდუქცია გაკონტროლდება, ხოლო, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები წვრილმანი ვაჭრობისთვის დაიბეგრებიან, თუკი საზღვარს თვეში ერთ ჯერზე მეტად გადაკვეთენ.
როგორც ჩანს, აპრილ-მაისში შეუსრულებელი ბიუჯეტის გამო ფინანსთა მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო და მანაც მომავალში ბიუჯეტის შეუსრულებლობის თავიდან ასაცილებლად ახალი კანონი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირებისთვის შეღავათები გაუქმდა და ეს კანონი უკვე ძალაში შევიდა. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი სირაძე განმარტავს, ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც 30 დღეში საზღვარს ერთ ჯერზე მეტად გადმოკვეთენ, მათი ტვირთი ჩაითვლება ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად და დაიბეგრება შესაბამისი წესით - საქონლის საერთო ღირებულების 13%-ით, მიუხედავად იმისა, იგი პირადი მოხმარებისაა თუ არა.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი გობეჯიშვილი გამკაცრებულ წესებს იმპორტიორების თხოვნას უკავშირებს. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს საზღვართან თურქების მიერ მოწყობილი ბაზრობებიდან შემოჰქონდათ საქონელი. "მოვაჭრეები თბილისიდან საგანგებოდ ჩადიოდნენ, სარფის მოსახლეობას ქირაობდნენ და მათ განსაზღვრული გასამრჯელოს ფასად თურქეთიდან საქონელი გადმოჰქონდათ. ამის გამო იჩაგრებოდნენ პატიოსანი იმპორტიორები, რომლებიც საქონელს წესების დაცვით ანბაჟებდნენ. ისინი არათანაბარ პირობებში იყვნენ და დახმარებას გვთხოვდნენ", _ აღნიშნავს გობეჯიშვილი.
ახალი წესების ამოქმედებამ სარფის საბაჟოზე ქაოსი გამოიწვია. ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ დგომა, რაც საშინელი სიცხის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მძიმე პირობებს ქმნის მგზავრებისთვის. ისინი გადასახადების გაზრდასთან ერთად, მებაჟეების საშინელ მოპყრობასაც აპროტესტებენ. ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, მას 2 ლარიან სათამაშოში ბაჟი 1 ლარი გადაახდევინეს, ხოლო სხვა პიროვნებას, რომელიც საზღვარს კვეთდა 160 ლარიანი საქონლის განსაბაჟებლად 140 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მცირე მეწარმეების საქმიანობას შეზღუდავს და ბაზარზე ფასების გაზრდას გამოიწვევს, რასაც მოვაჭრეებიც ეთანხმებიან. ცვლილებები დაბეგვრაში მნიშვნელოვან გავლენას რომ მოახდენს ფასებზე, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყანაში მოხმარებული საქონლის თითქმის 90% იმპორტირებულია. ამასთან, ვაჭრობის მოცულობით თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. 2009 წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყნიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობამ 303 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ვაჭრობის 19%-ია.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ერთ რამეზე მიუთითებს: ხელისუფლებას შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, საბაჟო წესების გამკაცრებით, შემოსავლების გაზრდა სურს. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც საზღვარს ხშირად კვეთენ, პირადი მოხმარების ტვირთის გადმოტანის შემთხვევაშიც კი გადასახადს გადაიხდიან. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი მაინც თბილისის ბაზრობებზე თვითდასაქმებული წვრილი მეწარმეები აღმოჩნდნენ, რომლებსაც საქონელი თურქეთიდან გადმოაქვთ. დაბეგვრის ახალი პირობების გამო, ისინი იძულებული იქნებიან ფასები გაზარდონ, რაც ისედაც მინიმუმამდე დასულ მოთხოვნას მათ საქონელზე საერთოდ გააქრობს. შედეგი კი იქნება ის, რომ ეს რამდენიმე ათასი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით მძიმე დღეში აღმოჩნდა აჭარის მოსახლეობა, რომელიც პირადი მოხმარების საქონლისა და პროდუქტისთვის თურქეთში თითქმის ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს გადადის.
მთავრობას კი სულ არ ადარდებს მცირე მეწარმეების ბედი. მისი მთავარი მიზანია ნებისმიერი გზით შეავსოს ბიუჯეტი, თუმცა ერთ რამეს კი არ ფიქრობს - თუკი საზღვარზე მისვლა-მოსვლა შემცირდება, მაშინ ქვეყანაში მცირე ბიზნესიც შეიზღუდება. ეს კი ხაზინაში გადასახადის გადამხდელთა რაოდენობას შეამცირებს, რაც ისევ ბიუჯეტის შესრულებას შეუშლის ხელს.
გარდა სარფისა, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ფოთის საბაჟოზეც. მოქალაქეები ბოლო ათი დღეა მებაჟეების მიერ ყოველი ნივთის განბაჟებაზე მოთხოვნილ 5 ლარს აპროტესტებენ. მაგალითად, მოქალაქეს სურათების ალბომის შემოსატანად საბაჟოზე 5 ლარს ახდევინებენ. ამავდროულად, მებაჟეები დეკლარაციის შევსებას თითქმის მთელ დღეს ანდომებენ.
იმ პირობებში, როცა მთავრობა გენმოდიფიცირებული საქონლის შემოტანაზე შეზღუდვებს ფასების ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცევის საფრთხის გამო არ ახდენს, მაშინ ასეთი სახის დაბეგვრამაც იგივე შედეგი უნდა მოიტანოს, რასაც ხელისუფლება ასე გაურბის.
რაც შეეხება სურსათის ფიტო და ვეტერინარულ კონტროლს, აქამდე, ტვირთის შემომტანები საბაჟოზე მხოლოდ დოკუმენტაციას წარადგენდნენ. როგორც საგადასახადო შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტი იქნება, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პროდუქტი შემოვიდეს და მავნე პროდუქციის მოხმარებისგან დაცული იყოს. მსგავსი კონტროლი სამი წლის წინ აიკრძალა. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მეწარმეობისთვის დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმების მოხსნას დაუკავშირეს.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48