"ავერსის" იმპერია ფართოვდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (121)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "ავერსის" იმპერია ფართოვდება
ნანახია: 714

ფარმაცევტულმა კომპანიამ "ავერსი" სადაზღვევო ბაზარზე ოპერირების ლიცენზია მოიპოვა.
"ავერსმა" სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიმდინარე წლის 9 ივლისის განკარგულების საფუძველზე მიიღო.
"ავერსის" გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ "ავერსი" სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობას სექტემბრიდან დაიწყებს. თუ რომელი სადაზღვევო პროდუქტი იქნება "ავერსისთვის" წამყვანი, ჯერ-ჯერობით მენეჯმენტი იმ მიზეზით ვერ ასახელებს, რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო სტრატეგია ჯერ არ შემუშავებულა. მაგრამ არც ისაა ძნელად სავარაუდო, რომ კომპანიის მთავარი ინტერესი სამედიცინო სფერო იქნება. რამდენიმე კვირის წინ, კურტანიძე ღიად დაუპირისპირდა სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ფარმაცევტულ სფეროში "ავერსზე" იყვნენ მიბმულები.
"ავერსმა" სააგენტოში ლიცენზიის მისაღებად განაცხადი მიმდინარე წლის 19 ივნისს შეიტანა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სიცოცხლის დაზღვევაზე 1,5 მლნ. ლარს, არა სიცოცხლის დაზღვევაზე 1 მლნ. ლარს შეადგენს. ორივეზე ერთად, სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, კომპანიის შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა 1,5 მლნ. ლარს შეადგენს.




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48