მსოფლიო ბანკი მოუწოდებს კომერციულ ბანკებს, გაააქტიურონ კლიენტების დაკრედიტება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (121)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მსოფლიო ბანკი მოუწოდებს კომერციულ ბანკებს, გაააქტიურონ კლიენტების დაკრედიტება
ნანახია: 620

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა იტალიის პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის სახელზე გაგზავნილ წერილში "დიდი რვიანის" ლიდერები გააფრთხილა, რომ ჯერ ადრეა მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე დაბეჯითებით საუბარი. მისი აზრით, ვითარება რთულია და ეს იტალიის ქალაქ აკუილაში "G-8"-ის მომავალი სამიტის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ.
რობერტ ზელიკმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების ძალისხმევამ მსოფლიო ეკონომიკის დაცემის ძალა შეამცირა, გამოიწვია რა ფინანსურ ბაზრებზე შედარებითი სტაბილიზაცია და გაზარდა მოთხოვნა. ამავე დროს, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა მოუწოდა კომერციულ ბანკებს, რომლებსაც თავიანთი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისგან საკმარისი მხარდაჭერა აქვთ, გაააქტიურონ თავიანთი კლიენტების დაკრედიტება და არ შეზღუდონ მისი მოცულობა. სწორედ ამას მიიჩნევს ზელიკი ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკის გამოცოცხლება. ზელიკი არასწორად მიიჩნევს კრიზისის პერიოდში კომერციული ბანკების უმრავლესობის პრაქტიკას, როცა ისინი უაღრესად უხალისოდ გასცემენ კრედიტებს მსხვილი შენაძენების დასაფინანსებლად, როგორიცაა უძრავი ქონება, ავტომობილები და სხვა.
2009 სახიფათო წლად რჩება, - მიიჩნევს ზელიკი. მისი აზრით, 2010-ში ეკონომიკის აღდგენა დაიწყება, მაგრამ ეს სულაც არ გახლავთ უდავო. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას შეუძლია პოლიტიკა იმ გათვლაზე ააგოს, რომ კრიზისის დაძლევის ჟამი ახლოსაა. განვითარებადმა ქვეყნებმა კი ნაადრევია ასეთივე დარწმუნებით იმოქმედონ.
ზელიკის შეხედულებები უაღრესად საინტერესოა. იგი მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დიდი არმიის ნააზრევის ინტერპრეტაციასაც წარმოადგენს. თუმცა იმ დროს, როცა ახალი დროის ფინანსური მაგი და უდიდესი ავტორიტეტი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი, ალან გრინსპენი ლამის მსოფლიო საფინანსო კრიზისში მთავარ დამნაშავედ გამოაცხადონ, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში "ნაზდაკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ მედოფი 72 მილიარდიანი ფინანსური პირამიდის შემქმნელად, რომელიც ახლახანს ჩამოიშალა, უკვე ძნელია ნებისმიერი ფინანსური ავტორიტეტის ირწმუნო და მისი რჩევა უკრიტიკოდ მიიღო.


ლევან მზიანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48