პირველი შინაარსობრივი მხარდაჭერა ნიკა გილაურის გეგმისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (120)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : პირველი შინაარსობრივი მხარდაჭერა ნიკა გილაურის გეგმისთვის
ნანახია: 633

წინა კვირას, კრიზისის ფონზე შექმნილ ეკონომიკურ რეალობაში, მართლაც უმნიშვნელოვანესი ფაქტი დაფიქსირდა. "საქართველოს ბანკმა" მიკრო დაკრედიტების ყოველთვიური ლიმიტის გაზრდის შესახებ განაცხადა - 5 მილიონი ლარიდან 12,5 მილიონ ლარამდე. ამ პერიოდამდე ბანკები მაქსიმალურად იკავებდნენ თავს მცირე სექტორში სესხების გაცემისგან."საქართველოს ბანკის" ეს გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, საბანკო სექტორში ერთგვარ გამოცოცხლებას უნდა ნიშნავდეს, მეორე მხრივ კი მცირე ბიზნესში პროცესების დაძვრას შეუწყობს ხელს.
ბანკის მესვეურთა განცხადებით, ეს პროცესი სექტემბრიდან დაიწყება, ასევე იგეგმება კორპორატიული კლიენტების დაკრედიტების ლიმიტების გაზარდა. გაზრდილი ლიმიტები, ძირითადად, საბრუნავი საშუალებების დაფინანსებაზე იქნება მიმართული. "საქართველოს ბანკი" ყოველთვიურ ლიმიტს მიკრო დაკრედიტებაზე ზრდის, რადგანაც ბანკს მიაჩნია, რომ ამ სექტორში რისკები შემცირებულია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკს აქვს 230 მილიონი ლარი ჭარბი ლიკვიდური აქტივები და გადაწყვიტა, ამ თანხის თუნდაც მცირე ნაწილი მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე მიემართა. ოფიციალური ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი 20%-იდან იწყება.
მცირე ბიზნესის დაკრედიტების ზრდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია. თუმცა, აქ რამდენიმე საკითხია გასარკვევი. როგორც ვიცით, "საქართველოს ბანკს" ჭარბი ლიკვიდური აქტივები საკმაოდ დიდი ხანია გააჩნია, ანუ ფული, რომელსაც ეკონომიკაში ვერ უშვებდა. ასეთი მდგომარეობა ქართული საბანკო სივრცის საკმაოდ ბევრ სექტორშია, თუმცა, კრედიტების მოცულობის გაზრდაზე სხვა ბანკებს საუბარი ჯერ არ დაუწყიათ. "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ საკრედიტო რისკები შემცირდა. თუმცა, არ აკონკრეტებს, რა შეიცვალა ქართულ ეკონომიკაში ისეთი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიეღო. ვინ, რომელმა სტრუქტურამ, ან თუნდაც სარეიტინგო კომპანიამ დაადგინა, რომ საკრედიტო რისკები შემცირდა და რა კრიტერიუმებით დადგინდა ქართული ბიზნესგარემოს ასეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ამ კითხვებზე, იმედია, ბანკი სექტემბრამდე მაინც გასცემს პასუხებს.
საინტერესოა, რა პირობებით გასცემს ბანკი კრედიტებს. სადღეისოდ კრედიტის გაცემის პირობები, ზოგადად, ქართულ საბანკო სექტორში იმდენად რთულია, რომ მისი მიღება მცირე მასშტაბების და შესაძლებლობების ბიზნესმენისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. "საქართველოს ბაკს", ამ ეტაპზე, კრედიტის გაცემის პირობები არ შეუცვლია. აქედან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა, რომ თუ ადრე პოტენციური მსესხებელი ვერ აკმაყოფილებდა კრედიტის მიღების პირობებს, ახალ რეალობაში გაზრდილი საკრედიტო პორტფელის სრული ათვისება მოხდება.
`საქართველოს ბანკის~ ეს ინიციატივა მთავრობის მიერ "ეკონომიკის სტიმულირების გეგმის" წარმოდგენას უცნაურად დაემთხვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან აუცილებლად კავშირშია, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის დაკრედიტების გაზრდის შესახებ განცხადება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გეგმის რეალიზაციის პირველი შედეგია. რომ არა ნიკა გილაურის მიერ შექმნილი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელო გეგმა, ამ გეგმიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ნათელი მომავალი და, სავარაუდოდ, შემცირებული რისკები, რატომ უნდა მიეღო "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორს, ირაკლი გილაურს საკრედიტო პორტფელის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება, რთული გასაგები იქნებოდა.



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48