ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
ნანახია: 786

იმ ფონზე, როდესაც მთავრობა გვიმტკიცებს, რომ თბილისის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლების ტალღის დაცხრომის შემდეგ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკონომიკის გამოცოცხლება შეინიშნება, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ისევ რადიკალურად საპირისპიროზე მიუთითებს. ბანკებში ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებით ვითარება თანდათანობით მძიმდება. ივნისის თვეში `კრედიტ ინფოს~ ვადაგადაცილებული სესხების ჩანაწერების რაოდენობა ერთბაშად 36 ათასით გაიზარდა და 232 ათასი შეადგინა. აპრილ-მაისში ყოველთვიური ზრდა 10-დან 11 ათასის ფარგლებში მერყეობდა.
"კრედიტ ინფოს" "შავი სიის" ამ ტემპით ზრდა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ივნისში მოსახლეობის გადამხდელუნარიანობა განსაკუთრებით შეიზღუდა. "კრედიტ ინფოში" განმარტავენ, რომ ივნისის თვეში ბანკებმა მათ უკვე იმ კლიენტების მონაცემებიც გაუგზავნეს, რომელთაც საკრედიტო ბარათებზე ვადაგადაცილებული დავალიანებები ჰქონდათ. ბანკებმა ვადაგადცილებული საკრედიტო ბარათების მფლობელებს ბარათები დაუბლოკეს და სწორედ ამიტომ მოხდა მათ მონაცემებში ჩანაწერების ასეთი ზრდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული საკრედიტო ბარათები შედარებით დაბალი მოცულობის კრედიტებს ითვალისწინებდა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მეტად საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს, ანუ საზოგადოები ყველაზე ფართო მასებს, დაუმძიმდათ მდგომარეობა. ვადაგადაცილებული სესხების სიმწვავეზე და ამ პრობლემის მოგვრებაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზე ექსპერტები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიუთითებდნენ. მიუხედავად ამისა, მთავრობა პრობლემებს ბოლო პერიოდამდე არ აღიარებს და მშვიდად აცხადებს, რომ ეს ვითარება საბანკო სექტორს პრობლემებს არ შეუქმნის. თუმცა, არავინ საუბრობს ამ 232 ათასი ადამიანის მდგომარეობაზე, არავის აინტერესებს ის, რომ ეს ადამიანები, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან, `შავ სიაში~ მოხვედრის შემდეგ, მომავალი 7 წლის განმავლობაში კრედიტის აღების შანსს კარგავენ და ვარდებიან ეკონომიკური პროცესიდან, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს ისიც, რომ უახლოეს მომავალში ბანკები დაიწყებენ მათთვის უძრავი და მატერიალური ქონების იძულების წესით ჩამორთმევას. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს უახლოესი 10 წლის მანძილზე ბოლო ლუკმაც კი წაართვას დამრღვევ მსესხებელს, სანამ მისგან თავის ფულს არ ამოიღებს.
იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ყველზე ფართო მასების უმძიმეს მდგომარეობაზე, უმარტივესი სტატისტიკაც კი ნათლად მიუთითებს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი "ეკონომიკის სტიმულირების გეგმა", მხოლოდ ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორების დახმარებაზეა მიმართული. მთავრობის უნიათო ეკონომიკური პოლიტიკით დაზარალებულ ხალხს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მარტივად ეუბნება, – "ყველას უნდა ესმოდეს, რომ სესხები აუცილებლად უნდა დაბრუნდეს".

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48