ნანახია: 1444
საქართველოს პარლამენტის, მთარობის, საქართველოს და საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პარლამენტის მიერ "არბიტრაჟის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობის, საქართველოს და საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ზემოთხსენებული კანონი მოიცავს: მხარეთა შეთანხმების უპირატესობას, განხილვის უმოკლეს ვადებს, არბიტრების შერჩევის შესაძლებლობეს, აღსასრულებლად მიქცევის მარტივ პროცესს, შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონი "არბიტრაჟის შესახებ" 2010 წლიდან ძალაში შევა.
თაკო ზედელაშვილი
|