ნანახია: 566
2009 წლის 2-5 ივლისს, ქ. თბილისში, საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის („IMDA“) მე-18 ბიზნეს-კონგრესი მიმდინარეობს. ბიზნეს-კონგრესის ორგანიზატორი "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი", ხოლო პარტნიორი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროა. აღნიშნულ კონგრესში მონაწილეობას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. კონგრესის მსვლელობისას, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ეკონომისტები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მიმართულებებისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ. წარმოდგენილი მოხსენებები კონგრესის სპეციალურ ყოველწლიურ გამოცემაში დაიბეჭდება.
|