რას მოგვიტანს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობა? #168 » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რას მოგვიტანს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობა? #168
ნანახია: 1343

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 1 ნოემბერიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და თურქეთს შორის პროდუქტის იმპორტირების ან ექსპორტირებისას საბაჟო გადასახადები უქმდება. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ეკვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები, გარდა რიგი პროდუქციისა - ცოცხალი ცხოველები, ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, თევზი, რძის პროდუქცია, კვერცხი, თაფლი, ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები და სხვა. ამ ხელშეკრულების შესახებ საქართველოში აზრი ორად იყოფა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თურქეთთან თავისუფალი ვაჭობა ჩვენი ქვეყნის ისედაც მწირ ადგილობრივ წარმოებას, კიდევ უფრო შეზღუდავს და მას განვითარების საშუალებას არ მისცემს. ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას უცხოურ ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს, კონკურენციის პირობებში განადგურების შიშით, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას აიძულებს, რაც ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
"თურქეთი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, დღეს ჩვენი ექსპორტის 20 პროცენტი თურქეთის ბაზარზე გადის, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ექსპორტში ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია საერთოდ ვერ ხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის ბაზარი საკმაოდ დაცულია, იქ საბაჟო ტარიფები ძალიან მაღალია და ზოგიერთ შემთხვევაში 100 პროცენტსაც კი აღწევს, მაგალითად ჩაის შემთხვევაში, ხოლო ღვინო 70 პროცენტით იბეგრება. შესაბამისად, ეს შეთანხმება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ თურქული ბაზარი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას გავუხსნათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან დიდი, 70 მილიონიანი ბაზარი აქვს. თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ჩვენს მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, რომ სხვადასხვა ნაწარმი, მაგალითად, წვენები, კონსერვები, ღვინო, ციტრუსი და ა.შ. თურქეთის ბაზარზე თავისუფლად გაიტანონ," - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე.
მიუხედავად ხელისუფლების ოპტიმიზმისა, ხელშეკრულების ამოქმედება მრავალი მეწარმის შიშს იწვევს. შეიძლება იაფ და უკვე უბაჟო თურქულ იმპორტს ადგილობრივმა პროდუქტმა კონკურენცია ვერ გაუწიოს. ვინ დარჩება მოგებული და ვინ წაგებული ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ თურქული საქონლით ქართული ბაზარი საკმაოდაა გაჯერებული და ადგილობრივი პროდუქცია ხშირად მას კონკურენციას ვერ უწევს.
ბუნებრივია, ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ მეზობლად ასეთი ძლიერი პარტნიორი ქვეყანა გვყავს. ტერიტორიული სიახლოვე კი თურქ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, რომ მცირე დანახარჯებით განახორციელონ პროდუქციის ტრანსპორტირება. ამან კი შესაძლებელია ადგილობრივ სოფლის მეურნეობას, სადაც მოძველებული ტექნიკა და ტექნოლოგიებია, პრობლემბი შეუქმნას. სწორედ ასეთ საფრთხეს ხედავენ ხელშეკრულებაში "მეხორბლეთა ასოციაციის" წარმომადგენლები, სადაც ყველაზე მსხვილი ხორბლის მწარმოებლები, გადამამუშავებლები და პურის მცხობელები არიან გაერთიანებულნი.
"ჩვენი აზრით, ამ ხელშეკრულებამ შეიძლება, ხორბლის, ფქვილის და სათესლე მარცვლეულის წარმოებაში პრობლემები წარმოქმნას. თურქეთი ფქვილის ექსპორტის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ სამეულშია. მათ საკმაოდ დიდი შეღავათები აქვთ ადგილობრივი მწარმოებლებისათვის. დღეს საქართველოში არსებული ტექნოლოგიური ნაწილი თურქულია და ჩვენი პარტნიორები ფქვილის წარმოებაში ფაქტიურად თურქები იყვნენ. ჩვენ ხელშეკრულების პირობებში კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებს ვითხოვთ," - აღნიშნავს "ხორბლის ასოციაციის" პრეზიდენტი არკადი მექერიშვილი.
ხორბლის მწარმოებლების მსგავსად, ხელშელრულების მიმართ შენიშვნები კართოფილის მწარმოებლებსაც გააჩნიათ. "კარტოფილის მწარმოებელთა შეფასებით, ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ფასებზე იმოქმედებს, მაგრამ ძირეული ცვლილებები მაინც არ იქნება, რადგან უკვე წლების განმავლობაში თურქული კარტოფილი ბევრად უფრო (10-15%) იაფია, ვიდრე ჩვენი ადგილობრივი. თურქეთში დიდი ხანია საირიგაციო სისტემები მოწესრიგებულია, გათვლილია პროდუქციის სიმრავლეზე და არა ხარისხზე. მართალია, ადგილობრივი წარმოების კარტოფილი უფრო გემრიელია, ვიდრე თურქული, მაგრამ იმდენად მწირია ქართული მოსავლიანობა, რომ კონკურენციას ვერ უწევს. თურქეთში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც ჩვენთან არ გამოიყენება. "მერსი ქორმა" ევროკომისიის დაფინანსებით უკვე მესამე წელია, რაც ახალქალაქში ახალი ტექნოლოგიები დანერგა, ასევე შემოვიტანეთ ელიტარული კარტოფილი და უკვე კარგ შედეგებსაც მივაღწიეთ, მაგრამ თურქულ კართოფილზე იაფად მაინც ვერ შევძლებთ ჩვენი პროდუქტის გაყიდვას," - განაცხადა "მერსი ქორის" წარმომადგენელმა გიორგი სადუნიშვილმა.
ასეა თუ ისე, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება ორივე ქვეყის პარლამნტმა უკვე მოახდინა, 1 ნოემბრიდან კი ოფიციალურადაც ამოქმედდა. საქართველოს ადგილობრივი წარმოება არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია და დიდია ალბათობა იმისა, რომ მას ისეთი ძლიერი საექსპორტო ქვეყნის პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა, როგორიც თურქეთია, ნამდვილად გაუჭირდება.


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48