"ავერსის" კლინიკაში პაციენტებს ამავე კომპანიის წარმოებულ ძვირადღირებულ წამლებს უწერენ, რომლებიც მათ არ სჭირდებათ
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ფარმაცევტულ კომპანიებსა და საავადმყოფოებს შორის არსებული სიტუაციის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევა რომელიც კახეთის რეგიონში ჩაატარა, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის გარიგებების შედეგად, ექიმები პაციენტებს ხშირად ისეთ ძვირადღირებულ წამლებს უწერენ, რომელიც მათ არ სჭირდებათ.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, გაზეთი "ბანკები და ფინანსები" "ადამიანის უფლებეთა ცენტრის" ხელმძღვანელს, ირაკლი მანაგაძეს დაუკავშირდა.
"ჩვენ ეს კვლევა მხოლოდ კახეთის რეგიონში ჩავატარეთ, თუმცა იგივე პრობლემა სხვა რეგიონებშიც, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში და ა. შ. მწვავედ დგას. კვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ საავადმყოფოები კომპანია "ავერსს" ლობირებენ. სამედიცინო ცენტრები აბსოლუტურად მონოპოლიზებულია და ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ კონტროლი შეინარჩუნონ ბაზარზე. სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც უნდათ ქართულ ბაზარზე შემოსვლა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა იქნებოდა, ბაზარზე დამკვიდრებას ვერ ახერხებენ.
ჩვენს განცხადებას, რომელიც კვლევის შემდეგ გავაკეთეთ "ავერსის" მხრიდან გამოხმაურება მოყვა და ჩვენთვის გასაგებია, რომ კომპანიის ხელმღვანელობა ამ ინფორმაციას უარყოფს, მათი პოზიციიდან გამომდინარე ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ ჩვენ თუ ვიტყუებით და არასწორ ინფორმაციას ვავრცელებთ, შეგვიძლია ეს საკითხი სასამართლოში გავარკვიოთ. ჯერჯერობით მსგავსი ნაბიჯი ამ კომპანიის მხრიდან არ გადადგმულა. ფარმაცევტულ კომპანიებს ბაზარზე მონოპოლია აქვთ. ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, რომ გარიგებეგია ამ ფაქტს ყველა ჩვენგანი აწყდება. სხვა ფარმაცევტული კომპანიები ამ მიზეზის გამო მათ კონკურენციას ვერ უწევენ.
არის თუ არა შესაძლებელი, რომ ექიმებსა და აფთიაქებს, ან მწარმოებლებს შორის გარიგება, წამლების არადანიშნულებით გამოწერის შესახებ მოხდეს. ან აქვთ თუ არა ფარმაცევტულ კომპანიებს რაიმე დამცავი მექანიზმი, ასეთი ფაქტების წინააღმდეგ
ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" გენერალურ დირექტორი პაატა კურტანიძე აცხადებს, - "კლინიკას და მის ექიმს წარმატება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაუნიშნავს იმას, რაც მას ჭირდება და არა იმას, რაც ფარმაცევტულ წარმოებას უნდა. ამიტომ ექიმი "ავერსის" კლინიკაში ნიშნავს მხოლოდ პაციენტისთვის საჭირო და აუცილებელ წამალს. კლინიკებში ჩავდეთ 15 მლნ დოლარი ინვესტიცია და ამ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვიღებთ, თუ პაციენტს სწორად ვუმკურნალებთ. წამლების დანიშვნით ამ ინვესტიციას ვერასდროს ამოვიღებთ. ჩვენ ბრძოლა არ გვჭირდება, ვინაიდან "ავერსის" ექიმებს არავინ არ სთხოვს ზედმეტი და არასაჭირო წამლის დანიშვნას. თუმცა სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს, მათ შორის სწორ დანიშნულების კუთხით.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მოკვლევის შეგედებზე, რომლის თანახმადაც ექიმები პაციენტებს ძვირადღირებულ "ავერსის" წარმოების ისეთ წამლებს უწერდნენ, რომლებიც არ სჭირდებოდათ. ბ-ნ კურტანიძე ამბობს: "ასეთ კვლევებზე არაფერი მსმენია. თუ ვინმე ამ განცხადებას აკეთებს, სიმართეს არ შეეფერება".
საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არ მოქმედებს, "ავერსის" ტიპის სქემების ჩამოყალიბება ჯანდაცვის ანუ სოციალურ სფეროში ეთიკურია თუ არა გაზეთ "ბანკებთან და ფინანსებთან" საუბარში პაატა კურტანიძე აცხადებს: "არაეთიკური ამაში არაფერია. პირიქით, ეს პაციენტების კმაყოფილებას ხარისხის და ფასის მხრივ ზრდის". (?!)
ფარმაცევტული კომპანიებისა და სამედიცინო ცენტრების გარიგებების შესახებ, ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს: ფარმაცევტულ მონოპოლიური საქმიანობა ზედმიწევნით კარგადაა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, კახა ბენდუქიძისთვის, პრემერ მინისტრისათვის და მთელი რიგი მინისტრებისთვის, განურჩევლად მათი ცვალებადობის სიხშირისა, ასე რომ, ახალი ამაში არაფერია. როდესაც ხელისუფლება თვალს ხუჭავს მათ არაკანონიერ საქმიანობაზე, ცხადია, მათ "მადა" უფრო ეზრდებათ, მათი გაზრდილი მადის შემდეგ კი ხელისუფლების კმაყოფილებაც უფრო იზრდება. ნებისმიერეი ხელისუფლების ახირება შემდეგ ამ კომპანიების მიერ ფინანსდება. დაწყებული გაუთავებელი საზღვარგარეთული ტურნეებით დამთავრებული "ვანოს შოუების" მსგავსი გადაცემების ფინანსირებით. გარიგების ფორმა ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ახალი არაა.PEPEEPეს ფაქტიEEსაქართველოში ექიმების კვალიფიკაციის კრიზისზე მიგვანიშნებს. ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა კლასიკური მაგალითია, თუ ამა თუ იმ ბაზარზე კომპანია როგორ არ უნდა იქცეოდეს და ეს გახლავთ სახელმძღვანელო ანტიმონოპოლური საქმიანობის აუცილებლობისთვის. რაც მიუღებელია ქართველი ეკონომიკის ბურჯის ბატონი ბენდუქიძისთვის. იმ სიმახინჯეებზე, რაც სამედიცინო სფეროში არსებობს აუცილებლად უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა. ადამიანი რომელიც სიცხის გასზომად შეიძლება ვენაში ან პარიზში გაფრინდეს, საქართველოში, ჯანდაცვის განვითარებისთვის რეფორმებს საკუთარი ჯიბის მიხედვით არ უნდა ახდენდეს. მისი ხედვა სწორედ ასეთი მონოპოლისტების არსებობაზეა გათვლილი. შედეგი კი ისაა, რომ უამრავი პაციენტი საქართველოში მუდმივად მზარდი წამლების ფასებს ვეღარ სწვდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოური წარმოების წამლებისგან განსხვავებით, სამამულო წამლების ფასი გაცილებით გაზრდილია. დღევანდელი წამლის ასეთი ფასები ზნეობის მაჩვენებელია. ჩვენ არ ვართ გარანტირებული, რომ ადამიანის ღირსებისთვის შესაბამისი ხარისხის წამალს გვაწვდან. ან კიდევ ექიმებთან გარიგებებში არ შევლენ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები.
"არსებობს კომპანია, რომელიც ფლობს საბითუმო ქსელს, საცალო გასაღების ქსელს, აფთიაქების სახით, ფლობს საკუთარ ქარხნებს, სტრუქტურებს, რომელიც ხარისხს ამოწმებს. ფლობს სამკურნალო ბაზას. ანუ დაბადებიდან გარდაცვალებამდე საკუთარებაში ჰყავთ მოსახლეობა. "ავერსი", რა თქმა უნდა, უარყოფს ასეთ რეალობას. მაგრამ ფაქტი, როგორც იტყვიან, ჯიუტი და მეტად მძიმე. თუ ეს ქართული რეალობაა, სადაც კომპანია ყოველთვის შეკრულია ხელისუფლებასთან და მას პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს!
ადა ექიზაშვილი