რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმელი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმელი
ნანახია: 3166

მეორადი ტანსაცმელი თანამედროვე საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველად საიდან და ვინ შემოიტანა ის, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად იქცა ჩვენს ქვეყანაში.
დღეს ე.წ. "ევროპული ტანსაცმელი" საქართველოში კონტეინერებით ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვთ. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს სპეციალური ფაბრიკები, რომლებიც ამგვარ ტანსაცმელს აწარმოებენ. მათთან აქტიურად თანამშრომლობენ მეორადი ტანსაცმლის საწყობების მფლობელები. გურამ ცეცხლაძე ერთ-ერთი ასეთი საწყობის მეპატრონეა: "ჩვენ გვაქვს უცხოეთში მეორადების მწარმოებლებთან კავშირები. მათ ვუკვეთავთ საქონელს და ისინი გვაწვდიან".
სანამ შეკვეთილი საქონელი საქართველოში შემოვა, ხდება მისი განბაჟება. ფინანსთა სამინისტროს ცხელი ხაზის, რომლის ნომერია 318 (სახელ-გვარი არ დაასახელა), კონსულტატის თქმით, "საბაჟოზე შემოსულ საქონელს ენიჭება კოდი იმის მიხედვით, თუ რა სახის (მაგალითად, შარვლები, მაისურები, ჰალსტუხები...), წონის, ქსოვილის და ა.შ. არის ტანსაცმელი. გადასახადსაც კოდის შესაბამისს იხდიან."
მეორად ტანსაცმელს საწყობის მფლობელი ქართველი მყიდველები უცხოელებისგან კილოგრამებით ყიდულობენ. ფასი იმის მიხედვით დგინდება, თუ რა მდგომარეობაშია, რამდენად ახალია საქონელი. მაღაზიის მფლობელებიც იმავე წესით ყიდულობენ მას საწყობებიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმაზე ძვირად, ვიდრე მაღაზიის მფლობელებმა შეიძინეს საზღვარგარეთელი კოლეგებისაგან. ნათელა კირვალიძეს უკვე 10 წელი აქვს "ევროპული ტანსაცმლის" მაღაზია, - "არის ყველანაირი ფასის საქონელი. შეიძლება 1 კგ. ორი, ათი, ოცდაათი ლარი ან ოცდათხუთმეტი დოლარი ღირდეს.”
მეორად ტანსაცმელს ყველა ასაკის მომხმარებელი ჰყავს. "შემოდიან ახალგაზრდებიც და მოხუცებიც. ხალხს უჭირს, ურჩევნია იაფიანი იყიდოს, თან ხარისხიანია. ხშირად შეძლებულებიც მოდიან, რაღაცეებს არჩევენ და თუ მოეწონებათ, ყიდულობენ", -ამბობს ქალბატონი ნათელა. მარინა ჯანაშვილი 49 წლისაა, დალი ჩეკმაროვა კი 21 წლის, რომლებიც მეორადებში ხშირად ყიდულობენ ტანსაცმელს. Oარგუმენტი ერთია _ იაფია და ხარისხიანი. ეკა ჩოფიკაშვილი კი "ევროპული ტანსაცმლის" მაღაზიებში არ შედის. არ უნდა სხვისი ნაცვამი ტანსაცმელი ატაროს, - "თუმცა ვიცი ადამიანები, რომლებიც მეორადებში ყიდულობენ და მალავენ. თან შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო დაბალი შემოსავლის მქონე ხალხი იცვამს მეორადების ტანსაცმელს. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც "კაიფობენ" იმით, რომ ეძებ და ბოლოს "გააძრობ" რაღაც მაგარს, სულ ახალ მარკიან პიჯაკს 5-6 ლარად."
რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმლის ტარება? უტარდება თუ არა მას დეზინფექცია? სად და ვინ აკონტროლებს მათ ავკარგიანობას? ამ კითხვებზე მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრეებს მივმართეთ. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში მომუშავე ლელა ნოდია დარწმუნებულია, რომ ის უვნებელია, - "ეს ტანსაცმელი უსაფრთხოა. დეზინფექცია უტარდება ყველაფერს. ამას ზოგ მაღაზიაში არსებული სუნითაც მიხვდებით". თუმცა, დეზინფენქციის შესახებ დამადასტურებელი საბუთი ამ ქალბატონმა ვერ გვიჩვენა და გვითხრა, - "ეს, ალბათ, საწყობში ექნებათ." ირაკლი წილოსანი ისანში ერთ-ერთ საწყობში მუშაობს. ისიც დარწმუნებულია, რომ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხოა. კითხვაზე აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, გვპასუხობს, რომ ეს ყველას აქვს. როცა ჩვენება ვთხოვეთ, გვითხრა, - "ახლა აქ არ გვაქვს. ალბათ, საბაჟოზე ექნებათ. ისე ვინ გამოატარებს მანქანებს." ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე კი გვპასუხობენ, - "ასეთი საბუთის წარდგენა საბაჟოზე აუცილებელი არ არის. ალბათ, მებაჟეს თუ ეჭვი შეეპარა ,მეორადი საქონლის უვნებლობაში, მაშინ მოითხოვს." მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთი მომხმარებელი სალომე შიხაშვილი ამბობს: "არასოდეს დავფიქრებულვარ, უსაფრთხოა თუ არა მეორადი ტანსაცმელი. გავრეცხავ და მორჩა! მთავარია, რომ იქ ისეთ მაგარ, განსხვავებულ რაღაცეებს ვპოულობ, როგორსაც საქართველოში ნაკლებად ნახავ, თან საკმაოდ იაფად."

სალომე ცეცხლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48