ქართული "ჯეოსელი" ჯერ თურქული, დღეს კი უკვე შვედურ-ფინურ-რუსული გახდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ქართული "ჯეოსელი" ჯერ თურქული, დღეს კი უკვე შვედურ-ფინურ-რუსული გახდა
ნანახია: 1667

არსებობს ეჭვი, რომ "ბილაინის" მეპატრონე "ტელია სონერას" მეწილეა

ფასები მობილურ კავშირზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში


საქართველოს მოსახლეობის მობილურ კავშირს დღეს 3 ფიჭური კომპანია _ "მაგთიკომი," "ჯეოსელი" და "ბილაინი" უზრუნველყოფს. პირველი ორი თითქმის 11 წელია აბონენტთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ებრძვის ერთმანეთს. ამ ორი კომპანიისგან განსხვავებით, შედარებით "ახალი ხილია"
"ბილაინი", თუმცა მან უკვე მოახერხა მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობის გადაბირება. მომხმარებელთა შენარჩუნება, გადაბირება, დამაგრების მიზნით, კომპანიები ათასგვარ ხერხს მიმართავენ. მიუხედავად "ბილაინის" მიერ მომხმარებლისთვის შედარებით დაბალი ფასების შეთავაზებისა, "მაგთი" და "ჯეოსელი" ჯერ-ჯერობით არ ამცირებენ ტარიფებს და თითოეული მათგანის აბონენტს, სხვა ოპერატორთან საუბრისას, ისევ 28 თეთრის გადახდა უწევს.
ფაქტია, რომ სამივე კომპანია ქართულ ბაზარს საკმაოდ კარგად მოერგო და თავისი საქმიანობით გრანდიოზულ მოგებაზეც გადის.
განსაკუთრებულად მაღალი ფასების გამო, საქართველოს კომუნიკაციების ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. 2007 წელს რეიტინგით საქართველო ყველაზე ძვირი ტარიფების ნუსხაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ჰონკონგის შემდეგ. იმ პირობებში, როდესაც საქართველო მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით საშუალოზე დაბალ ქვეყანათა შორისაა, ასეთი მაღალი ტარიფები, ნამდვილად, მიუღებელია.
მიმდინარე ფინანსური კრიზისის პირობებში, როცა მთელ მსოფლიოში ფასების შემცირების ტენდენცია შეინიშნება, უპრიანი იქნებოდა ქართულ ბაზარზე მოქმედი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფასების შემცირებაზე დაფიქრებულიყვნენ. მითუმეტეს, მომხმარებელთა მიერ გაწეული დანახარჯები მობილური ტელეფონით საუბარზე, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.
არსებულ მძიმე მდგომარეობას, გარკვეულწილად, ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი, როცა ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმა, ახალი ეფექტური სამსახური კი არ შექმნა, რომელიც, რეალურად გააკონტროლებდა ბაზარზე ვითარებას და არ დაუშვებდა მომხმარებელთა უფლებების დარღვევას. ყოველივე ამის შედეგად ბაზარზე ტარიფები მაღალია, მთავრობა კი ამ პასიურობას ლიბერალიზმით ხსნის, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ფსევდოლიბერალიზმთან.
ამავდროულად, არსებობს ეჭვი, რომ კომპანიებს შორის ხდება გარკვეული გარიგებები. იგი შესაძლოა გულისხმობდეს როგორც ფასის ზედა, ისე მინიმალურ ზღვარზე შეთანხმებას. მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები ასეთ ხელშეკრულებებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით ებრძვიან, მაგრამ საქართველოში ამგვარი რეგულირება არ არსებობს და, შესაბამისად, რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია. შედეგად, მცირე მოცულობის ქართულ ბაზარზე 2-3 კომპანიას თავისუფლად შეუძლია ერთმანეთთან გარიგება დადოს და ბაზარზე მონოპოლია შეთქმულების მეთოდით მოიპოვოს. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში კავშირგაბმულობის ბაზარზე მოქმედი სამიდან ორი კომპანიის, "ჯეოსელის" და "ბილაინის", მეპატრონეები "ნათესავები" არიან.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ჯეოსელის" აქციათა 100% შვედურ-ფინურ კომპანია Teliasonera-ს მფლობელობაში გადავიდა. "ჯეოსელი" Teliasonera-ს ჯგუფის წევრი 2009 წლის დასაწყისში გახდა. ეს კომპანია დიდი ხანია აქტიურად ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის და მათ შორის დსთ-ს ბაზრის ათვისებას. შვილობილი კომპანიების მეშვეობით მან ეს წარმატებითაც მოახერხა და ამჟამად მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში საქმიანობს. იგი არის "ჯეოსელის" წინა მეპატრონის თურკცელლ-ის აქციათა პაკეტის 37%-ის მეპატრონეც. თავის მხრივ, Teliasonera არის რუსული კომპანია "მეგაფონის" აქციების 43%-ის მფლობელი. ეს კავშირგაბმულობის რუსული კომპანია კი ქართულ ბაზარზე მოქმედი "ბილაინის" მესაკუთრის Alfa group-ის მფლობელობაშია. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ "ბილაინის" მეპატრონე Alfa group-ს და "ჯეოსელის" ახალ მფლობელ Teliasonera-ს წილები აქვთ როგორც "მეგაფონში", ასევე Turkcell- ში. ამასთან, ჯერ კიდევ 2005 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თელიასონერა საკუთარ აქციათა ნაწილის მიყიდვას Alfa group-თვის აპირებდა, საპასუხოდ კი "მეგაფონის" აქციების გარკვეული რაოდენობა გადაეცემოდა. დღეისათვის Teliasonera-ს წილების სტრუქტურა შემდეგნაირია: 37,3% წილის მფლობელია შვედეთი, 13,7% წილის მფლობელი ფინეთი. 33,4%-ის მფლობელები კი შვედეთის და ფინეთის სხვადასხვა კომპანიები და კერძო ინვესტორები, ხოლო 15,6% შვედეთისა და ფინეთის საზღვრებს გარეთ არსებული მფლობელების საკუთრებაა. სწორედ ეს 15,6%-ია გარკვეული ეჭვების საბაბი და შესაძლოა, რომ აქციების ეს რაოდენობა არის რუსული Aლფა გროუპ-ის საკუთრება. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი კავშირგაბმულობის ორ კომპანიაში წარმოდგენილია რუსული ბიზნესის ერთ-ერთი მსხვილი ერთეულის Aლფა გროუპ-ის პირდაპირი ინტერესი, ანუ "ბილაინი" და "ჯეოსელი" პრაქტიკულად ერთი მეპატრონის ხელშია. ამ ქმედებით ქართული
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ხდება რუსული კაპიტალის დიდი ოდენობით შემოდინება და ისევე როგორც სხვა სექტორებზე, აქაც რუსები ხდებიან მთავარი მოთამაშეები.
ფაქტი ერთია, კავშირგაბმულობის ბაზარს სამი მსხვილი კომპანია აკონტროლებს, რომლებიც მომხმარებელს ძალიან მაღალ ფასებს სთავაზობენ და შედეგად სოლიდურ შემოსავლებსაც იღებენ. დაზარალებული ისევ ხალხია, რომელიც, შედარებით იაფი ალტერნატივის უქონლობის გამო, იძულებულია ამ კაბალურ პირობებს შეეგუოს.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48