ნანახია: 1144
საქართველოს მობილურმა ოპერატორმა "ჯეოსელმა" მიმდინარე წლის 19 მაისს "შერატონ მეტეხი პალასში" განახლებული კორპორატიული ბრენდის პრეზენტაცია გამართა. ბრენდის განახლება არის ევროპული სატელეკომუნიკაციო გიგანტის "თელიასონერას" რეგიონალური ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ევრაზიის ტერიტორიაზე მოქმედი წარმატებული მობილური ოპერატორების საერთო ბრენდის ქვეშ მოქცევას. "ჯეოსელის" ახალი ლოგოტიპი არის წარმოშობის, ტრადიციებისა და ფესვების სიმბოლო, კავშირი მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას, ძველსა და ახალს შორის. ახალი სიმბოლო - იასამნისფერი ქვა - მარადიულობის, სიძლიერის, წინსვლისა და ერთიანობის ურთიერთკავშირს განასახიერებს. იასამამნისფერი კომპანიის ახალი ფერია. ის ასოცირდება სიახლესთან, შემოქმედებასთან, წინსვლასთან და ახალი იდეების განხორციელებასთან. "ჯეოსელი" 1996 წელს დაარსდა. 1997 წელს კი მიიღო საოპერაციო ლიცენზია და დაიწო მობილური კომუნიკაციის განხორციელება "ჯეოსელის" სახელით. ლაი-ლაის ბრენდი ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა. "ჯეოსელი" სატელეკომუნიკაციო კომპანიის, "თელიასონერას", წევრია. დღესდღეობით "თელიასონერა" 135 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 20 ქვეყანაში ემსახურება: სკანდინავიისა და ბალტიისპირეთში, ასევე ესპანეთსა და აღმოსავლეთით - ევრაზიის ქვეყნებში: ყაზახეთი (Kcell), აზერბაიჯანი (Azercell), მოლდოვა (Moldcell), ტაჯიკეთი (Indigo და Somoncom), უზბეკეთი (Ucell), ნეპალი - (Mero Mobile) და კამბოჯა (Star-Cell). საქართველოში კი "თელიასონერა" საქმიანობას "ჯეოსელის" მეშვეობით ახორციელებს.
|