დაუზღვეველი დაზღვევა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : დაუზღვეველი დაზღვევა
ნანახია: 1441

სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფსა" და ს.ს "საქართველოს სახალხო ბანკს" შორის თვეზე მეტია ბანკის საკუთრებაში არსებული ს.ს. "სახალხო დაზღვევის" აქციათა პაკეტის 100%-ის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობდა. დღეისათვის მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელი მოეწერა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" "სახალხო დაზღვევის" აქციათა სრული პაკეტის მფლობელია. გარიგების ღირებულებამ დაახლოებით 11 000 000 ლარი შეადგინა.
შემდეგ ეტაპზე "სახალხო დაზღვევის" "აი სი ჯგუფთან" შერწყმის პროცესია დაგეგმილი. "აი სი ჯგუფისა" და "სახალხო დაზღვევის" შერწყმის პროცესს დადებით მოვლენად აფასებენ სადაზღვევო საქმის სპეციალისტები, როგორც მათი კლიენტებისთვის, ასევე, ზოგადად, სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვის.
საინფორმაციო სააგენტო "კომერსანტთან" გაკეთებულ განცხადებაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე აცხადებს, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი 11 კომპანიიდან მხოლოდ 4 ან 5 დარჩება, მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიების გამსხვილების ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს და სადაზღვევო ბაზრის ანალიზის საფუძველზე ლოგიკურად რომ ვივარაუდოთ, არსებული თერთმეტი სადაზღვევო კომპანიიდან ბაზარი მხოლოდ 4–5 კომპანიას დარჩება. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით კი შეუძლებელია "აი სი ჯგუფის" მიერ "სახალხო დაზღვევის" შესყიდვის საფუძველზე სხვა სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილების გათვლა.
გაზეთი "ბ&ფ" ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე დღევანდელი სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ "სადაზღვევო ასოციაციის" პრეზიდენტს დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა.
"ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ამის არც ობიექტური პირობა, არც რეგულატორული და ფიზიკური მოთხოვნა არ არსებობს. სადაზღვევო ბაზარი დღეისათვის საკმაოდ გაიზარდა და სადაზღვევო კომპანიებს საკმაოდ აქტიური ასპარეზი აქვთ. შეიძლება მალე ახალი სადაზღვევო კომპანიებიც გაჩნდნენ. "აი სი ჯგუფის" მიერ სახალხო დაზღვევის შესყიდვა ძალიან კარგი მოვლენაა. "აი სი ჯგუფს" მეორე კომპანიის შერწყმით უფრო მსხვილი და დიდი პოტენციალი ექნება. ჩვენ დაზღვევის სფეროში სერიოზული ინვესტიცია გვჭირდება, რადგან ბაზრის სწრაფ ზრდას ყოველთვის ინვესტიცია სჭირდება, რათა ინფრასტრუქტურა გაიზარდოს. რამდენიმე სადაზღვევო კომპანია 100%-ით ბანკის მფლობელობაშია, მაგალითად, "ალდაგი-ბისიაი", "ტაოს დაზღვევა", "სახალხო დაზღვევაც" აქამდე ბანკის მფლობელობაში იყო. "სახალხო ბანკმა" ბევრი არასაბანკო აქტივი გაყიდა. შესაძლებელია ბანკის ახალმა მფლობელმა დაზღვევაც არასაბანკო პროდუქტად ჩათვალა და ამიტომ გაყიდა. ვთვლი, რომ "აი სი ჯგუფი" კარგი ინვესტორია და ახლა უფრო გამსხვილდა, რითაც ქართულ სადაზღვევო ბაზარზე უკვე მსხვილი კომპანიების ოთხეულში მოხვდა. თუ მშვიდობა იქნა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ინვესტიცია იქნება. სადაზღვევო ბაზარიც, კომპანიის გამსხვილების შემთხვევაში, თავისი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმოებას შეძლებს. არარეალურია განცხადება, რომ 11 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ 4 დარჩეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ნორმალური ადამიანები არიან და ამას არ იტყოდნენ. ძნელია ვინმემ პროგნოზი გააკეთოს, თუ რამდენი სადაზღვევო კომპანია დარჩება. ჩვენს სადაზღვევო ბაზარს ერთი სპეციფიკა აქვს, ამ ბაზარზე მთლიანობაში ნახევარზე მეტი სახელმწიფო პროგრამებია. ამიტომ სადაზღვევო ბაზარი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფო პროგრამების სტაბილურობაზე. ჯერჯერობით, სადაზღვევო ბაზარზე კრიზისი არაა, რადგან სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ასრულებს. კორპორატიულ სექტორშიც დაზღვევის მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლება არ შეინიშნებოდა. დღეს სადაზღვევო ბაზარზე გაყიდვების სერიოზული კლება ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა. ჯანმრთელობის დაზღვევაზე ყველაზე მეტი მოთხოვნაა. სახელმწიფო 5 ლარიანი ჯანმრთელობის დაზღვევა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანი ინდივიდუალურად დაეზღვიოს. თუმცა ჯერ 25 ათასი კაცია დაზღვეული. ჯანმრთელობის დაზღვევა უფრო მეტად მოთხოვნადი იმიტომაა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს და პრობლემებიც ჯანმრთელობის მხრივ უფრო მეტია. დღეს ჯანდაცვის სფეროში ისეთი სისტემა ყალიბდება, თუ ღარიბი, სოციალურად დაუცველი არ ხარ და სახელმწიფო არ გეხმარება შენი ჯანმრთელობის ხარჯები შენ თვითონ უნდა გადაიხადო. ანუ ან ჯიბიდან უნდა გადაიხადო და ან დაეზღვიო. მთელი მსოფლიო ეზღვევა, მაგრამ ჩვენთან ჯერ უჭირთ. 5 ლარიანი დაზღვევა ძალიან იაფია და მისი გაყიდვაც კი მძიმედ მუშაობს. დღეს სადაზღვევო კულტურა საქართველოში არა არის. სახელმწიფო პროგრამებით საქართველოში ყოველი მესამე ჯანმრთელობის მხრივ დაზღვეულია. დანარჩენ ორ მესამედს ეს 5 ლარიანი დაზღვევა ინდივიდუალურად დაზღვევის საშუალებას აძლევს. ჯერჯერობით ის მოლოდინი, რაც გვქონდა ამ სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებით, არ შედგა. ახლა ამასთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და ვფიქრობთ, თუ რა გავაკეთოთ. როცა ეს პროგრამა იწყებოდა, გვეგონა ხალხი აღტაცებით შეხვდებოდა. სადაზღვევო ინდუსტრია საგამოფენო ტერიტორიზე პავილიონის აგებას აპირებდა, რადგან დაზღვევის მყიდველთა დიდი რაოდენობას ელოდა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ხუთ ლარიანი დაზღვევით 2 ათას ლარიან ოპერაციას ვერ გაიკეთებს. დაზღვევა დღევანდელ პრობლემას არ წყვეტს, ის ხვალინდელი პრობლემისთვისაა გათვალისწინებული. ექსპერტების აზრი, რომ 5 ლარი დაზღვევას არ ეყოფა, ჩემთვის მიუღებელია. მე გეტყვით, რომ 5 ლარი დაზღვევას ეყოფა, რადგან მე მათზე მეტი ვიცი. რომ ამბობენ ხალხის მოტყუებას ცდილობენო, არც ეს მესმის, რაშია ხალხის მოტყუება. უნდა გავითავისოთ, რომ დღეს ჩვენს ჯანდაცვის ფინანსირებაში ცვლილებები მოხდა. დაზღვევის გარდა, პრაქტიკულად, სხვა ეფექტური ინსტრუმენტი ჯანდაცვას აღარ აქვს. სახელმწიფო პროგრამები ძირითადად ბავშვებზე და მოხუცებზეა კონცენტრირებული. ინდივიდუალურად ადამიანისთვის ძალიან ძნელია სადაზღვევო სისტემაში შესვლა, რადგან ჩვენთან ყველა მოტყუებაზეა. 5 ლარიანი დაზღვევა გადაუდებელ ოპერაციებსაც აკეთებს. მოულოდნელი ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ ეს ძალიან კარგი პროდუქტია. მანქანების და ქონების დაზღვევა მცირეა. ბანკები კრედიტებს რომ გასცემდნენ, ბოლო დროს სიცოცხლის დაზღვევამაც იმატა. დაზღვევაში ხალხის უნდობლობა არ ყოფილა. არ გადახდები 10-12 წელი ჩვენს მიმართ არ ყოფილა. სადაზღვევო პროდუქტზე, ომის და კრიზისის მიუხედავად, ტემპი არ დავარდნილა. ჩვენ შიში გვქონდა, რომ კორპორატიული დაზღვევები შემცირდებოდა, მაგრამ არ შემცირებულა. "ალდაგი-ბისიაი" ყველაზე დიდი კომპანიაა, მაგრამ სხვა კომპანიებიც უკვე ძალიან წამოეწივნენ", - მიიჩნევს დევი ხეჩინაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა ლევან გოთუამ შემდეგი მოსაზრება დააფიქსირა: "ჩვენ სააგენტოში ინფორმაცია, რომ რომელიმე კომპანია სხვა კომპანიის აქციების ყიდვას ან შერწყმას აპირებდეს, არ არსებობს. არ ვიცი ფრუიძემ ასეთი რამ რატო განაცხადა. მე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არც რომელიმე სადაზღვევო კომპანია დგას გაკოტრების წინაშე."
იგივე მოსაზრება აქვს სადაზღვევო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს მანანა ციციშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ 13 სადაზღვევო კომპანიიდან და იმ 11 სადაზღვევო კომპანიიდან, რომლებიც ჯანმრთელობას აზღვევენ, მხოლოდ 4 ან 5 დარჩეს. ჯერჯერობით, "აი სი ჯგუფისა" და "სახალხო დაზღვევის" მსგავსად, არც სხვა რომელიმე კომპანიის შერწყმა იგეგმება.
გაზეთი "ბ&ფ" ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, კომენტარი კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ფრუიძემ ეს განცხადება, ვერავისგან მივიღეთ.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48