ჯოზეფ ქეი "ბორჯომს" რუსებს მიჰყიდის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ჯოზეფ ქეი "ბორჯომს" რუსებს მიჰყიდის
ნანახია: 910

ჰოლდინგი ინარჩუნებს კუთვნილ ინფრასტრუქტურას რუსეთის სავაჭრო ქსელში


"ბორჯომის" გადარჩენის გზად "ბ&ფ" ბიზნესის თBჩ-ჯგუფისთვის დაბრუნებას მიიჩნევს. ბრენდის აღორძინება და ახალი ინვესტორების მოზიდვაც მხოლოდ ამ ქართულ ბიზნეს-ჯგუფს შეუძლია. გასათვალისწინებელია, რომ "ბორჯომი" რიგითი ბრენდი არ არის და მის გადასარჩენად, რუსეთის ბაზრის დროებითი დაკარგვის პირობებში, ექსტრაორდინალური ზომების მიღებაა საჭირო.
ბოლო დროს "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების" კომპანია, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, ფლობდა "ბორჯომის" ჩამოსხმის ექსკლუზიურ უფლებას, მოიხსენიება როგორც "IDშ ბორჯომი". ეს უკანასკნელი 2004 წელს ჩამოყალიბებულა "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების" ბაზაზე, როგორც საერთაშორისო ჰოლდინგი. მოცემული ჰოლდინგის, ისევე როგორც "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების" კომპანიის საკონტროლო პაკეტის, მფლობელია "სელფორდი". "სელფორდ-ჯორჯია" ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოდან გაუჩინარდა. მან ოფისიც დახურა თბილისში.
"IDშ ბორჯომის" ოფისში "სელფორდის" შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ(?!), თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "სელფორდი" ბადრი პატარკაციშვილის აქტივია. საქართველოში არსებულ პატარკაციშვილის აქტივებს კი, მოგეხსენებათ, ჯოზეფ კეი, იგივე სოსო კაკიაშვილი აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, სავსებით რეალურია, რომ კეიმ "ბორჯომი" რუსებს მიჰყიდოს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეძენით. "ბ&ფ" წერდა რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენის იაკობაშვილის მცდელობების თაობაზე, რომელიც "ბორჯომის" შესყიდვას ცდილობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ "ბორჯომისთვის" რუსეთის ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლება ძნელია, პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო კეი ყოველთვის ჩვენს ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედებს, "ბორჯომის" რუსების ხელში გადასვლა უახლოეს მომავალში რეალურია.
ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს კახა ბენდუქიძის კვლავინდებურად დიდი გავლენა საქართველოს უმაღლეს ეშელონში. ის არამარტო კაბინეტს ინარჩუნებს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, არამედ პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებული პირია ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. მან კი თითქმის ყველა ობიექტი რუსებზე გაასხვისა. სავარაუდოა, რომ სარფიანად. ის კი არა და, არსებობს ეჭვები ექსპერტთა შორის, რომ ჩვენი ყაზახები და არაბები "ჩვენი" რუსები ან კიდევ უფრო, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები და სხვა ქართველები არიან.
"IDშ ბორჯომმა" 2004 წელს შეიერთა ყველაზე დიდი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია უკრაინაში. მის პორტფელში შედის ისეთი დიდი ცნობილი უკრაინული ბრენდები, როგორიცაა "მირგოროდსკაია", "მორშინსკაია", "ტრუსკავეცკაია". საერთაშორისო ჰოლდინგმა "IDშ ბორჯომი" 2007 წელს შეისყიდა რუსული მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია "ედელვეის ელი", 2009 წელს კი ასევე რუსული მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია "სვიტოი ისტოჩნიკი". ამ შენაძენებით, ჰოლდინგი იქცა მინერალური წყლის მწარმოებელ ყველაზე დიდ ჰოლდინგად როგორც დსთ-ს სივრცეში, ასევე მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ფაქტორიც აძლიერებს რუსების ხელში "ბორჯომის" გადასვლის ვერსიას. გაერთიანება ჰოლდინგს აძლევს საშუალებას ჰქონდეს დაბალანსებული პორტფელი და მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ბრენდი სხვადასხვა საფასო სეგმენტში. სხვადასხვა ქვეყანაში განავითაროს ლოკალური ბრენდები და ასევე განავითაროს საექსპორტო ბრენდი "ბორჯომი", რომელიც მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლდინგის პორტფელში ფუნქცია დაკისრებული აქვს ქართულ მინერალურ ბრენდ "ბორჯომს", რომელიც ჰოლდინგის ერთადერთი საექსპორტო ბრენდია.
ჰოლდინგის აქციონერები, საინვესტიციო კომპანია "სელფორდის" გარდა, არიან, აგრეთვე, ქართველი ბიზნესმენები და ჰოლდინგის მენეჯმენტი.
2008 წლის სექტემბრამდე ჰოლდინგი გადიოდა გაყიდვების იმ მაჩვენებელზე, რომელიც ჰქონდა მას რუსეთის ბაზრის დაკარგვამდე. თუმცა, სადღაც სექტემბერში, გლობალური ფინანსური კრიზისის გამო, გაყიდვების ზრდის ტენდენციამ იკლო. სერიოზული პრობლემები გაჩნდა საექსპორტო ბაზრებზე. განსაკუთრებით უკრაინის ბაზარზე. კრიზისის ფონზე, კონკრეტულად კომპანია "ბორჯომმა" დაკარგა გაყიდვების 40%. 2009 წელს გაყიდვების ზრდა არ ჩაიდო გეგმაში და ჰოლდინგი ცდილობს შეინარჩუნოს გაყიდვების ის ტენდენცია, რაც 2008 წელს იყო, ზრდა დაგეგმილი არ არის.
შიდა ბაზარზე კი გაყიდვების შემცირება ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა.
კომპანიამ "სვიტოი ისტოჩნიკი" ცნობილი კომპანიის "ნესტლესგან" შეიძინა. კომპანიის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ეს ბრენდი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს რუსეთის ბაზარზე არსებულ ლოკალურ ბრენდებს რუსეთის ბაზარზე ლოკალური ბრენდების შეძენით და მათი ქსელში განთავსებით, ჰოლდინგი ინარჩუნებს "ბორჯომის" კუთვნილ ინფრასტრუქტურას რუსეთის სავაჭრო ქსელში, ანუ ადგილს თაროზე. ეს სტრატეგია კი "ბორჯომის" რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარება სწრაფად და ეფექტიანად მოვიცვათ მთელი სავაჭრო ქსელი, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფრასტრუქტურა დაიკარგა. თაროზე ადგილის დაკარგვა ძალიან ადვილია, თავის ხელახალი დამკვიდრება კი ურთულესი.
ჰოლდინგის ამ ამბიციურ გეგმებს ხელი რომ არ შეეშალოს, აუცილებელია კარგი მეურნის საკუთრებაში ბრენდის არსებობა. არადა, ამ მხრივ არსებული ბუნდოვანება საქმეს ნამდვილად არ წაადგება.
პატრიოტი და ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული მთავრობა იმაზე კი არ იფიქრებდა, სარფიანად როგორ გაეყიდა "ბორჯომი" და ხელი მოეთბო ამ საქმეზე, არამედ დაუბრუნებდა ბრენდს თBჩ-ჯგუფს და ხელს შეუწყობდა მის მწარმოებლად ქართული კომპანიის გადაქცევას. ამ მრავალი ენის მცოდნეებმა იქნებ წაიკითხონ, როგორ უწყობს ხელს აშშ-ს მთავრობა "ჯენერალ მოტორსს", როგორი ხელშეწყობა აქვთ "კოკა-კოლას", "ნესტლეს", "ბუდვაიზერს", "ჰაინეკენს", თურქულ წამყვან კომპანიებს.
თუმცა, იქნებ იციან კიდეც, მაგრამ მხოლოდ ცოდნა რას გვარგებს!

ლევან მზიანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48