ნანახია: 762
საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ 4-დან 7 მაისამდე ირანულ კოლექციას უმასპინძლებს. Pპროექტი ხორციელდება ირანის საელჩოს, ვაჭრობის სამინისტროს და კომპანია „ფარს რასტაკის“ ორგანიზებით. კომაპნიის გენერალური დირექტორის – აზიმ ბაღამორადის განცხადებით, ირანული კოლექციის გამოფენა, ქართულ-ირანულ სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააღრმავებს. Pპროექტის ძირითადი მიზანია, ირანული მრეწველობის ქართველებისათვის გაცნობა. გამოფენაში 30 ირანული ფირმა მონაწილეობს. ძირითადად, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ტექნიკა და კვების პროდუქტებია წარმოდგენილი. საგამოფენო პავილიონში ხალხმრავლობა ნამდვილად შეინიშნება, თუმცა მათ ძირითად ნაწილს, უბრალო დამთვალიერებლები შეადგენენ. ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ კოლექციით მასიურად დაინტერესდებიან ქართული სამრეწველო კომპანიები, ვინაიდან გამოფენა, ირანულ და ქართულ კომპანიებს შორის უშუალო ხელშეკრულებებს ითვალისწინებს.
|