მაღალჩინოსნის კალთას ამოფარებული ბიზნესი კრახით მთავრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მაღალჩინოსნის კალთას ამოფარებული ბიზნესი კრახით მთავრდება
ნანახია: 1169

"კალა კაპიტალს" სერიოზული პრობლემები აქვს

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და "მილანის" ცნობილმა ქართველმა ლეგიონერმა კახი კალაძემ ერთობლივი ბიზნეს-პროექტის - "კალა კაპიტალის" განხორციელების შესახებ გააკეთეს განაცხადი.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ბიზნეს-ჯგუფი უცხოური და ქართული კაპიტალით დაფინანსდებოდა და ინვესტიციებს სამ სფეროში - ენერგეტიკაში, მშენებლობაში და საბანკო პროექტებში ჩადებდა.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და კომპანია "კალა კაპიტალის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ნოღაიდელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, "პროგრესს ბანკი", რომლის ხელმძღვანელი შემდგომ ალექსი ალექსიშვილი გახდა, უნდა ყოფილიყო იმ თამამი ნაბიჯების ხერხემალი, რომლის განხორციელებასაც "კალა კაპიტალი" აპირებდა და მიუხედავად საქართველოს საბანკო სექტორში არსებული საკმაოდ კონკურენტული გარემოსი, "კალა კაპიტალის" მესვეურთა აზრით, ჯერ კიდევ არსებობდა ის ნიშა, რომლის დაკავებასაც ახალი ბანკი გეგმავდა. "პროგრესს ბანკის" გახსნა სექტემბრისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა და ბანკის ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებასაც კომპანია აპირებდა, "არსენალია". ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, პროექტი თავისი მასშტაბურობით პრაქტიკულად ერთადერთი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. აღნიშნულ პროექტში 1,5 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმებოდა და იგი 10 წელზე იყო გათვლილი, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტში აღნიშნულ პროექტს 1% უნდა შეედგინა.
პროექტი "არსენალი" 10 წელიწადში 80 ათას ჰექტარზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი მოიცავს სამთავრობო და საცხოვრებელ კომპლექსებს, საკონფერენციო ცენტრებს, ვილებს, "ა"კლასის ოფისებს და კომერციულ ფართებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსა და გასართობ დაწესებულებებს.
ამასთან ზურაბ ნოღაიდელი აღნიშნავდა, რომ მიმდინარეობდა ენერგეტიკის სექტორის შესწავლა და "კალა კაპიტალი" ამ სფეროშიც მრავალი მიმართულებით გეგმავდა საქმიანობას.
პროექტის პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ საქმეში მთლიანად კახი კალაძის კაპიტალი ჩაიდებოდა. ქართველ მილიონერთა სიაში კახი კალაძე 40 მილიონი დოლარით იკავებს საპატიო ადგილს. გამოდის კალაძემ, რომელსაც არც ბანკების გაეგება რამე, არც მშენებლობის და მითუმეტეს, არც ჰიდროენერგეტიკის, საკუთარი 40 მილიონი დოლარი ნოღაიდელს ანდო, ნოღაიდელმა კი თავისი 75 მილიონი (ან მეტი) შეინახა და საქმიანობას მისთვის ნაცნობი ბიზნესების კეთებით შეუდგა.
კახი კალაძის შესახებ ცნობილია, რომ ის პროფესიონალი ფეხბურთელია, ფლობს რესტორნის წილს იტალიაში, აქვს ჟურნალი უკრაინაში, სასტუმრო საქართველოში. ამის ფონზე, მხოლოდ მისი კაპიტალით თბილისში მინიქალაქისა და ჰესების მშენებლობა, საკმაოდ თამამი განაცხადი იყო.
ოქტომბერში კახი კალაძე კომპანია "კალა კაპიტალის" შემადგენლობაში შემავალი კომპანია "არსენალ დეველოპმენტის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ამ თანამდებობის დაკავების მიზეზი ზურაბ ნოღაიდელის პოსტიდან წასვლა იყო, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა.
როდის შეუდგება "კალა კაპიტალი" თავისი გრანდიოზული გეგმების განხორციელებას, როგორც ჩანს, გაურკვეველია, რადგან კომპანიას ამ ბოლო დროს სერიოზული პრობლემები შეექმნა. საქმე ის გახლავთ, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და "კალა კაპიტალს" შორის დავა ავლაბარში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის, "არსენალის" საპრივატიზაციო ღირებულების გადაუხდელობის გამო მიმდინარეობს.
"არსენალ დეველოპმენტს", საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევისთვის, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2008 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, 931 080 აშშ დოლარის ჯარიმა ერიცხება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ პირველ ეტაპზე 19 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა კი 2012 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაფაროს.
"კალა კაპიტალმა" საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართა, რათა "არსენალ სითის" პროექტთან დაკავშირებული ახალი, მისაღები და რეალური ვადები შემუშავდეს და მოხდეს შესაბამისი ვალდებულებების გადავადება. როგორც "კალა კაპიტალის" დამფუძნებლის კახი კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს შექმნილ რეალობაში მასშტაბური პროექტების დასასრულებლად აუცილებელია.
აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზეც იმოქმედა, საგრძნობლად შეიზღუდა საინვესტიციო პროექტებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა, რაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდანაც არაერთხელ გაცხადებულა.
კომპანიის ხელმძღვანელმა ლაშა ამაღლობელმა განაცხადა, რომ 20 მლნ. აშშ დოლარი უკვე გადაიხადეს, დარჩენილი თანხა კი გასული წლის დეკემბერში უნდა დაეფარათ, თუმცა აგვისტოს მოვლენების შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ამას ვერ ახერხებენ და კომპანიას საურავები ეკისრება.
სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანია ვალდებულია მომდევნო 10 წლის განმავლობაში პროექტში 700 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადოს. ამაღლობელის განცხადებით, თუ ვალდებულებებს არ გადაუვადებენ, "არსენალ სითის" პროექტი საბოლოოდ გაჩერდება.
"არსებული ეკონომიკური და საფინანსო კრიზისის დროს "არსენალ სითის" ანალოგიური ნებისმიერი მასშტაბური და კაპიტალტევადი პროექტი, რომელიც მწვავე მაკროეკონომიკური რეცესიის პირობებში მიმდინარეობს, აუცილებლად შეფასდებოდა, როგორც ძალზედ სარისკო და ეკონომიკურად გაუმართლებელი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ ავაშენოთ "არსენალ სითი" და კიდევ ერთი ლამაზი საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას. ამაში კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ხელს გვიშლის", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, კომპანიამ არაერთხელ მიმართა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მომხდარიყო ხელშეკრულების პირობების გადახედვა და პროექტის განხორციელებისთვის ვადების და ერთობლივი ღონისძიებების დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით შეჯერება, თუმცა, სამინისტრომ კომპანიას ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა.
"ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა მთავრობის წევრებს, განსაკუთრებულად გაუფრთხილდნენ ინვესტორებს, რომლებიც ახლა უკვე სანთლით საძებარნი არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამინისტრო საღად ვერ აფასებს შექმნილ რეალობას, ვერ აცნობიერებს, რომ დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს ისეთი ეკონომიკური და ბიზნესგარემო, რომელიც "არსენალი სითის" მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას რეალურ საფუძველს შეუქმნიდა", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო "კალა კაპიტალისთვის" პროექტ "არსენალ სითის" ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების სამი წლით გადავადებას არ აპირებს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, სახელმწიფოს არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, "კალა კაპიტალის" წინადადება მიუღებელია, რადგან ის სოლიდური გადასახადის საკმაო დროით გადავადებას ითხოვს, თუმცა, სამინისტრო მზად არის მათგან სხვა წინადადებებიც მიიღოს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. "აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით მივმართეთ "კალა კაპიტალის" წარმომადგენლობას და ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ", - აცხადებენ სამინისტროში.
ამ მოვლენების გამო კახი კალაძის "კალა კაპიტალი" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთობას წყვეტს და უფრო მაღალ ინსტანციებს მიმართავს.
"ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები სამთავრობო დონეზე გამართავენ შეხვედრას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შეთანხმების მიღწევაში დაგვეხმარება", - აცხადებს კალაძე.
ამასთან "კალა კაპიტალმა" ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს.
"ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს, გადაგვეხედა ხელშეკრულების პირობებისთვის და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შეგვეჯერებინა პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ახალი, გონივრული ვადები და დაგვესახა ერთობლივი ღონისძიებები. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჩვენს ყველა საქმიან წინადადებას ხისტად უპასუხა. ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება მოგვთხოვა და ფაქტობრივად, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ღიად აცხადებს უარს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაზე," - აცხადებენ "კალა კაპიტალში".
რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მათი თქმით "კალა კაპიტალის" საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
ამ დროისათვის კი ისიც უცნობია, რა ბედი ეწევა "კალა კაპიტალის" კიდევ ერთ პროექტს და გააგრძელებს თუ არა საქმიანობას ჰოლდინგში შემავალი კომპანია "კალა ენერჯი", რომელმაც ამერიკულ კომპანიასთან ერთობლივი საწარმო "ტოტ ენერჯი" შექმნა. კომპანია პირველ ეტაპზე ნავთობისა და გაზის მოპოვებითი სამუშაოებით იყო დაინტერესებული.
ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი კი "კალა კაპიტალსა" და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაპირისპირებაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს. ცისკარიშვილს ის უფრო აოცებს, რომ კახი კალაძე ასეთი დამოკიდებულების მიზეზს ვერ ხვდება.
"როცა საკუთარ ბიზნესს იწყებ და ბიზნეს-პარტნიორად თითქმის ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ირჩევ, ისიც უნდა გესმოდეს, რომ როცა ეს ადამიანი ოპოზიციაში წავა, შენს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება. ბიზნესი თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში უნდა ააწყო და არა რომელიმე მაღალჩინოსნის კალთას თავშეფარებულმა," - აცხადებს ცისკარიშვილი.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48