მცირე მეწარმეები ქმედით ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მცირე მეწარმეები ქმედით ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვენ
ნანახია: 1379

"დროა ჩვენი მთავრობა გონს მოეგოს, ბენდუქიძის ექსპერიმენტებს თავი დაანებოს და მცირე ბიზნესის დასახმარებლად რაიმე ქმედითუნარიანი ნაბიჯები გადადგას"

განვითარებულ ქვეყანათა უმრავლესობაში მთავრობა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს მცირე წარმოებების და კერძო ბიზნესის დასახმარებლად. საქართველოში, ამ მხრივ, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე სიტუაციაა. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, მცირე და საშუალო ბიზნესს არანაირი დახმარება არ მიუღია. 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომლის თანახმადაც მცირე და საშუალო საწარმოები 2 წლის განმავლობაში გადასახადებისგან განთავისუფლდებოდნენ, ოდენ დაპირებად დარჩა.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ როლს ასრულებს. პირველ რიგში, უზრუნველყოფს დასაქმების პრობლემას, ასევე ზრდის კონკურენტულ გარემოს და მხარს უჭერს სოციალური უთანასწორობის შერბილებას. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ინდიცატორს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სფეროს განვითარებისთვის საჭიროა, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე დიდი ხანია ამაოდ ელის.
2008 წელს მთავრობას როგორც იქნა მცირე და საშუალო ბიზნესი გაახსენდა და ახალი ინიციატივა - "იაფი კრედიტი" შემოგვთავაზა. მაშინდელი ჩინოვნიკების განცხადებით ეს პროგრამა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სერიოზულ სტიმულერებას მოახდენდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, მთავრობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავდა, რომელსაც "იაფი კრედიტის" პროგრამაში ჩადებდა. ეს გეგმა მიმართული უნდა ყოფილიყო სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროექტის თანახმად პრიორიტეტი 50 000 დოლარამდე სესხებს მიენიჭებოდა.
ეს ყველაფერი დაპირება იყო. 10 მილიარდს ვიღა ჩივის, წელს "იაფი კრედიტის" პროგრამაზე ბიუჯეტში, მხოლოდ 20 მლნ. ლარია გათვალისწინებული. სამწუხაროდ, როგორც სხვა ბევრი პროექტი, "იაფი კრედიტიც" წინასაარჩევნო პიარის ნაწილად დარჩა. მართალი ამ სესხების გაცემა დაიწყო, 2 არჩევნების ჩატარების შემდეგ ცოტა ხნით შეფერხდა, ხოლო დღეს ისევ მიმდინარეობს, მაგრამ იაფი სესხით დაწყებული და განვითარებული ბიზნესის ნახვა ცოტა რთული საქმეა. მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს ამ პროექტით სარგებლობა.
ხელისუფლება რატომღაც არ აქვეყნებს მონაცემებს, თუ "იაფი კრედიტის" პროგრამით რამდენი ბიზნესი იქნა დაკრედიტებული. ეს ინფორმაცია მათ ან არ აქვთ, ან მისი საჯაროდ გამოქვეყნება არ სურთ.
"მთავრობა "იაფი კრედიტის" პროგრამით, ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმადა. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მცდელობას. თუმცა ჩვენი აზრით, არსებობს ძალიან ბევრი საყურადღებო ფაქტორი, რის გამოც ვთვლით, რომ "იაფი კრედიტის" პროგრამამ არ გაამართლა და ვერ მოიტანა სასურველი შედეგი.
ჩვენი ორგანიზაცია "იაფი კრედიტის" პროგრამაზე მუშაობდა. რამდენიმე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა "აფბას" კონსულტაციისათვის მოგვმართა, რათა ჩვენ იაფი სესხის აღებაში დავხმარებოდით. ამ პროგრამით სარგებლობა იმდენად ძნელი აღმოჩნდა, რომ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც კი ვერ შეძლო ამ ადამიანების დახმარება, რადგან სესხის ასაღებად ისეთი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა აღმოჩნდა საჭირო, რომ ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან, ჩვენი ყველა, სრულიად კანონიერი მოთხოვნა, რომ რაიმე საჯარო ინფორმაცია მოეწოდებინა სესხის ასაღებად, უგულებელყოფილი იქნა და პასუხის ღირსადაც კი არ ჩაგვაგდეს"
, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" (აფბა).
სამეწარმეო საქმიანობა საფუძველს იღებს მცირე და საშუალო მეწარმეობიდან. მცირე ბიზნესს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში უდიდესი ყურადღება ექცევა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში არსებობს სახელმწიფო მნიშვნელობის ინსტიტუტები, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებსა და პრობლემებს სწავლობენ. საქართველოში კი ჩვენს ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესზე ჯერ სერიოზულად ფიქრი არ დაუწყია.
"ბანკები და ფინანსები" რამდენიმე მცირე მეწარმეს გაესაუბრა. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ გადასახადების გადახდა გარკვეული დროით შეჩერდა, მაგრამ შემდეგ ეს "დავალიანება" არა თუ აანაზღაურებინეს, არამედ მისი დაგვიანებით გადახდისათვის დააჯარიმეს კიდეც. სასურსათო მაღაზიების მესაკუთრეების განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესისადმი დამოკიდებულების პირობები თითქმის არ შეცვლილა. მართალია ლიცენზიების მიღება არ უჭირთ, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო გადასახადების გადახდა უძნელდებათ, რადგან მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია. კითხვაზე, წავლენ თუ არა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მათმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა, რადგან, მათი აზრით, საქართველოს ეკონომიკური სფერო რეფორმას და უფრო მეტად მხარში დგომას მოითხოვს.
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ სავაჭრო ცენტრ "პასაჟის" ერთ-ერთი მაღაზია "სპექტრის" მფლობელს ქ-ნ დალი სამადაშვილს, რომლის თქმითაც, ისინი ძველებურად მხოლოდ ადგილის საფასურს იხდიან, კვადრატულ მეტრზე 40-დან 60 აშშ დოლარამდე. დანარჩენ ხარჯებს კი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ფარავს. სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დამატებით შეღავათებზე ლაპარაკიც არ არის.
მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში სახელმწიფო ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას. მცირე ბიზნესის სახელმწიფო ხელშეწყობა არ ნიშნავს ცუდად მომუშავე საწარმოს დახმარებას. სახელმწიფო მიმართულია იმ პრობლემების გადაჭრისკენ, რომლებიც საწარმოს მცირე შესაძლებლობების გამო წარმოეშვება და შეიძლება ითქვას, არათანაბარკონკურენტულ პირობებში აყენებს მსხვილ საწარმოსთან მიმართებაში. მაგალითად, ამერიკაში სახელმწიფო კერძო საფინანსო სამსახურს აძლევს სესხის ნაწილის დაფარვის გარანტიას. კერძოდ, თუ მცირე მეწარმის მიერ აღებული სესხი არ აღემატება 750 ათას ამერიკულ დოლარს, მეწარმის გადახდისუუნაროდ შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო კრედიტის 75%-ს ფარავს, ხოლო თუ კრედიტი 100 ათას დოლარს არ აღემატება, გარანტია 80 %-ზე გაიცემა.
ანალოგიური პროგრამა მოქმედებს დიდ ბრიტანეთშიც. მცირე მეწარმისთვის სესხის აღების გამარტივების მიზნით სახელმწიფო აქაც აზღვევს სესხის 75%. ამასთან ბანკი კრედიტის გაცემის პირობებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ადგენს. ამ პროგრამისთვის გაერთიანებული სამეფოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 000 000 ფუნტი სტერლინგი გამოიყოფა.
გერმანიაში მცირე საწარმოების ინვესტირებისთვის სახელმწიფო უსასყიდლო სუბსიდიებს გასცემს, რომელიც მთლიანი კაპიტალის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ძირითადი დაფინანსება კი შეღავათიანი კრედიტების გაცემით ხდება, რომლის დაფარვაც შესაძლებელია 10 წლის მერე, მეწარმე კრედიტის დაფარვას მე-11 წელს იწყებს. დაფარვის ვადა კი მაქსიმუმ 20 წელია. კრედიტის წლიური პროცენტი 5%-ს არ აღემატება. შეღავათიანი კრედიტის ასაღებად აუცილებელია, რომ საერთო კაპიტალში კრედიტის წილი 50 პროცენტს არ აღემატებოდეს, ხოლო კრედიტის ოდენობა ერთ მილიონ ევროს.
საფრანგეთში მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე 50-მდე ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორის "მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ბანკი", რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის ეს ბანკი სრულიად უპროცენტო სესხებს გასცემს, ხოლო 30 000 ევროს ფარგლებში კი სუბსიდიები გაიცემა. ბანკს, ერთის მხრივ, აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო დარჩენილ ნახევარს ნახევრად სახელმწიფოებრივი დეპოზიტებისა და აქტივების მართვის სალარო თავის თავზე იღებს.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ჩამონათვალისა, რასაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფოები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად აკეთებენ. ალბათ, დამეთანხმება მკითხველი, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ასეთი სახის ფუფუნებას მოკლებულია. სერიოზულ დახმარებას რომ თავი დავანებოთ, მცირე ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში არანაირი შეღავთი არ აქვს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყება ადმინისტრაციულად საკმაოდ გაიოლდა, რეალურად კანონმდებლობა და პრაქტიკული რეალობა დამწყებ მეწარმეს ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის, რათა წარმატებულად და შედეგიანად აკეთოს ბიზნესი. დღეისათვის საქართველოში ნებისმიერი სახის ბიზნესისათვის თანაბარი საგადასახადო პირობებია. მთლიანი საგადასახადო ტვირთი ბიზნესისათვის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. მსგავსი საგადასახადო კოდექსის პირობებში მცირე მეწარმეებს ძალიან ურთულდებათ დიდ ბიზნესთან თანაარსებობა.
ვფიქრობთ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და გაიაზროს მცირე მეწარმეების პრობლემები. მცირე მეწარმეობის აღორძინება-განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და კარგად გააზრებული ღონისძიებების გატარება სჭირდება, ხოლო იმ პიარზე გათვლილი ერთჯერადი ღონისძიებებით, რომლებსაც სახელმწიფო მიმართავს, ეკონომიკის ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროს განვითარებაში ვერ დაეხმარება.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მცირე მეწარმეობის განვითარების დონე საქართველოში არადამაკმაყოფილებელია. დროა ჩვენი მთავრობა გონს მოეგოს, ბენდუქიძის ექსპერიმენტებს თავი დაანებოს და მცირე ბიზნესის დასახმარებლად რაიმე ქმედითუნარიანი ნაბიჯები გადადგას. თუ სახელმწიფო ცოტა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მცირე ბიზნესის განვითარებას, ეს საქართველოს ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას მოახდენს, რაც პირდაპირ პროპორციულად იმოქმედებს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაზე"
, - აღნიშნავენ "აფბაში".

მარი ჟღენტი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48