ბიზნესმენები ფინანსურ ამნისტიას ითხოვენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ბიზნესმენები ფინანსურ ამნისტიას ითხოვენ
ნანახია: 1296

უკანასკნელ პერიოდში ბიზნესმენების მიერ მოთხოვნილმა ფინანსურმა ამნისტიამ დიდი ხმაური გამოიწვია. ამ საკითხის განხილვაში პოლიტიკოსები, ეკონომისტები, ბიზნესმენები და ექსპერტები ჩაერთნენ.
ბიზნესმენთა ნაწილი არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ფინანსურ ამნისტიაში ხედავს. ამ იდეით ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოდის და შესაბამისი თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს.
ქვეყანაში ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაა საჭირო, - წერს თემურ ჭყონია და ამის არგუმენტად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მოჰყავს, - "დღეს ბიზნესი იმ ვალებს იხდის, რაც 2004 წლამდე იყო დაგროვილი. საქმეები სასამართლოშია წასული. საინტერესოა, რომ ეს თანხა ბიუჯეტშიც არ არის ასახული, ანუ ბიუჯეტი არაფერს კარგავს. სამაგიეროდ, ეს იქნება ბიზნესში ჩადებული დიდი ინვესტიცია. ამნისტიის გამოცხადებაც სწორედ ამიტომ არის საჭირო."
ჭყონიას მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეკონომისტებსა და ბიზნესმენებს შორის.
მთავრობიდან ბიზნესში წასული ლექსო ალექსიშვილი აცხადებს, რომ დღეს ფინანსური ამნისტიის განხორციელების აუცილებლობა არ არის. "ასეთი მოქმედებები მოკლე პერიოდში არ უნდა ხდებოდეს. გვაქვს საგადასახადო კოდექსი და ყველამ ამ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა ვიმუშაოთ," - აცხადებს ალექსიშვილი.
ფინანსური ამნისტიის მომხრეა კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტი გოგი თოფაძე. თუმცა მიაჩნია, რომ ის ისეთივე მოჩვენებითი არ უნდა იყოს, როგორც ეს 2005 წელს მიღებული ამნისტიისას მოხდა. "რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ ფინანსური ამნისტია გამოცხადდეს და არც მგონია, რომ რომელიმე ქართველი მეწარმე ამ პოზიციის მხარდამჭერი არ იყოს. საერთოდ, უკეთესი იქნება ბიზნესს მეტი ყურადღება მიაქციოს ხელისუფლებამ, რაც მომგებიანი იქნება არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის.
ეს არ უნდა იყოს რაღაც მოჩვენებითი ღონისძიება, როგორიც ჩვენ უკვე ვნახეთ, არამედ რეალურად განხორციელებული ამნისტია, რომელიც ქართველ მეწარმეებს ბიზნესის აღორძინების საშუალებას მისცემს. მეტიც, დღეს აუცილებელია როგორც ფინანსური ამნისტიის გამოცხადება, ასევე საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით რეალური ცვლილებების მიღება", - აღნიშნავს გოგი თოფაძე.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ფინანსური ამნისტია 2005 წელს განხორციელდა, როდესაც მათ, ვისაც გადასახადები ჰქონდათ დამალული ან არალეგალურად საქმიანობდნენ, ეპატიათ 2004 წლამდე განხორციელებული მსგავსი ქმედებები. თუმცა მათ 2005 წლიდან ლეგალური ბიზნესის წარმოება აეკრძალათ.. ბიზნესმენების თქმით, ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის დროს გამოცხადებულ ფინანსურ ამნისტიას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. შესაძლოა რამდენიმე კომპანიამ ან პირმა ისარგებლა ამით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებისადმი ნდობა იყო ძალიან დაბალი, ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. მოიტანა თუ არა შედეგი ამ ამნისტიამ, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ: 2003 წლიდან 2007 წლის ჩათვლით საგადასახადო შემოსავლები მკვეთრად იზრდებოდა. თუ 2003 წელს საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 13% იყო, 2007 წელს ის 26%-მდე გაიზარდა. რასაკვირველია, საგადასახადო შემოსავლების გაზრდა მხოლოდ ფინანსური ამნისტიის შედეგი არ იყო, თუმცა, ამაში დიდი როლი შეასრულა. როდესაც ქვეყანაში დიდია არალეგალური ბიზნესის წილი, ფინანსური ამნისტიის საჭიროება არსებობს. თუმცა ისევ მივდივართ ხელისუფლების ნდობასთან. მეწარმეს არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ თუკი გამოაჩენს დამალულ გადასახადს, შემდეგ მას მაინც პრობლემები შეექმნება.
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაში ჟვანიამ ბიზნესმენთა ინიციატივასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: "ფინანსური ამნისტიის გამოცხადება სპეციფიკური საკითხია, რადგან მან შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ამას სჭირდება ეკონომისტების სერიოზული მუშაობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება."
ამნისტიის გამოცხადების მოწინააღმდეგეთა თქმით, სახელმწიფოს მიმართ დავალიანების გადახდა თითოეული კომპანიის ვალდებულებაა. ერთია, როცა ჯარიმა-საურავები არასწორად არის დარიცხული, ხოლო თუ ჯარიმა დარღვევებისთვის სამართლიანად არის დაწესებული - კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და ეს თანხა გადაიხადოს. მათი აზრით, ამგვარი ვითარება არაკონკურენტული გარემოს შექმნის მთავარი მიზეზია, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი კი ასეთ სიტუაციაში გაურკვეველი რჩება. რა დააშავეს იმ ბიზნესმენებმა, რომლებმაც ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებები გაისტუმრეს? ისე არ უნდა მოხდეს, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესი შევიწროვდეს, სხვებს კი სასათბურე პირობები შეექმნათ. ამიტომ ამნისტიის საკითხის გადაწყვეტისას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო. თუკი მართლაც გადაწყდა ამნისტიის გამოცხადება, საჭიროა, რომ მოხდეს მისი მოულოდნელად გამოცხადება და მანამდე იგი განსჯის საგანი არ უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბიზნესმენები ამნისტიის მოლოდინში თავს აარიდებენ გადასახადების გადახდას.
2005 წელს განხორციელებულ ამნისტიას ჰქონდა უარყოფითი მხარეც. მაშინ ის მათ შეეხო, ვინც გადასახადებს მალავდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ პატიოსანი გადამხდელი დაიჩაგრა. თუკი ამნისტიაზე იქნება საუბარი, პატიოსანი ბიზნესმენები, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ, არ უნდა დაიჩაგრონ.
რაც შეეხება, სხვა ბიზნესმენთა აზრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ტოიოტა ცენტრი კავკასიის" დირექტორი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, რომ "ეს იქნება ბიზნესისთვის დიდი დახმარება. კომპანიები ამ თანხებს განვითარებაზე მიმართავენ და სამუშაო ადგილების შემცირების ნაცვლად ადამიანთა დასაქმებას უზრუნველყოფენ. ეს იქნება დიდი სტიმული იმისა, რომ ბიზნესმა განვითარება გააგრძელოს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ ბუცხრიკიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული პროექტი ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით კომიტეტში არ განიხილება. "ჩვენთან ძალიან ბევრი წინადადება შემოდის, ვიხილავთ და მთავრობასთან ერთად შემდგომ ხდება მისი რეალიზება. დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, თუმცა არანაირი პროგრამა და პროექტი არ არსებობს", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ მთავრობა და რეალურად გამოაცხადებს თუ არა ფინანსურ ამნისტიას. ერთი კი აუცილებელია, რომ საკითხის გადაწყვეტამდე მისი ყველა მხარე და ნიუანსი კარგად შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იქნას.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48