ნანახია: 843
ლორენცო ფერტიტა – 1,3 მილიარდი დოლარის მფლობელი შოუმენი Lorenzo Fertitta (1969) აშშ
ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, წარმატებული ბიზნესმენი, დაინტერესებული აზარტული თამაშების სამყაროთი, სხვადასხვა სახის თამაშებით და შემოქმედების სხვადასხვა სფეროთი. მისი პირადი კაპიტალი 1,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ეკონომიკურმა ჟურნალმა "ფორბსმა" მილიარდერი მსოფლიოს ყველაზე შეძლებული და გავლენიანი პიროვნებების სიას მიაკუთვნა. დღესდღეობით ლორენცო ცხოვრობს ნევადაში. ჰყავს ცოლი და სამი შვილი.
მილიარდერი ლორენცო დიპლომირებული სპეციალისტია. მან თავდაპირველად სან-დიეგოს უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შედეგადაც ხელოვნებისა და მეცნიერების ხარისხი მიიღო, შემდეგ კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ძალიან პრესტიჟული ხარსიხი MBA.
ლორენცო ფერიტა დაიბადა ცნობილ ფრანკ ფერიტას ოჯახში, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დილერად ითვლებოდა ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში (Stardust Casino). ოჯახური ბიზნესი კრახს განიცდიდა, რადგან იხსნებოდა სულ ახალ-ახალი გასართობი ცენტრები, რომლებიც უახლესი ტექნიკით და დიდი რაოდენობით სხვადასხვა თამაშებით იყო აღჭურვილი.
აი, მაგალითად, 1976 წელს გაიხსნა The Casino, რომელსაც 1995 წელს გადაერქვა სახელი და Bინგო Pალაცე დაერქვა. მალე ლორენცო ფერიტამ თავის ძმასთან და კიდევ ერთ პარტნიორთან ერთად ეს კომპანია 9 მილიარდ დოლარად შეიძინეს და ის უმსხვილეს ორგანიზაციად გადააქციეს.
ლორენცო ფერიტა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებით დაინტერესდა, რომლებიც არა მხოლოდ უდიდესი პოულარობით სარგებლობდნენ, არამედ დიდი შემოსვალიც ჰქონდათ.
მაგალითად, Ultuimeted Fighting Championship-ი ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა, რომელიც გადმოსცემდა ყველაზე კარგ ბრძოლებს, მილიარდერისთვის მეტისმეტად ძვირი აღმოჩნდა. თუმცა ის მაინც შეიძინა და პროექტის განსავითარებლად და სრულსაყოფად, ცნობილმა მეწარმემ 40 მილიონი დოლარი გამოჰყო.
2004 წელს მაყურებელი აღფრთოვანბისგან კინაღამ შეიშალა, როდესაც საკუთარი ტელევიზორების ეკრანებზე თჰე The Ultimate Fighte დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ნამდვილი ბრძოლები, თითოეულ მათგანს თან სდევდა საპასუხისმგებლო და სერიოზული წესები, სადაც წესების დარღვევა არ დაიშვებოდა.
დღესდღეობით ეს სატელევიზიო პროექტი, მრავალი ქვეყნის საკაბელო ტელევიზიებში შეიჭრა, მათ შორის კანადაში, ევროპაში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
|