ნანახია: 646
მორგან სპარლოკი - ახალგამომცხვარი მილიონერი, რომელიც არასწორად იკვებება. Morgan Spurlock
მორგან სპარლოკმა საკუთარი სახსრებით გადაიღო ფილმი Super Size Me ("ასეთი დიდი მე"). ფილმი აქტიურად დემონსტრირებს იმას, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანისთვის სწრაფი კვების ხშირმა მოხმარებამ - აცხადებდა CNN. ამ ფილმით მორგანმა 6,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მან არ დაინდო საკუთარი თავი, რათა გაექარწყლებინა მითი McDonald’s-ის საკვების სარგებლიანობის შესახებ. 30 დღის განმავლობაში მორგანი რეგულარულად საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა McDonald’s-ში, იგი ამას სარეკლამო ლოზუნგებით ხსნიდა. McDonald’s-ის და ფასტ-ფუდის ქსელის პროდუქციის პერმანენტული მოხმარების შედეგების ქრონოლოგიური განვითარების ნახვა, სპარლოკის ფილმშია შესაძლებელი. ექსპერიმენტის შედეგებით მორგანმა წონაში ძალიან მოიმატა, სისხლში ქოლესტერინი მოემატა. ჰქონდა მუდმივი ტკივილები თირკმელებში, დაუქვეითდა სექსუალური პოტენციალი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც შეიძლება ასეთმა კვებამ გამოიწვიოს.
ფილმმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია შეერთებულ შტატებში იგი სერიალის სახით მალე იქნება ნაჩვენები სხვადახვა არხებზე. სხვათაშორის, ამ შოკისმომგვრელი ფილმის შემქმნელს, რესტორნების, რომლებიც სწრაფ კვებას სთავაზობენ მომხმარებლებს, საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. პირიქით, ხაზს უსვამს, რომ ფილმი გადაღებულია იმისთვის, რომ გავიცინოთ, მაგრამ ამავდროულად დავფიქრდეთ სწორი კვების აუცილებლობაზე.
ახალგამომცხვარი მილიონერი და ახლა უკვე მთელი რიგი ავადმყოფობების პატრონი აცხადებს, რომ მან ფილმის გადაღებებით სიამოვნება მიიღო და ეს მისი "ყველაზე საუკეთესო ცუდი იდეა" იყო.
|