ნანახია: 836
ანურაგ დიკშიტი - ინდოელი შემომქმედი, კარგი პედაგოგი და საკმაოდ ახალგაზრდა მილიარდერი Anurag Dikshit (1973 ახალი დელი) ინდოეთი
ანურაგ დიკშიტი 1973 წელს ნიუ დელიში დაიბადა. ის დიპლომირებული სპეციალისტია. უმაღლესი განათლება ანურაგ დიკშიტმა ინდოეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1994 წელს დაამთავრა და ინფორმატიკის განხრით ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. ამასთანავე იგი სწავლობდა De Nobili-ის სკოლაში.
ინდოელი შემომქმედი, კარგი პედაგოგი და საკმაოდ ახალგაზრდა მილიარდერი, თანამესაკუთრეა მსხვილი ონლაინ კომპანია PartyGaming-ის (ვირტუალური პოკერი). მისი საკუთარი კაპიტალი დაახლოებით 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკურმა ჟურნალმა "ფორბსმა" მილიარდერი მსოფლიოს ყველაზე შეძლებული და გავლენიანი პიროვნებების სიას მიაკუთვნა.
ანურაგი 25 წლის იყო, როდესაც ის კომპანია შტარლუცკ Starluck PartyGaming’s-ის (კაზინო ონლაინი) თანამშრომელი გახდა და ორგანიზციისთვის ახალი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა. მალე დიკშიტი ონლაინ კომპანიის მნიშვნელოვანი აქციების მფლობელიც გახდა.
დღესდღეობით ანურაგ დიგშიტი ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ინდოელად ითვლება და ცნობილი ინდოელი მდიდრების რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს, ამასთან ანურაგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია მსოფლიოში.
2000 წელს დიკშიტმა თავის უნივერსიტეტელ თანაკურსელს კომპანიის ერთი ნაწილის უფროსის პოსტი შესთავაზა. ზუსტად ერთი წლის მერე გაჩნდა კომპანია Party Poker-ი, რომელიც მალე ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი სახის გართობას და დროის გაყვანას მალე ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, რის შედეგადაც ონლაინ პოკერის რეიტინგი ძალიან მაღალ დონეზე ავიდა.
მალე პროგრამა, რომელიც ოდესღაც დიკშიტის მიერ იყო შემოთავაზებული, სადაც ერთდროულად 20 ათას მომხმარებელს შეეძლო ეთამაშა პოკერი, საკმარისი აღარ იყო მომხმარებლებისთვის და დიკშიტს მისი შეცვლა უფრო სრულფასოვანი და ინოვაციური პროგრამით მოუხდა. ამის შემდეგ პოკერის ერთდროულად თამაში 70 ათასს ვირტუალურ მომხმარებელს შეუძლია.
2006 წლის მაისში ანურაგმა კომპანია PartyGaming-ის დირექტორთა საბჭოს პოსტი დატოვა და მუშაობა ანალოგიური მიმართულებით გააგრძელა. ამუშავებს რა ახალ პროდუქციას, ის ამავდროულად კომპანიის კვლევითი განყოფილების და სპეციალური პროექტების თავმჯდომარეა.
|