მცირე მეწარმეობის მნიშვნელობა და პრობლემები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მცირე მეწარმეობის მნიშვნელობა და პრობლემები
ნანახია: 1083

მცირე მეწარმეობა განვითარებულ ქვეყნებში მთელ რიგ მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს. კერძოდ, დასაქმების უზრუნველყოფა, სოციალური უთანაბრობის შერბილება, კონკურენტული გარემოს ფორმირება და სხვა.
მცირე მეწარმეობის პრიორიტეტულობა ნათლად ვლინდება იმ გარემოში, რომლებიც უზრუნველყოფენ მის კონკურენტუნარიან არსებობას. მცირე მეწარმეობაში გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია, დანახარჯებიც დიდ ბიზნესთან შედარებით ნაკლებია, უფრო დიდია მეწარმეობრივი შემართება. მცირე საწარმოებს ასევე უადვილდებათ ახალ იდეებთან სწრაფი შეგუება.
მცირე მეწარმეობა დიდი მეწარმეობის დაწყების გამოსაცდელი პოლიგონია. სწორედ მცირე მეწარმეობიდან იწყება ის ინტერესები, რომლებიც შემდგომ უკვე საშუალო და მსხვილ მეწარმეობას უჩნდება. აქედან გამომდინარე, მის სრულფასოვან ფუნქციონირებას დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია.
მცირე მეწარმეობას საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მის სრულფასოვან ფუნქციონირებას შესაბამისი სამეწარმეო გარემო ესაჭიროება. საქართველოში არსებულ სამეწარმეო გარემოს კი რიგი პრობლემები ახასიათებს.
დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა მცირე მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. დღესდღეობით ქვეყანაში არ არის არც ერთი ნორმატიული აქტი მცირე მეწარმეობის შესახებ. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსხვავებული მცირე და საშუალო მეწარმეობა, მრავალ სირთულეებს იწვევს. დღესდღეობით, საქართველოში მცირე მეწარმეთა რიცხვი დაახლოებით 85 000-ია. თბილისში თითოეული ასეთი ბიზნესმენის დაქვემდებარებაში საშუალოდ 7-მდე, ხოლო რაიონებში 4-მდე თანამშრომელი საქმიანობს. ყურადსაღებია, რომ ზემოთ ნახსენები 85 000 მეწარმიდან 35 000 გადასახადებს იხდის. რიცხვებს შორის ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. "ჩრდილოვანი" და "რუხი" ეკონომიკის არსებობაა. ექსპერტთა აზრით, ამ პრობლემის მოგვარება გონივრული საგადასახადო პოლიტიკის წარმოებით შეიძლება. გადასახადები, რომლებიც მეწარმის შემოსავლების 40%-ს შეიცავს "გონივრულის" კატეგორიაში ნამდვილად არ ჯდება. შედეგად კი ვიღებთ გადასახადების სახელმწიფოსგან დამალვის მცდელობას და შეწყვეტილ სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს უმუშევრად დარჩენილ პირთა რიცხვის ზრდას, რომელიც ძირითადად საშუალო ფენის მოსახლეობას წარმოადგენს.
ექსპერტ თამაზ ვაშაკიძის აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შეიქმნას საგადასახადო კანონი, რომელიც მსხვილი, საშუალო და მცირე მეწარმეობის დიფერენცირებას მოახდენდა და დააწესებდა შეღავათიან პირობებს მცირე მეწარმეთათვის. საინტერესო ინიციატივა იქნება, თუ გარკვეული პერიოდის მანძილზე მცირე მეწარმე მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის, სახელმწიფოს მიერ მისი ბუღალტერიის შემოწმების გარეშე. აღნიშნული შეამცირებდა "ჩრდილოვანი" და "რუხი" ეკონომიკის წარმოებას.
საქართველოში არ არსებობს მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო ორგანო. თუმცა, ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობით არიან დაკავებულები: მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საქართველოს საწარმოთა ხელშეწყობის პროექტი, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების ფონდი, ღია საზოგადოება-საქართველოს ფონდი და სხვა. მაგრამ მცირე საწარმოები ნაკლებად არიან ამის შესახებ ინფორმირებულნი.
ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ წარმატებულად ვთვლით, მცირე მეწარმეობას დიდი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია მათ მიერ კონკურენტული გარემოს შექმნა, რის შედეგადაც ხდება უფრო სამართლიანი ფასების ფორმირება და იზრდება შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი; ასევე, ისინი ხელს უწყობენ უმუშევრობის დონის შემცირებას. ევროპის ქვეყნებში მცირე ბიზნესში დასაქმებულთა 60-70% მუშაობს. როგორც ამ სფეროს ექსპერტი თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, იმ უდიდეს სოციალურ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საზოგადოების ამ სეგმენტს აკისრია, დიდია მცირე მეწარმეთა წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაშიც. გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში არსებობს სახელმწიფო მნიშვნელობის ლობისტური ორგანიზაციები, რომლებიც მცირე ბიზნესის საქმიანობას სხვადასხვა Pფორმით უწყობს ხელს. საქართველოს მთავრობა კი თვლის, რომ ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა და პრიორიტეტების მინიჭება თავისუფალი ბაზრის პრინციპს არღვევს.
საქართველოს მცირე მეწარმეობაში არსებულ ზემოთხსენებულ პრობლემებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია და არაპროგნოზირებადი ლარის კურსი ემატება.
სავაჭრო სფეროში დასაქმებულთა განმარტებით, მათი პრობლემის შექმნის მთავარი მიზეზი ვაჭრობის შემცირება და ქვეყანაში შექმნილი არამყარი ეკონომიკური სიტუაციაა. მათი აზრით, ეკონომიკური კრიზისი საქართველოში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ბევრად უფრო ადრე, აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ შემცირდა მყიდველთა რიცხვი, ბანკებში შეწყდა სესხების გაცემა და გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი.
მცირე მეწარმეთა პროგნოზით, სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში ისინი გაკოტრების პირას აღმოჩნდებიან.
თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ მცირე მეწარმეობის და საერთოდ, ეკონომიკის გადარჩენა მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. სტრუქტურული რეფორმები მრეწველობაში და ექსპორტში ასეთი პროგრამის აუცილებელი კომპონენტებია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის დროა საჭირო, მაგრამ დაწყება ახლავეა აუცილებელი, რადგან მოგვიანებით ვარდნის პროცესი შეიძლება შეუქცევადი გახდეს.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48