ნანახია: 880
ედვარდ ბერნეისი დაიბადა 1891 წლის 22 ნოემბერს და გარდაიცვალა 1955 წლის 9 მაისს. იგი იყო თანამედროვე მეცნიერების, პიარის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი მეთოდები და ტექნოლოგიები დღესდღეობითაც ფართოდ გამოიყენება. ედვარდ ბერნეისი ავსტრიაში დაიბადა. იგი პროფესიონალურად პიარზე მუშაობას 1910-იანი წლების შუაში, აშშ-ში შეუდგა. იმ დროისთვის რეკლამა საკმაოდ დაბალ დონეზე იყო და დამწყები სპეციალისტისთვის ეს იყო ფართო შემოქმედებითი არეალი. ბერნეისმა თავისი პირველი რეკლამა დიაგილევის საბალეტო ტურნეზე გააკეთა. 1919 წელს ბერნეისს უკვე გააჩნდა საკუთარი წარმატებული ფირმა, საიდანაც არცთუ ისე ცუდი შემოსავალი ჰქონდა. იმ დროისთვის ბაზარზე არ არსებობდა ისეთი პროფესია, როგორიცაა პიარის სპეციალისტი. ბერნეისი ერთ-ერთი პირველი იყო ადამიანის მოღვაწეობის ამ სფეროში. უმეტესად იგი ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებს ეყრდნობოდა, რომელიც უმცირეს ნაწილაკებად ანაწილებდა ადამიანის არსს. 1923 წელს ედვარდ ბერნეისმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა. მან ამ წიგნში უამრავი თანამედროვე ახსნები და ტერმინები შეიტანა. ეს წიგნი იყო გარღვევა მსოფლიო რეკლამის სამყაროში. მასში ავტორმა შეძლო ყველაფრის თავის ადგილზე დაყენება და გასაგები ენით მარკეტინგისა და პიარის საწყისების ახსნა. ბერნეისის ნააზრევი ძალიან ჰგავდა ფროიდისას. ეს გასაკვირი არცაა, რადგანაც ფროიდი ხომ მისი ბიძა იყო. მას შეეძლო მიეღო განათლება არა მარტო წიგნებიდან, არამედ პირადად თვით ზიგმუნდისგან. ედვარდ ბერნეისის პოპულარობა დროთა განმავლობაში იზრდებოდა. მან სახელი მოიხვეჭა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა და თავისი საქმის უბადლო მცოდნემ. მას მიმართავდა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები. ბერნეისის კლიენტებს შორის ასევე შეიძლება ყოფილიყვნენ ჰიტლერი და ფრანკო, მაგრამ მან მათ უარი უთხრა, თითქოს წინასწარ იგრძნო მათი მომავალი. ედვარდ ბერნეისის მსხვილ კლიენტებს შორის იყვნენ "პროქტერ ენდ გემბელისა" და "ჯენერალ მოტორსის" კომპანიები. ის ასევე მჭიდროდ თანამშრომლობდა ელეონორა რუზველტთან და კალვინ კულიჯასთან. დღესდღეობით პიარზე მომუშავე ყველა ადამიანი შეისწავლის ამ უდიდესი პიროვნების, ბერნეისის ნაშრომებს. მისი ნაშრომები დაფუძნებული იყო არა დარწმუნებებზე და თხოვნებზე, არამედ ადამიანების ქვეცნობიერზე, რომლებითაც იგი მანიპულირებდა. ბერნეისმა შეძლო თავისი შესაძლებლობების უამრავი მიმართულებებით განხორციელება. მან შექმნა მთელი რიგი წარმატებული სარეკლამო კომპანიები და აიძულა ხალხი დაეჯერებინა შეთავაზებული "ზღაპარი". ხშირად იგი პოლიტიკოსებთან მუშაობდა, რომლებსაც ამომრჩევლის დახმარება ესაჭიროებოდათ. არაცბიერი გზებით იგი საჭირო კანდიდატების ყურადღებას იქცევდა და ამ დროს ქვეყნის ისტორიას სერიოზულად ცვლიდა.
დიმა ლოლაძე
|