
ინტერნეტ-შოპინგი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვეულებრივ მაღაზიებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. საქართველოში ონლაინ-ვაჭრობა შედარებით ახალი ფენომენია. თუმცა, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ ხშირად ანიჭებს უპირატესობას პროდუქტის შეძენის ამგვარ ფორმას. ჩვენთან, ძირითადად, უცხოური ვებ-გვერდებით სარგებლობენ. არსებული მოთხოვნის შესაბამისად, ბოლო პერიოდში, ქართული ინტერნეტ-მაღაზიებიც მომრავლდა. ვინაიდან ონლაინ-მაღაზიებს ფუნქციონირება ჩვეულებრივ მაღაზიებთან შედარებით იაფი უჯდება და მყიდველისთვისაც პროდუქტის ინტერნეტით შერჩევა შედარებით კომფორტულია, საქართველოში ონლაინ-ბაზარი დღითიდღე იზრდება.
რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალი ელექტრონიკის ინტერნეტ-მაღაზია “hotspot.ge” გაიხნა. გარდა ვებ-გვერდისა, კომპანია მომხმარებელს მაღალ დონეზე მოწყობილ შოუ რუმსაც სთავაზობს, სადაც მრავალი დასახელებისა და სახეობის ელექტროტექნიკაა წარმოდგენილი. გაცილებით მეტი პროდუქციის ხილვა ვებ-გვერდზე, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი, ვაჭრობის სპეციფიკური ფორმა ამცირებს პროდუქტის თვითღირებულებას, შესაბამისად, ფასები შედარებით ხელმისაწვდომია. კომპანიის დირექტორს თამარ ჩხეიძეს ონლაინ-ვაჭრობის უპირატესობებსა და თავად კომპანიის შეთავაზებებზე ვესაუბრეთ.
- ქალბატონო თამარ, რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი კომპანიის შესახებ?- ინტერნეტ მაღაზია “hotspot.ge”-ის პროექტზე მუშაობა ივნისის თვეში დავიწყეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ინტერნეტ-ვაჭრობის კულტურის დანერგვა. უპირველეს ყოვლისა, ჩავატარეთ მარკეტინგული კვლევები და დავადგინეთ, რომ საქართველო უკვე მზადაა, ისარგებლოს ასეთი სახის მაღაზიების მომსახურებით. ამის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ელექრონიკის ონლაინ-მაღაზია.
ონლაინ-მაღაზიის საიტი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ის დამზადებულია უკრაინაში. საიტზე ყოველდღიურად ხდება პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განახლება. ასევე ვებ-გვერდზე პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ვიდეოების სახით არის მოცემული, რომელთა ნახვა 3D ფორმატშიცაა შესაძლებელი.
ქართველი მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად, გავაკეთეთ შოურუმი. მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს შოურუმში, ნახოს და შეუკვეთოს პროდუქტი. შოურუმში წარმოდგენილი გვაქვს პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილი, ხოლო, საიტზე წარმოდგენილია, დაახლოებით, 10 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციაა, რომელიც მუდმივად განახლებადია. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო მულტიბრენდული პროდუქტების ასორტიმენტი.
- საკმაოდ ეფექტური მარკეტინგული ღონისძიებები გაატარეთ სოციალურ ქსელებში, ასევე საკმაოდ თვალშისაცემია რეკლამა ავტობუსებზე, კიდევ რა მარკეტინგული ღონისძიებების გატარებას აპირებთ?- ამ ეტაპზე გვაქვს რეკლამა ავტობუსებზე და ბილბორდი ვაკეში, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია “hotspot.ge”-ის რეკლამირება ინტერნეტში. თითქმის ყველა პოპულარულ ვებ-გვერდზე არის ჩვენი რეკლამა. ვინაიდან `ფეისბუქი~ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ მოსახლეობაში, გადავწყვიტეთ მისი მეშვეობით შევიძინოთ ლოიალური მომხმარებელი. ყოველდღე ვაკეთებთ პატარ-პატარა წამახალისებელ აქციებს.
- რაც შეეხება ფასს, რამდენად კონკურენტული ფასები გაქვთ?- ჩვენი ფასები ხელმისაწვდომია ყველა დონის მომხმარებლისთვის. გვაქვს, როგორც დაბალფასიანი, ასევე საშუალოფასიანი და ძვირადღირებული პეროდუქცია. ასე კონკრეტულად ფასებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვართ კომპანია რომელსაც საკუთარი სერვისებით შეუძლია გაუწიოს კონკურენცია სხვა ელექტრონიკის მაღაზიებს.
- როგორ ხდება თანხის გადახდა?- ჩვენთან გადახდა შეიძლება, როგორც საკრედიტო ბარათით ასევე, ნაღდი ანგარიშსწორებითაც, მას შემდეგ რაც კურიერი მიუტანს სახლში პროდუქციას მომხმარებელს. ასევე გვაქვს ქოლ-ცენტრი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და შეუკვეთოთ პროდუქცია კვირის ნებისმიერ დღეს.
- გარდა სახლში მიტანის სერვისისა, სხვა რა დამატებით მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?- ჩვენთან სახლში მიტანის სერვისი უფასოა. რაც შეეხება აწყობა-დამონტაჟებას, თბილისში უფასოდ ხორციელდება, ვახორციელებთ ასევე ტრანსპორტირებას რეგიონებშიც, თუმცა, იქ არ ხდება ადგილზე მომსახურება. გვაქვს განვადებაც, შოურუმში არის ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ახდენს განვადების გაფორმებას.
- რაც შეეხება გარანტიას...
- ჩვენს პროდუქციას აქვს ან მწარმოებლის გარანტია, ან ჩვენი გარანტია. კიდევ ერთი დამატებითი სერვისი გვაქვს, დაზიანებული პროდუქტის შეკეთება ჩვენთან ადგილზე ხდება, მომხმარებელს არ უწევს სხვადასხვა სერვის-ცენტრებში სიარული. ასევე, მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია დააბრუნოს ყიდვიდან შვიდი დღის განმავლობაში. თუმცა, პროდუქცია არ უნდა იყოს დაზიანებული.
- როგორია მუშაობის გრაფიკი?- ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეკვეთა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ჩვენ ვმუშაობთ კვირაში შვიდი დღე, შეკვეთიდან 4-5 საათში პროდუქცია მყიდველს მიეწოდება.
- გაქვთ თუ არა ამ ეტაპზე ფასდაკლებები ან სხვა აქციები?- ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას მომხმარებელი ავტომატურად იღებს ფასდაკლებას. რაც შეეხება აქციებს, სოცოალურ ქსელებში მომხმარებელს ყოველდღე შეუძლიათ მიიღონ, ჩვენს წამახალისებელ აქციებში მონაწილეობა.
თაკო ოსიაშვილი