
სახელმწიფო შემსყიდველების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი 10 თვის სტატისტიკით „ლუკოილ ჯორჯიაა"
миаози2011 წლის 10 თვეში სახელმწიფო შემსყიდველებმა 325 763 520 ლარის პროდუქცია და მომსახურება შეიძინეს.
მათ შორის, ყველაზე მეტ თანხაზე 43 924 101 ლარის ხელშეკრულება სახელმწიფო ორგანოებთან „ლუკოილ ჯორჯიამ" გააფორმა.
სტატისტიკის მიხედვით, 26 145 407 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით მეორე ადგილზეა „ლუკოილის" კონკურენტი „ვისოლი". მესამე ადგილზე კი, 24 959 625 ლარით „გალფის" ბრენდის მფლობელი „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა".
ათეულში შედიან „კავკაზუს როუდ პროჯექტი", „გზა", „ზიმო", „ნიუ ენერჯი", „ალიანსი", „ნიუ კონსტრაქშენი" და „ელექტრო მონტაჟ სერვისი".
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში 4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება სულ 30-მა კომპანიამ გააფორმა.
საერთო ჯამში, 10 თვეში სულ 790 ხელშეკურლებაა გაფორმებული. ყველაზე მეტი, 262 ხელშეკრულება „თეგეტა მოტორსმა" გააფორმა, თუმცა მათი საერთო ღირებულება 8 179 069 ლარია და ამ მაჩვენებლით „თეგეტა მოტორსი" 30 კომპანიას შორის მე-15 პოზციაზეა.