
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, ახალი რეგულაციები წესდება.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, სადაზღვევო კომპანიებს 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ.
მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორში გამჭვირვალობის დონეს კიდევ უფრო გაზრდის და საზოგადოებრივ კონტოლს განაპირობებს, რაც წინგადაგმული ნაბიჯი იქნება.
„ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით, სებ-მა გარკვეული ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას იძლევა თითოეული კომპანიის ფინანსური მოგების მაჩვენებელი გამჭვირვალე იყოს," - განაცხადა ქადაგიძემ.
препараты для снижения весаმისივე განმარტებით, ჰოსპიტალური სექტორის პროგრამების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაბარება 2011 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიების ზარალიანობის ამხსნელი ვერ იქნება, ზარალიანობა უმეტესად ზარალების ზრდამგანაპირობა, რაც მომხმარებლის სადაზღვევო მომსახურებისადმი ცნობადობის ზრდით და გათვითცნობიერებით არის გამოწვეული.
"სამედიცინო პროგრამების კერძო სექტორზე გადატანამ და სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით მათ განხორციელებამ სადაზღვევიო სექტორში ბუმი გამოიწვია. სადაზღვევო სექტორი როგორც არასდროს, ისეთი გახდა მიმზიდველი უცხოური ინვესტორებისთვის და დღეს, ამ სექტორში მოქმედებს არამარტო რამდენიმე პირდაპირი უცხოელი ინვესტორი, არამედ ევროპული სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ბაზარზე შემოსვლის, დიდი ინტერესი გააჩნიათ," - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული რეფორმა და აღებული გეზი სწორია და ამ მოდელით საქართველო ისრაელს ემსგავსება.