
მცირე კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, აქვთ მცირე ბრუნვა, შესაბამიოსად, მათ გაუჭირდებათ ხუთ წლიანი ლიცენზიის აღება
სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. მოქმედი კანონით, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა 1, ხოლო სათამაშო აპარატების სალონების-5 წლით გაიცემა. კანონში შესატანი ცვლილებით კი, 1 წლით მხილოდ წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაიცემა, სათამაშო აპარატების სალონების, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვები კი 5 წლით.
როგორც ამ კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ამ ცვლილების მიზანია სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობა და მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
~ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შედეგად, აკუმულირებული თანხის სოლიდურობა სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების აუცილებლობას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, რომ სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობისა და უფრო მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისთვის საკანონმდებლო ცვლილებები გატარდეს და სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს ნებართვები 1-ის ნაცვლად 5 წლით გაიცეს”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სათამაშო ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და ამასთან, ნაკლებად გამჭირვალე სფეროა.
ბოლო პერიოდში, აღნიშნულ სფეროში, ბიზნესების გამსხვილებისკენ გადადგმული მრავალი ცვლილება შევიდა კანონში. ამ შემთხვევაში კი, ფაქტია, რომ 5 წლიანი ლიცენზია ამ ბიზნესით დაკავებულებს 5-ჯერ მეტი დაუჯდებათ. რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ მცირე ბრუნვის სათამაშო სახლები მასობრივად დაიხურება და მათ ადგილს ბაზარზე შედარებით მსხვილი მოთამაშეები დაიკავებენ. ეს პროცესი კი თავისთავად გულისხმობს, იმას რომ სათამაშო ბიზნესში დასაქმებული მრავალი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.
თაკო ოსიაშვილი
средства для снижения веса