
„საქართველოს ლატარიის კომპანია" დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) თავისუფლდება.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დღგ-გან თავისუფლდება ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს. ასეთი კი, საქართველოში მხოლოდ ერთი, „საქართველოს ლატარიის კომპანია".
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მცირდება ლატარიის ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის დადგენილი მოსაკრებელი.
дикоросыშეღავათები წესდება კომპანიის მიერ გაწეულ შესყიდვებზეც და ზოგიერთი სახის შესყიდვაზე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი.
ლატარიის ორგანიზატორს უფლება ეძლევა განახორციელოს მოთამაშეზე ლატარიის ბილეთის უფასოდ მიწოდებაც.
აღნიშნულ კანონპროექტებს ამჟამად პარლამენტი განიხილავს.