კრიზისი ავტობიზნესში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : კრიზისი ავტობიზნესში
ნანახია: 1087

საქართველოში ავტომანქანების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

მსოფლიოში არსებულმა კრიზისმა და აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ავტომანქანების გაყიდვები დაახლოებით რვაჯერ-ათჯერ შეამცირა, - აცხადებს საქართველოს ავტომობოლთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ობგაიძე.
დღესდღეობით საქართველოში სულ 28 დილერი ოპერირებს და აქედან მხოლოდ 14-ია ოფიციალურად დარეგისტრირებული, ხოლო ამდენივე არავტორიზებული დილერია. გაყიდვები შუმცირდათ როგორც ოფიციალურ, ასევე არაავტორიზებულ დილერებსაც.
მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე არსებული გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. დაბალფასიანი მანქანების გაყიდვები განახევრდა, ხოლო მაღალფასიანი მანქანების მხოლოდ 10% იყიდება, - ამბობენ ავტომოვაჭრეები.
მიუხედავათ იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ავტომობილების ფასი დაეცა, თბილისის ავტობაზრობის მოვაჭრეები მყიდველის შემცირების ძირითად მიზეზად ბანკების მიერ კრედიტების არგაცემას ასახელებენ.
"თიბისი ბანკი" განაგრძობს ავტოგანვადებების გაცემას, თუმცა არსებული ფონიდან გამომდინარე, სესხებზე მოთხოვნა საკმაოდ შემცირებულია, რაც, ერთის მხრივ, ბანკის მიერ სესხის გაცემის პირობებში ცვლილებამ და ასევე, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა, - აცხადებს "თიბისი ბანკის" პროდუქტების მენეჯერი აკა სანიკიძე. მისივე განცხადებით, ზოგადად, გაყიდვების მაჩვენებლის 2008 წლის მონაცემები საგრძნობლად ჩამოუვარდება წინა წლების მაჩვენებლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მოვლენებამდე დინამიკა საკმოდ მზარდი იყო, იგი თითქმის ორჯერ აღემატებოდა 2007 წლის მონაცემებს. მისივე თქმით, ბანკი ახლო მომავალში ამ მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს, რაც როგორც სესხის პირობების გაუმჯობესებაში, ასევე სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიების დაგეგმვაში გამოიხატება. გასული წლის პირველ ნახევარში "თიბისი ბანკმა" რამდენიმე აქცია გამართა - დანერგა ახალი ავტოგანვადების პროდუქტები, როგორიცაა "სწრაფი ავტო განვადება", "კოსმო მანქანა", "ავტო იმპორტი". ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის განმავლობაში კვლავაც ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ავტომოყვარულებს, - ამბობს აკა სანიკიძე.
გაყიდვები შეუმცირდათ ასევე ავტოფირმების ოფიციალურ დილერებსაც. "ტოიოტას" მარკის ავტომობილების გაყიდვები, რომელთა საერთო "გაყიდვებიდან დიდი წილი კორპორატიულ კლიენტებზე მოდიოდა, საერთო გაყიდვების მაჩვენებლით, 40–50%-მდეა შემცირებული", - განაცხადა "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ფირმის ოფის-მენეჯერმა თინა რევაზიშვილმა. მისივე თქმით, საწარმო ახალი კლიენტების მოსაზიდად და არსებული კლიენტების შესანარჩუნებლად საგაზაფხულო 15% - იანი ფასდაკლების აქციას გეგმავს.
`ქართული საავტომობილო ბაზრისთვის დამახასიათებელი თავისებურება გახლავთ ის, რომ ბაზარი გაჯერებეულია მეორადი ავტომობილებით, რომელთა იმპორტი ძირითადად ამერიკიდან, გერმანიიდან და იაპონიიდან ხორციელდება. მეორადი ავტომობილების გაყიდვების მხრივ BMჭ ლიდერობს. დაბალი ფასის გამო საქართველოში მეორადი ავტომანქანების სეგმენტი ჯერ კიდევ დიდი ხანი იქნება~, - აცხადებს შალვა ობგაიძე.
წინა წლებში საერთო გაყიდული მანქანებიდან 95% მეორად მანქანებზე მოდიოდა და მხოლოდ 5% ახალ მანქანებზე. 2008 წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა და მანქანებზე ნულოვანი გარბენით გაყიდული მანქანების 15 % მოდის, ხოლო მეორადებზე 85%.
"თანაფარდობის შეცვლა, ერთის მხრივ, განვადების პროცედურების სიმარტივემ განაპირობა, ასევე ბანკებმა დაიწყეს ავტოგანვადების პროდუქტების გაყიდვა და გარდა ამისა, საქართველოში ავტოფირმებმა თავიანთი წარმომადგენლობები გახსნეს", - ამბობს შალვა ობგაიძემ
საქართველოში "ჯენერალ მოტორსის" წარმომადგენლობა "ოპელის", "კადილაკის" და "შევროლეტის" ავტომობოლების იმპორტს აწარმოებს.
"ჯენერალ მოტორსის" ოფიციალური დილერი საქართველოში შ.პ.ს "აუტოჰაუზის" და შ.პ.ს "ქარპალასის" გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ოთარ ჩიტეიშვილი სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კლიენტებზე უფრო მეტი კონცენტრაციის აუცილებლობას ასახელებს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ კლიენტებთან.
"ბოლო თვეებში ორგანიზაციების ხვედრითი წილი გაყიდულ ავტომობილებში შესამჩნევად გაიზარდა. 2009 წლის იანვარში გავყიდეთ 10% -ით მეტი ავტომობილი, ვიდრე 2008 წლის იანვარში. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ცოტასაწვავიან ანუ ეკონომიურ ავტომანქანებზე დაფიქსირდა", - აღნიშნავს ჩიტეიშვილი.

საქართველოში ავტოინვესტ LLC-ის დამფუძნებელი დავით ჭითანავა კი ამბობს, რომ სწორედ ავტობიზნესი გახდა აგვისტოს ომისგან გამოწვეული კრიზისის ერთ–ერთი მსხვერპლი. ქართულ საავტომობილო ბიზნესს ასევე დიდი დარტყმა მიაყენა ბანკების მიერ ავტოკრედიტების გაუქმებამ.

"მაღალ და საშალო საფასო სეგმენტში მოთხოვნის შემცირებამ და იმპორტიორების სურვილმა, დროულად მოეხდინათ შემოყვანილი ავტომობილების რეალიზაცია, ფასების შემცირება გამოიწვია. ღრმა კრიზისისგან თავის დასაღწევად ბევრი იმპორტიორი და მათ შორის ჩვენც, იძულებული გავხდით აგვისტომდე იმპორტირებული ავტომობილების რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში მოგვეხდინა", - ამბობს დავით ჭითანავა. მისივე თქმით, დღესდღეობით მოთხოვნა ძირითადად უფრო დაბალფასიან, მეორად მანქანებსა და უფრო დაბალი მოთხოვნა საშუალო სეგმენტისთვის გათვლილ მანქანებზე შეინიშნება, თუმცა არა იმ მასშტაბებით, როგორც ეს აგვისტოს ომამდე იყო.
"ავტობიზნესში არსებული კრიზისი უფრო მეტად დააზარალებს ფიზიკურ პირებს. მათ ფასდაკლებების გაკეთების საშუალება არა აქვთ, მათ მანქანები სესხით აქვთ ნაყიდი", - ამბობს შალვა ობგაიძე.
ავტობიზნესში შქმნილი კრიზისი ლოგიკურად და ავტომატურად დააზარალებს ავტომობილების შეკეთების მომსახურების სფეროს. სადაზღვევო სექტორს და ასევე შეამცირებს ავტონაწილების გაყიდვების მოცულობას.

ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48