
„ასოციაციის შექმნის შემდეგ ბიზნესაა და მთავრობას შორის დიალოგი დაიწყო
რისი გაკეთება შეძლო ბიზნეს–ასოციაციამ დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში და რეალურად რა სარგებელი მიიღო ბიზნესმა საკანონმდებლო ცვლილებების სახით?
შეგახსენებთ: ასოციაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა თანამდებობები შეინარჩუნეს, თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ დატოვა. თავად ისაკაძე ასოციაციის საკანონმდებლო აქტივობებს შორის საგადასახადო კოდექსზე მუშაობას ასახელებს.
მისი თქმით, ის, რომ კოდექსის 70% შეცვლილია, ამაში ასოციაციის დიდი წვლილია. ბიზნეს–ასოციაციის ინიციატივებს შორის ისაკაძე ასევე გამოყოფს კანონპროექტს ლიზინგის თემაზე, რომელიც პარლამენტშია შესული. ბიზნეს–ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საინვესტიციო კომპანია “ვილბრუკის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასოციაციამ არსებობის განმავლობაში 23-მდე საკანონმდებლო აქტი შეიმუშავა. მათ შორის საგადასახადო კოდექსის შექმნაში.
ვანო ნაკაიძის განმარტებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა საბანკო, სადაზღვევო და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. მისივე თქმით, თუ აქამდე ბიზნესსა და მთავრობას შორის საინფორმაციო ვაკუუმი იყო, ასოციაციის შექმნის შემდეგ დიალოგი დაიწყო და ყველა საკითხი ურთიერთშეთანხმების რეჟიმში წყდება.