„ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზრის ლიდერია » ბანკები და ფინანსები

„ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

მთავარიბიზნესი 26.09.2011

„ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზრის ლიდერია ბოლო წლების განმავლობაში სადაზღვევო სექტორი წელს პირველად გავიდა ზარალზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტორის 2011 წლის პირველ ნახევარის ზარალმა მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა. არადა, აქამდე კომპანიების ჯამური მოგება თანდათან იზრდებოდა. მაგალითად, სექტორმა შარშან 33 923 360 ლარის მოგება ნახა, ორჯერ მეტი, ვიდრე 2009 წელს.
2011 წელი განსაკუთრებით წარუმატებელი აღმოჩნდა ორი სადაზღვევო კომპანიისათვის „ვესტისა“ და „მობიუსისათვის“, რომლებიც გაკოტრდნენ და სადაზღვევო ბაზარს ეთიშებიან. კომპანიებმა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით მიმართეს. ხოლო, გაკოტრების რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ სამედიცინო დაზღვევის პორტფელი ბაზრის უფრო მსხვილმა მოთამაშემ „არქიმედე გლობალ ჯორჯიამ“ შეიძინა.
ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა („ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი ბისიაი“) გაზარდა, დანარჩენი კი ზარალზე გავიდა. მიზიდული პრემიების მოცულობა ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა.
ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით სადაზღვევო სექტორის ზარალზე გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა წელს მეტი ზარალი აანაზღაურეს და ამან გამოიწვია მთლიანად სექტორის უარყოფითი ფინანსური მაჩვენებლები. მისი თქმით, კომპანიებს დანახარჯები აქვთ გაზრდილი. თუმცა, კონკრეტულად რა ხარჯებია მომატებული, ექსპერტის თქმით, ეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ მაჩვენებლებში არ ჩანს, და ეს კომპანიების კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხარჯები სადაზღვევო კომპანიების ჰოსპიტალურ სექტორში მონაწილეობას უკავშირდება.
2011 წლის პირველ ნახევარში საქმიანობის ზარალით დასრულებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები.
სადაზღვევო კომპანიის ”არდი ჯგუფის” გენერალური დირექტორი არმაზ თავაძე მიიჩნევს, რომ საქმიანობის ზარალით დასრულებაში დრამატული არაფერია. „ქართული სადაზღვევო ბაზარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა და შესაბამსიად ზრდის მაჩვენებელიც მაღალი იყო. ამ ხნის მაძილზე საზოგადოება უფრო გათვითცნობიერებული გახდა, ასევე დაიხვეწა რეგულირების ფორმები და შეიცვალა თამაშის წესები. შესაბამისად, როდესაც ბაზარზე იცვლება კონიუნქტურა, იცვლება ფინანსური შედეგებიც," - განმარტავს თავაძე.
„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი მიიჩნევს, რომ 6 თვის შედეგებით სერიოზული დასკვნების გაკეთება, მართებული არ არის, ისევე როგორც თითოეული კონტრაქტის ანალიზი მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. „თუმცა ინდუსტრიის ზარალზე გასვლა ნაწილობრივ ალბათ იმანაც განაპირობა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალური სექტორის ნაწილში დამატებითი ინვესტიციები ჩადეს, მთლიანობაში საუბარია დაახლოებით 180 მლნ ლარზე. ამ ინვესტიციების გამოსყიდვის ვადა, კი საკმაოდ ხანგრძლივია," - განმარტავს რამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სექტორში წელს არსებულ სირთულეებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ წარმატებულად გაუმკლავდა და სადაზღვევო ბაზარზე 2011 წლის პირველ ნახევარში მიზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებლით 16 კომპანიას შორის ლიდერის პოზიცია დაიკავა.
ბაზარზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში „ჯიპიაი ჰოლდინგმა" 33,577 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, რაც 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე მოღვაწე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 188,189 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, შესაბამისად, „ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზრის 17,8%-ს აკონტროლებს.
2011 წლის პირველ ნახევარში 21%-ით არის გაზრდილი კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალები და 18,526 მლნ ლარით განისაზღვრება.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის გიორგი კვირიკაძის თქმით, მიღწეული შედეგი განპირობებულია თითოეული თანამშრომლის ძალისხმევითა და მენეჯმენტის მიერ სწორად შერჩეული სტრატეგიით. „ჯანმრთელობის დაზღვევა კვლავაც რჩება კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით სადაზღვევო პრემია დაახლოებით 30%-ით შემცირდა, ეს არ ასახულა ჩვენს პორტფელზე, რადგან მნიშნელოვნად გაიზარდა კორპორაციული და ინდივიდუალური კლიენტების რაოდენობა. გარდა ამისა, გაიზარდა რამდენიმე სხვა მიმართულებაც არასიცოცხლის სახეობებში. მთლიან პორტფელში სახელმწიფო პროგრამების წილის შემცირება მთლიანობაში ხელს უწყობს პორტფელის დივერსიფიცირებას," - განმარტავს კვირიკაძე.
კვირიკაძე იმედოვნებს, რომ კომპანია წლის ბოლომდე ზრდის აღნიშნულ ტემპს შეინარჩუნებს, მით უმესტეს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგს" ფილიალების მძლავრი ქსელი აქვს მთელს საქართველოში.



მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

18.04.2014 · ფინანსები
უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება.

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა
შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა

18.04.2014 · ფინანსები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 410 ათასზე მეტია.

გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს
გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს

18.04.2014 · ფინანსები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული საბანკო სექტორის ერთერთ მთავარ პრობლემად მსესხებლებში დაბალ საბუღალტრო სტანდარტებს და გაუმჭვირვალობას ასახელებს.

რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?
რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?

18.04.2014 · ფინანსები
მთავრობამ „განვითარების ბანკის“ დაფუძნების განზრახვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

18.04.2014 · საზოგადოება
2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია

,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს
,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს

17.04.2014 · ბიზნესი
გაიზრდება თუ არა სილქტივის პაკეტების ღირებულება?

რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი
რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი

17.04.2014 · ბიზნესი
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს.

სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა
სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა

17.04.2014 · ეკონომიკა
სახელმწიფო ბანკებს ბიზნესის დასაკრედიტებელ რესურსს აცლის

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად
სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

17.04.2014 · საზოგადოება
ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს

17.04.2014 · ეკონომიკა
,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩადებული თანხებისგან იქნება შედგენილი"