ნანახია: 626
იოსეფ აკერმანი - Deutsche Bank-ის გენერალური დირექტორი Josef Akerman
იოსეფ აკერმანის კარიერა საბანკო სფეროში კომპანია ჩრედიტ შუისსე-ში დაიწყო, სადაც იგი 16 წელი მუშაობდა. იოსეფმა საქმიანობა არც თუ ისე მაღალი თანამდებობით დაიწყო და მალე ბანკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. ის შვეიცარიელი ბანკირი და Deutsche Bank-ის გენერალური დირექტორია. იოსეფ აკერმანი 1948 წლის 7 თებერვალს შვეიცარიაში დაიბადა. მან ბავშვობა პატარა სოფელში გაატარა. ახალგაზრდობის წლებში მას არაერთხელ მოუხდა სიძნელეებთან და დაბრკოლებებთან გამკლავება. იგი ცოდნას თავის 60 თანაკლასელთან ერთად ეუფლებოდა. იოსეფი სკოლაში სხვა ქალაქში ველოსიპედით 7 წლის განმავლობაში დადიოდა. იოსეფ აკერმანი ექიმის ოჯახში გაიზარდა. მამა შვილებს საკმაოდ მკაცრად ზრდიდა. იმისათვის, რომ ბიჭს ცოტა რამ სცოდნოდა ხელოვნებაზე, მას ოჯახში მუსიკისა და ფერწერისადმი სიყვარულს უღვივებდნენ. პატარა იოსეფი როიალზე, ვიოლინოსა და ვიოლონჩელზე დაკვრას სწავლობდა, ხოლო არდადეგებზე მშობლები ბავშვებთან ერთად მიემგზავრებოდნენ ნათესავებთან მიუნხენში, სადაც აუცილებლად უნდა სწვეოდნენ მიუნხენის ოპერას. სკოლის დამთავრების შემდეგ აკერმანი ჯარში გამოიძახეს, სადაც უბრალო რიგითად მსახურობდა. როგორც წესიერი ოჯახის შვილს შეეფერება, იოსეფიც ჯარიდან დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მიუხედავად მამამისის წინააღმდეგობისა, მან მედიცინაზე უარი თქვა და სანტ-ჰალენის უნივერსიტეტში ჩააბარა, რათა სოციოლოგია და ეკონომიკა შეესწავლა. 1977 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, ახალგაზრდა პროფესიონალმა ჰანს კრიტოფ ბინსვანგერისგან სამუშაოს შესახებ შემოთავაზება მიიღო. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აკერმანს ჯარიც არ დავიწყებია, ამ ხნის განმავლობაში მან სათადარიგო პოლკოვნიკის წოდებაც მიიღო. იოსეფ აკერმანის კარიერა საბანკო სფეროში კომპანია ჩრედიტ შუისსე-ში დაიწყო, სადაც იგი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. იოსეფმა საქმიანობა არც თუ ისე მაღალი თანამდებობით დაიწყო და მალე ბანკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. საბანკო სამსახურის დაწყების პირველივე წლებში იოსეფ აკერმანი ხელმძღვანელობას არ უფრთხოდა და პირდაპირ გამოთქვამდა თავის აზრს. სწორედ ხასიათის ამ თვისების გამო იგი ბანკის ერთ-ერთი წამყვანი მენეჯერი გახდა. თუმცა თავისი პირდაპირულობის წყალობითვე მოუხდა მას სამსახურის დატოვება. იოსეფი არ ეთანხმებოდა ხელმძღვანელობის შეხედულებებს და გადაწყიტა ორგანიზაცია დაეტოვებინა. ბანკ ჩრედიტ შუისსე-ის შემდეგ აკერმანმა შემოთავაზება Dეუტსცჰე Bანკ-ისგან დირექტორთა საბჭოს თანამდებობაზე მიიღო. ცოტა ფიქრის შემდეგ აკერმანმა ეს შემოთავაზება მიიღო. ამ დროისათვის იოსებ აკერმანს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა უჭირავს და მის წამყვან ხელმძღვანელად ითვლება.
|