ნანახია: 555
ჯინ (ჯი-ჯი) პრიტცკერი - ჩიკაგოს მუზეუმის დირექტორი Jean (Gigi) Princker ჯინ პრიტცკერი ჩიკაგოს მუზეუმის დირექტორია. მუზეუმი 1982 წელს ჩიკაგოში დაარსდა. ეს არის აშშ-ში სიდიდით მეოთხე საბავშვო მუზეუმი. პრიტცკერი ასევე ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკას Pritzker Military LibrarY. ჯინი ანუ ჯიჯი პრიტცკერი 1962 წელს დაიბადა. იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის, პრიტცკერების წევრია. ჯიჯი პრინცკერს აქვს საკუთარი კინოსტუდია. მან შექმნა რამდენიმე სურათი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. მაგალითად, შესანიშნავი ფილმი თჰე ჭედდინგ შინგერ. ჯინ პრიტცკერი საკმაოდ ცნობილი კინორეჟისორია. მრავალი მსახიობი მას "კინოს გენიას" უწოდებს. ჯინ პრიტცკერმა დაამთავრა სტენდფორდის უნივერსიტეტი, მიიღო ბაკალავრის მეცნიერებათა ხარისხი, მაგრამ მას მუდამ იზიდავდა ფილმების შექმნა. ბიბლიოთეკა Pritzker Military LibrarY, რომელსაც პრიტცკერი ხელმძღვანელობს, ჩიკაგოში მომხდარი სამხედრო მოვლენების გამოძიებას ეძღვნება. იგი 2003 წელს დაარსდა. ბიბლიოთეკა ჩიკაგოს სასამართლოს მახლობლად მდებარეობს. ბიბლიოთეკა შეწირულობების ხარჯზე ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 25 ათასი წიგნი ინახება, გარდა ამისა აქ ინახება პერიოდული გამოცემები, მხატვრული ფილმები, დოკუმენტური ქრონიკები, ემბლემები, ფოტოგრაფიები და ნეგატივები. პრიტცკერების ოჯახის ირგვლივ მრავალი ჩახლართული ისტორია არსებობს. აბრაამ ნიკოლას პრიტცკერის შვილიშვილებმა, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ქონების განაწილება დაიწყეს. ეს საკმაოდ ძნელი პროცედურა იყო. ოჯახის ყველა წევრს სურდა"ნამცხვრის" დიდი ნაწილის მიღება. იყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მრავალი სასამართლო პროცესი. შედეგად შვილიშვილებს ყველაფერი თანაბრად გაუნაწილეს. პრიტცკერების ოჯახი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელის მფლობელია. ამ სასტუმროების ქსელს კომპანია Hyatt-ი აშენებს. ეს ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროებია. Hyatt-ის სასტუმროებში ყველაფერი მსოფლიო მოდის ბოლო ტენდენციებითაა გაკეთებული. პრიტცკერების ოჯახი თავისი წარმატებული ბიზნესით მთელს ამერიკაშია ცნობილი. აბრაამ ნიკოლას პრიტცკერმა, ჯინ პრინცკერის ბაბუამ, იმ მოცულობის მემკვიდრეობა დატოვა, რომ მთელი თავისი შთამომავლობა დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ფინანსურად უზრუნველყოფილია. 2008 წელს ჯინ პრიტცკერი ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიაში შეიყვანეს. ხოლო ჟურნალ `ფორბს~-ის რეიტინგში მას 503-ე ადგილი უჭირავს. მისი ქონება 2,4 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
|