ყოჩაღ, აჭარლებო! არ დახუროთ ეს ორი კონკურენტი კომპანიასაქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია ნოემბრიდან შეიკერება. ამის შესახებ საფეიქრო საწარმო “აჭარა ტექსტილი” აცხადებს. მათი თქმით, კომპანიამ „ადიდასის“ შეკვეთების შესასრულებლად ახალი საწარმო ააშენა, თუმცა დირექტორატის გადაწყვეტილებით, ნოემბრამდე ამ საწარმოში „პუმას“ პროდუქცია შეიკერება.
ცნობისთვის: “აჭარა ტექსტილი” “პუმას” შემდეგ კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის “ადიდასის” კონტრაქტორიც გახდა. ”ადიდასის” ბათუმურ საწარმოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეიკერება პროდუქცია. საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 500 ათასიდან მილიონ დოლარამდე მერყეობს. “აჭარა ტექსტილს” კიდევ ერთი ფაბრიკა ქობულეთში აქვს, სადაც “პუმას” შეკვეთებს ასრულებს.