უკიდეგანოა აყვავებული ქართული ბიზნესის შესაძლებლობებიგოგი თოფაძე ლიმონათს ირანში ჩამოასხამს. "ყაზბეგის" პრეზიდენტი ირანში დღეს მიემგზავრება, სადაც პარტნიორებთან შეხვედრას გამართავს. როგორც თოფაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, შეთანხმება ირანულ მხარესთან პრაქტიკულად მიღწეულია: ირანი დაინტერესებულია ქართული ლიმონათის ჩამოსხმით და ადგილზე წარმოებით. „ახლა ჩვენი სპეციალისტები წყლის ანალიზს აკეთებენ, პარალელურად მიმდინარეობს ქარხნების შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვა, პროექტირება და ალბათ, სექტემბრისთვის ეს ყოველივე დასრულებულ სახეს მიიღებს და ირანში საქართველოს სახელით, „ყაზბეგის“ტექნოლოგიითა და ეტიკეტით, ლიმონათი „ყაზბეგი“ ჩამოისხმება“ – ამბობს გოგი თოფაძე.
მისივე თქმით, ქართულ ლიმონათს ირანში დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ თანამშრომლობა ირანის სამ ქარხანაზე არ შეჩერდება. მისი თქმით, „წინადადებები და დაინტერესება სხვა ქარხნებიდანაც არის და ეტაპობრივად მათთანაც მოხდება თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება. რა ინვესტიციის ჩადება იგეგმება პროექტებში, ეს ჯერჯერობით უცნობია.