
2011 წლის "ეტალონი ლუდსახარში კომპანიის" ტიტული commersant.ge–ს მკითხველმა "ნატახტარს” მიანიჭა.
გამოკითხვა პროექტ "ეტალონი კომპანიის" ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც commersant.ge-ს, გადაცემა "ეტალონის," "საქართველოს ბანკების ასოციაციის," მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციისა და "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ერთობლივი პროექტია.
პროექტის მიზანია, გამოავლინოს წლის ყველაზე წარმატებული კომპანიები 8–10 საუკეთესო ბიზნეს–მიმართულებიდან.
პირველ გამოკითხვაში, რომლის მიზანიც "ეტალონი ბანკის" გამოვლენა იყო, `რესპუბლიკამ~ გაიმარჯვა. საუკეთესო ლუდსახარში კომპანიის საპატიო წოდება კი, ორკვირიანი გამოკითხვის შედეგად, ლუდსახარშმა "ნატახტარმა" დაიმსახურა.
გამოკითხვის მიმდინარეობისას უპირატესობას "კასტელი" ფლობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში commersant.ge–ზე "ნატახტარის" მოყვარულები გააქტიურდნენ.
`იავნანამ რა ჰქმნა" გაგვიგია, მაგრამ ~ნატახტარმა” `რა ჰქმნაო,~ პირველად გვესმის. ივლისის ხვატში, ~ნატახტარით” შებუჟბუჟებული commersant.ge-ს მომხმარებლები შეცვივდნენ საიტზე, სულ მილეწ-მოლეწეს იქაურობა და `კასტელის~ მოყვარულები პირში ლუდგამოვლებულები დატოვეს.
გაუმარჯოს "ნატახტარს”!
ხმის მიცემის შედეგები ასეთია:
ნატახტარი - 32,6%
კასტელი - 26,7%
ყაზბეგი - 17,1%
ბათუმური - 13,8%
აია - 9,9%
გამოკითხვაში მონაწილეობა საიტის 1816–მა უნიკალურმა მომხმარებელმა მიიღო.