
კომპანიამ სასტუმროს ფოტოები და მისი გაყიდვის შესახებ ცნობა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა. დეველოპერულმა კომპანიამ `ცენტრ პოინტი” თელავის `ინტურისტი” 2006 წელს კერძო ინვესტორისგან შეიძინა.
მათი ინფორმაციით, სასტუმროში გასაყიდი წილის ღირებულება დაახლოებით 1,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თელავის `ინტურისტი” ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. დღეისათვის სასტუმრო არ ფუნქციონირებს.