ახალი საბაბი მეწარმეთა დაჯარიმებისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (119)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ახალი საბაბი მეწარმეთა დაჯარიმებისთვის
ნანახია: 461

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში~ ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად სავაჭრო და გადახდის ოპერაციებისას ხურდის დაბრუნება ერთი თეთრის სიზუსტით უნდა მოხდეს. კანონდამრღვევი ადმინისტრაციულად დაჯარიმდება - ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირს კი 400 ლარის გადახდა მოუწევს. როგორც მეწარმეები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნულ ცვლილებას უარყოფითად აფასებენ. ექსპერტთა ნაწილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ფულის გადახდისა და ხურდის დაბრუნების პროცესს სავაჭრო და გადახდის ობიექტებში იმდენად არ გაართულებს, რამდენადაც ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთი საბაბი არ აღმოჩნდეს მეწარმეების დაჯარიმებისთვის.
`მართალი გითხრათ, ეს სულელური ნორმაა. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯით ერთი და ორ თეთრიანების მიმოქცევაში გაშვება სურს, მაგრამ ამით რა გამოვა, არ ვიცი. რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ადგება მეწარმე და პროდუქტის ფასს ხუთი ან ათი თეთრის სიზუსტით განსაზღვრავს. ხოლო იმ სახის პროდუქტზე, რომელსაც აწონვა სჭირდება, შეიძლება პრობლემები შეიქმნას, მაგრამ არც ეს პრობლემაა მნიშვნელოვანი. უბრალოდ, ეს კიდევ ერთი საბაბია იმისთვის, რომ ვიღაცამ ვიღაც გამოიჭიროს. ხელისუფლებამ მეწარმეებს ამით პატარა ხაფანგი დაუგო და თუ ვინმე გაებმება მასში, სახელმწიფო 400 ლარს გააკეთებს”, - აღნიშნავს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი.
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში~ ასევე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა ჯარიმდება შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციით. რაც ნიშნავს, რომ თუ გამყიდველმა ლარის ნაცვლად სხვა ვალუტა აიღო (ევრო, დოლარი და სხვა), იგი დაჯარიმდება.
თუმცა, თუ გადავხედავთ საქართველოს ორგანული კანონს `საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~, 34-ე მუხლში წავიკითხავთ, რომ `ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა”. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი `ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონში მრავალი წელია უკვე არსებობს, უცხოური ვალუტის გამოყენებისთვის ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. თუნდაც ის, რომ საქართველოში ბინების, მანქანების, მსხვილი კომპანიების მიერ პროდუქტის რეალიზება, სასტუმროებში ფასების განსაზღვრა უცხოური ვალუტით ხდება და ხდებოდა. რატომ გახდა ახლა კანონის გამკაცრება საჭირო?
ამასთან აღსანიშნავია, რომ ლარით ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა ბევრ მოქალაქეს პრობლემები შეუქმნას, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი 75%-ს აჭარბებს. ამასთან, ბანკების საკრედიტო პორტფელში წამყვანი წილი სწორედ უცხოურ ვალუტაზე მოდის. ქართული კომერციული ბანკები სესხების უმეტესობას (ავტოსესხი, იპოთეკა და ა.შ.) მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გასცემენ, შესაბამისად, მომხმარებელი იძულებული იქნება უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის კონვერტაცია მოახდინოს მის გამოსაყენებლად, ხოლო გადახდისას ასევე დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს, ლარის დოლარზე გადაცვლისას.
პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეროვნულ ბანკს იმ შემთხვევების განსაზღვრის უფლება ენიჭება, როდესაც ლარით ვაჭრობა სავალდებულო არ იქნება. რადგან ამით გარკვეული სფეროები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით. ანუ, ზოგს შეეძლება უცხო ვალუტით ვაჭრობა, ზოგს კი არა.
ირაკლი შავიშვილის თქმით, საქართველოში სხვა ვალუტით ვაჭრობა კანონით აქამდეც აკრძალული იყო, მაგრამ ამის კონტროლი არ ხდებოდა. მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ ლარი ქვეყანაში ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არ იქნება, რადგან ამით ეროვნული ბანკის ფუნქცია კი არ დაკნინდებოდა, არამედ გაიზრდებოდა. `ვფიქრობ, რომ ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არ უნდა იყოს და ყველა ვალუტით უნდა ხდებოდეს ვაჭრობა, მაგრამ ეს უკვე ეკონომიკური პოლიტიკის საკითხია. გადასახადი რომ დოლარით გადავიხადო, რა მოხდება ვითომ? ვალუტა ისეთივე საქონელია, როგორც ნებისმიერი სხვა. ფული უნივერსალური საქონელია, თუ შემიძლია ცხვარი სკამში ან კიტრში გავცვალო, რატომ არ შემიძლია სხვა ვალუტაში გავცვალო იგივე საქონელი? მულტისავალუტო პრინციპით ეროვნული ბანკის ფუნქცია კი არ კნინდება, არამედ იზრდება. თუ აქამდე ის ერთ ვალუტას აკონტროლებდა, შემდეგ ბევრი ვალუტის კონტროლი შეეძლება”, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.
საქართველოში ყველა ვალუტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენებას ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. იგი თვლის, რომ ის, რაც კანონს ეწინააღმდეგება, აუცილებლად დასჯადი უნდა იყოს.
`საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ლარია, ყველა დანარჩენი ვალუტის გამოყენება უკანონო ოპერაციას წარმოადგენს. კანონს ეწინააღმდეგება ასევე ის, რომ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ რომელ სფეროში იქნება ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება.
ცუდი არაა თუ ხელისუფლება ლარის ერთადერთი გადახდის კანონიერ საშუალებად გადაქცევას აპირებს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო და ეროვნული ბანკი არასწორი პოლიტიკით საზოგადოებაში ლარისადმი უნდობლობას თესავენ, მოსახლეობას არაფერს უნდა ავალდებულებდნენ”, - აღნიშნავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48