
ფრანჩაიზების თემა საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართლაც, ძალიან მარტივი და ამავდროულად, მომგებიანი ბიზნესია. ფაქტიურად ყიდულობ სხვის ბიზნესს, იყენებ სხვის ბრენდს, რეკლამას და შენზე მხოლოდ იასაა დამოკიდებული, როგორი იქნება გაყიდვების მოცულობა. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ყიდი Hugo Boss, Zegna, Paul & Shark , Pierre Cardin და მსგავს ბრენდებს, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დიდი მარკეტინგული გათვლები არ გჭირდება. რადგან ისეთი მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ ეტიკეტს უყურებენ, მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში.
მიუხედავად მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონისა, თბილისში წლებია წარმატებით მუშაობენ ცნობილი ბრენდების მაღაზიები. მომხმარებლის ნაწილი თვლის, რომ თბილისში მხოლოდ პატენტები იყიდება, ხოლო ნაწილი (და არც თუ ისე მცირე!) ფიქრობს, რომ ისინი `ნაღდებია~ და არც ენანებათ ძალიან მაღალი ფასების გადახდა.
თბილისში ბრენდების ყიდვა ძალიან დიდი ფუფუნებაა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოში მათ პროდუქციას ძალიან მაღალი ფასები ადევს, რაც თვალშისაცემია არა მარტო ადგილობრივი მომხმარებლისთვის, არამედ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვისაც.
იმისთვის, რომ ავინაზღაუროთ გარდერობში ბრენდების დანაკლისი, ბევრი ჩვენგანი ინტერნეტიდან გამოწერას მიმართავს. ბევრისგან გვსმენია: `რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი, როცა ინტერნეტიდან იაფად გამოვიწერ~? დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ლოგიკური კითხვაა. თუმცა, მიუხედავად მაღალი ფასებისა, თბილისში ბრენდი-მაღაზიები საკმაოდ წარმატებით მუშაობენ, რაზეც მათი მრავალწლიანი არსებობა მიგვითითებს და თავიანთი მომხმარებლებიც ჰყავთ. მეტიც, ითვლება, რომ ყველაზე მარტივი და ნაკლებად რისკიანი ბიზნესი, ბრენდი-მაღაზიის გახსნაა. ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოში, ერთ კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი ბრენდების უკან ერთი ფირმა დგას. მაგალითად, მაღაზიები, როგორიცაა "გარდერობი", "ჯენტლმენი", Hugo Boss, Zegnaა, Paul & Shark, ფირმა "ვიქტორია 98-ის" საკუთრებაა, მსგავსი სიტუაციაა უნიტედ ცოლოურს ოფ Benetton, Mexx, Mango, Accesorize-ს შემთხვევაში, რომელსაც შპს "ატლანტიკა" აერთიანებს, ასევე ერთი მფლობელი ჰყავს Adidass, Nike, Puma, Giordano-ს. თუმცა, მომხმარებლისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია ფასებისა და მომსახურების დონე და არა ის, თუ ვის საკუთრებაშია ესა თუ ის მაღაზია.
დავუბრუნდეთ ისევ საქონლის წარმოშობას. საქართველოში ნებისმიერ მაღაზიაში ნებისმიერი კონსულტანტი დაგარწმუნებთ, რომ მათი პროდუქცია ევროპაშია ნაწარმოები. ასეთივე წარმატებით დაგარწმუნებენ, რომ გირჩევნიათ ერთი იყიდოთ კარგი, ნამდვილი ხარისხი და ბევრი ფული გადაიხადოთ, ვიდრე დაბალფასიანი და უხარისხო.
შპს `ვიქტორია 98~-ის მაღაზიების მენეჯერს ნათია ნინიძეს მივმართეთ კითხვით, თუ საიდან ახორციელებდნენ ტანსაცმლის იმპორტს, რომელიც მათ მაღაზიებში იყიდება. მან გვიპასუხა, რომ ზემოთაღნიშნული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები არიან და მათი პროდუქცია, ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან (გერმანია, შვეიცარია) ჩამოდის. Pიერრე ჩარდინ-ის მენეჯერმა სოფო გორდაძემ კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებენ მომხმარებლის ეჭვებზე, რომ მათ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტი პატენტია, გვიპასუხა, - `საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო, რომ ჩინეთში ნაწარმოები პროდუქტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი უხარისხოა, კომპანიებს ქარხნები ჩინეთში წარმოების დაბალი ხარჯების გამო აქვთ~. ის გვარწმუნებს, რომ Pიერრე ჩარდინ-ის გერმანელ და ქართველ წარმომადგენლებს, ჩინეთში არსებული ერთი და იმავე ბაზიდან მოაქვთ პროდუქცია. ასევე, გერმანულ და ქართულ მაღაზიებში წარმოდგენილი კოლექციები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ფასები აღნიშნულ მაღაზიებში ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, კომპანიების მხრიდან მოგების მარჟაზე არავინ საუბრობს. თუმცა, Pიერრე ჩარდინ-ში 240 ლარიანი პერანგის ყიდვა 75%-იან ფასდაკლებაზე 60 ლარად არის შესაძლებელი. როგორც მენეჯერმა გვითხრა, პროდუქციაზე მაღალი ფასების გამო, მომხმარებლის წასახალისებლად, ხშირად მიმართავენ ფასდაკლებებს. `გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის შემოსავლები მცირეა, ხშირად დიდი ხნის განმავლობაში მაღაზიაში რჩება საქონელი, რომელსაც მინიმალური ფასნამატით ვყიდით~, - სოფო გორდაძე. ამ ლოგიკით, მაღაზია ფასდაკლებულ საქონელშიც, რომელიც პროდუქციის თავდაპირველი ღირებულების მხოლოდ 25% ღირს, იღებს მოგებას. გამოდის, რომ ამ ტიპის მაღაზიების მოგების მარჟახშირად პროდუქტის ღირებულების 400%-საც აღემატება. ამავდროულად, მენეჯერი ამბობს, რომ გერმანიაში მაღალი შემოსავლების გამო, Pიერრე ჩარდინ-ში გაცილებით მაღალი ფასებია, რადგან უფრო მაღალ მოგების მარჟებს აწესებენ, საქართველოში კი ამის ფუფუნება არ აქვთ. შესაბამისად, თბილისში ფასი შედარებით დაბალი გამოდის.
განსხვავებული სიტუაციაა `ვიქტორია 98~-ის მაღაზიებში, სადაც აცხადებენ, რომ მაღალი ფასი პროდუქციის მაღალი თვითღირებულებითა და ტრანსპორტირების ხარჯებითაა გამოწვეული. `ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ აქ მაღალი ფასები დახვდება და ამისთვის მზად არიან~, – ამბობს Hუგო Bოსს-ის მენეჯერი, – `თუმცა, ბევრი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შედარებით, დაბალი ფასები გვაქვს”. საინტერესოა, რომ Pიერრე ჩარდინ-ს სულ სხვა სეგმენტზე აქვს გათვლა, როგორც Pიერრე ჩარდინ-ში აცხადებენ, Hუგო Bოსს-ის ტანსაცმლის ყიდვა, მხოლოდ მაღალშემოსავლიან ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ ასეთი სეგმენტი, ძირითადად საზღვარგარეთ იცვამს.
ამ მაღაზიებთან მიმართებაში საინტერესოა ინტერნეტ-მაღაზიების თემა, რომელიც ქართველ მომხმარებლებში ძალიან პოპულარულია. ინტერნეტით ტანსაცმლის გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს განცდა, რომ ნამდვილად ბრენდების ორიგინალ პროდუქტს ყიდულობს, აქვე საყურადღებოა, რომ ფასები ონლაინშოპინგის ვებ-გვერდებზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქართულ ელიტარულ მაღაზიებში.
შპს `ვიქტორია 98~-ის მაღაზიების მენეჯერი ამბობს, რომ ინტერნეტ-გამოწერებს კონკურენტებად არ თვლის, რადგან ინტერნეტ-მაღაზიებში კოლექციების მხოლოდ 20%-ია წარმოდგენილი, ამდენად, სრული კოლექციის ყიდვა მხოლოდ მაღაზიებშია შესაძლებელი, თან ისე, რომ ზომებს შორის ცდომილებისგან დაზღვეული ხარ. ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ადგილობრივ მაღაზიებს მხოლოდ და მხოლოდ ზომების გასაგებად სტუმრობს და იგივე მოდელებს გაცილებით იაფად, ინტერნეტიდან იწერს. დისკომფორტს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დროის ის პერიოდი ქმნის (2-3კვირა), რომელიც საქონლის ჩამოტანას სჭირდება.
მართალია, მომხმარებლის გადასაწყვეტია, სად შეიძენს და რამდენს დახარჯავს ტანსაცმლის შესაძენად, მაგრამ, მთავარია, თავი მოტყუებულებად არ ვიგრძნოთ და ფული, მხოლოდ და მხოლოდ ეტიკეტში არ გადავიხადოთ.
ეკა ღვინჯილია